ნაძვის ხე და ჩიჩილაკი
September 13, 2020ნაძვის ხე და ჩიჩილაკი საოჯახო დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია ახალ წელს. ნაძვის ხის მორთვის პროცესი ყოველთვის ივსება სიხარულით, არდადეგების მოლოდინით და ნათელი მომავლის იმედით.
ზოგადად, მიჩნეულია, რომ ქართული ნაძვის ხე და ჩიჩილაკი სინონიმებია, რასაც ვერ უარვყოფთ. ნაძვის ხის ხსენებისას, ასოციაცია, ბუნებრივია, მწვანე ხეზე მოდის, მაგრამ ქართველების ნაძვის ხე ჩიჩილაკია, რომელსაც დიდი ხნის ისტორია და დატვირთვა აქვს.
სწორედ ამიტომ, ყველა ოჯახში აუცილებლად ნახავთ მწვანე ნაძვის გვერდით მოთავსებულ თეთრ ხუჭუჭა ჩიჩილაკს, რომელიც მშვენივრად გამოიყურება.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი წლის დღესასწაულის აუცილებელი საგანი ქართული ნაძვის ხე - ჩიჩილაკია. რომელსაც ხის ფორმა აქვს და ახალი წლის დღესასწაულისათვის მზადდება.
ყველაზე გავრცელებული წარმოშობის ისტორია ჩიჩილაკს, წმინდა ბასილის სახელთან აკავშირებს. გურიაში მას <ბასილის ფაფუკ წვერებსაც> ეძახიან, ისევე როგორც საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს <ბასილის პურს>. წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე 14 იანვარია, სწორად ამიტომ ხალხი თავის პატივისცემას წმინდანისადმი ასე გამოხატავს.
დასავლეთ საქართველოში კალანდობის დღესასწაულზე (ახალი წელი; სულხან-საბას ლექსიკონი) ჩიჩილაკს თხილის ნედლი შტოდან თლიდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მარცვლეულითა და ფოჩიანი კანფეტებით რთავდნენ.
ჩიჩილაკი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ, მაგრამ, ბუნებრივად ის იმდენად ლამაზია, რომ ხშირ შემთხვევაში სულაც არ საჭიროებს დამატებით დეკორაციებს. რადგან აღწერაში ნაძვის ხეზეც ვსაუბრობთ, ამდენად მოგცემთ გარკვეულ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაფორმოთ ნაძვის ხე.
ნაძვის ხის დამონტაჟებისას, გასათვალისწინებელია სახლში ადგილის ოპტიმალური განსაზღვრა და დეკორაციების სწორად შერჩევა, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია ნაძვის ხე 180 სმ-იანი, როგორი მოდელებიც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ასევე მრავლადაა წარმოდგენილი .
აქსესუარების ფერს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ლურჯი, ოქროსფერი და წითელი შესანიშნავია ნებისმიერი დიზაინის ნაძვისთვის. საახალწლო სილამაზეს ასევე შეგიძლიათ შემატოთ მრავალი ფერადი ნათურები და ბურთები.
საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ინტერიერისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ზღაპრული ხის, ხელით დამზადებული სათამაშოები და ვერცხლის აქსესუარები. გარდა ამისა, რეკომენდებულია ბუნებრივი მასალების გამოყენება, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.
რა დეკორაციები უნდა განთავსდეს ხეზე, რათა წარმატება ახლდეს ოჯახს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეკორაციის ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სათამაშოები უნდა განთავსდეს ჰარმონიულად, საერთო ბალანსის დარღვევის გარეშე.
ნაძვის ხის დეკორაციების განთავსება
საახალწლოდ სახლისა და ნაძვის ხის მორთვისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ დეკორაციის ძირითად პრინციპებს. ამ მშვენიერი დღესასწაულის წინა დღეებში, ბევრი დიზაინერი აზიარებს რჩევებს, თუ როგორ უნდა დაამშვენოთ ნაძვის ხე ახალი წლისთვის. აქ მოცემულია მხოლოდ ძირითადი დეკორატიული წესები, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ დაუვიწყარი ატმოსფერო ამ სადღესასწაულო ღამეს:
გამოიყენეთ მაქსიმალურად სადა განათებები და აქსესუარები, რომლისთვისაც შუშის, ბროლის, ფოლადის ან პლასტმასისგან დამზადებული საშუალო ზომის ფიგურები იდეალურია.
ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მოდური გახდა სპირალურად მორთული დეკორაციები, რომლებიც უფრო ლაკონური, თანამედროვე და საზეიმოა.
საშობაო ბურთები
საშობაო ბურთები დიდი ხანია განიხილება, როგორც საუკეთესო საშობაო დეკორაციები. მაღაზიებში ამ მხრივ ფართო, მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც შესანიშნავად მოერგება ოთახის ნებისმიერ ინტერიერს.
ნებისმიერი გემოვნებისათვის, ნაძვის ხე განვადებით და უფასო მიტანით საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ შეიძინოთ Isurve.ge ონლაინ მაღაზიაში .
პოპულარული მოდელები