მანქანის დინამიკები

მუსიკის მოყვარულებისათვის, ავტომობილის სალონში ხარისხიანი სიმღერების მოსმენა დიდი სიამოვნებაა.

შორ გზაზე გადაადგილებისას, დროის გასაყვანად, კარგი საშუალება სიმღერების მოსმენაა, მაგრამ მუსიკის თითოეულ მოყვარულს საკუთარი შეხედულება აქვს ხარისხთან დაკავშირებით: ვის ბასებით უყვარს სიმღერის მოსმენა, ვის უბრალოდ მაღალი ჟღერადობით.

რადგან გემოვნებაც განსხვავებულია, ზოგიერთი ჰიპ-პოპს ან ჯაზს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიერთი კი სულაც სიმფონიურ მუსიკას, ოპერის არიებსა და ა.შ. ვოკალური გემოვნება ნამდვილად მრავალფეროვანია.



ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანაში ხარისხიანი დინამიკები ყოველთვის აუცილებელია , რისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ გამაძლიერებლის საერთო სიმძლავრე, სიხშირის ფილტრები, დამაკავშირებელი კაბელები, კონტაქტების ხარისხი და ა.შ.

ქარხნული დინამიკები, რომლებითაც აღჭურვილია თითქმის ყველა ახალი ავტომობილი, აქვთ უდავო უპირატესობა - საიმედოობა და გამძლეობა.

მანქანის ყველა სხვა მნიშვნელოვან ნაწილებთან ერთად, აუცილებელია დინამიკებიც ხარისხიანად, გრძელვადიანად და გარანტიით მუშაობდეს.

როგორ შევარჩიოთ დინამიკები თქვენი აუდიო სისტემისთვის:

დინამიკების არჩევის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია, რომლებიც ნებისმიერ ავტომობილზე ავტომობილზე.

არსებობს ისეთი სტანდარტული ტიპის დინამიკები, რომლებიც უბრალოდ ხმის გამაძლიერებელია და სხვა დამატებითი ფუნქციები არ გააჩნია.
რაც უფრო დიდია დიფუზორის დიამეტრი, მით უკეთესია, მაგრამ დიდი დინამიკების დამონტაჟებისთვის, თქვენ გჭირდებათ სერიოზული სამუშაოების ჩატარება ავტომობილის ინტერიერის შესაცვლელად, რაშიც აუცილებლია ხელოსნის ჩარევა.

გაითვალისწინეთ, რომ დინამიკების შერჩევისას, მარტივი მიდგომა <ზომა ზომაზე მიდის> უბრალოდ არ ამართლებს, რადგან ბევრ სტანდარტულ დინამიკს , არასტანდარტული ზომები აქვს.

დამატებითი გამაძლიერებლის არარსებობის შემთხვევაში, დინამიკები, რომელთა სიმძლავრეც აღემატება 50 ვტ-ზე მეტს - არ არის რეკომენდებული.

მახასიათებლები: მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ხმის ბუნებას, ეს არის: სიხშირის მახასიათებლები, მგრძნობელობა და აკუსტიკა.

ბევრისთვის, სასურველი სიხშირის დიაპაზონად 20 - 18 000 ჰც ითვლება,
ხოლო 50 - 16 000 ჰც. მიჩნეულია მაღალ დიაპაზონად.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი საკუთარი ავტომობილის გამრავალფეროვნებას სწორედ დინამიკებით გადაწყვეტთ, ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც განწყობასაც ნამდვილად შეგიცვლით.

იქამდე კი გახსოვდეთ, რომ ფასის მიხედვით, უამრავ სხვადასხვა დიზაინისა და მოდელის პროდუქციას გთავაზობთ ჩვენ საიტზე.

პოპულარული მოდელები