მამაკაცის საუკეთესო პროფესიონალური ტრიმერები
February 18, 2021ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, მამაკაცები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თავის მოვლას და განსაკუთრებული იერსახის შენარჩუნებას. ლამაზად მოვლილი თმა-წვერი ნებისმიერი მამაკაცის სავიზიტო ბარათია ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად შეიძლება ამ ეფექტის მუდმივად შენარჩუნება.
დღევანდელ ბლოგში გვსურს განვიხილოთ მამაკაცის პროფესიონალური ტრიმერები, რომლებიც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში წარმოდგენილია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც. ტრიმების გარდა, isurve.ge-ზე წარმოდგენილია საპარსები, თმის საკრეჭები და სხვა მამაკაცის თავის მოვლის საშუალებები .
თუ თქვენ აპირებთ ტრიმერის საპარიკმახეროში გამოყენებას, მაშინ დღევანდელი ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა, რადგან აღწერაში წარმოდგენილი გვაქვს მძლავრი და გრძელვადიანი მუშაობისთვის გათვალისწინებული მოდელები.
ტრიმერები განკუთვნილია წვერის მოცულობის შესამცირებლად და სასურველი ფორმის მისაცემად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სახლის პირობებშიც თმის შეჭრა.
მოწყობილობის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა მარტივად აიღოთ კისერზე თმა ან გაისწორით ულვაში და წარბები. ზოგიერთი მოდელით შესაძლებელია არასასურველი თმის მოშორება ყურებიდან ან ცხვირიდან . ტრიმერის არჩევისას კი გაითვალისწინეთ:
მოწყობილობის დანიშნულება;
- სამუშაო დრო დატენვის გარეშე;
- კომპლექტში არსებული დანართების რაოდენობა;
- თმის დამუშავების სიგრძე - მინიმალური და მაქსიმალური;
- ფუნქციონირება.
Norelco Beard Trimmer 9000
ამ შესანიშნავმა მოდელმა მიიღო ყველაზე მეტი დადებითი გამოხმაურება საპარიკმახეროებისგან და სილამაზის სალონებისგან. ტრიმერი უზრუნველყოფს სრულყოფილად სწორსა და ზუსტ კონტურებს.
ჭრის საჭირო სიმაღლე მრავალფეროვანია და რეგულირდება სპეციალური ბორბლის გამოყენებით. მოწყობილობა მთლიანად წყალგაუმტარია და აღჭურვილია ინფორმაციული LED დისპლეით. შეუძლია ავტონომიურად იმუშაოს ერთი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მისი გამოყენება შესაძლებელია ქსელში ჩართვით.
Ga.Ma GC614
ეს ტრიმერი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ბიუჯეტიანია, მაგრამ თავის მოვალეობებს იდეალურად უმკლავდება. ნაკრებში შედის თმის საკრეჭი (4 სიგრძე 3-დან 12 მმ-მდე), ცხვირისა და ყურის ტრიმერი, ლოყებისთვის, ულვაშისა და წვერისთვის. საერთო ჯამში, აქვს სრული კომპლექტი.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბატარეის ამოწურვის შემდეგ, მოწყობილობა შეიძლება ჩართოთ ქსელში და ასე გააგრძელოთ მუშაობა. ხანგრძლივი მუშაობისთვის კი ყველა პირს აქვს სპეციალური ტიტანის საფარი.
Wahl Stainless Steel Lithium Ion+
ჩვენს რეიტინგს ხურავს ყველაზე გამძლე კატეგორიის Wahl ელექტრო ტრიმერი, რომელიც არაერთხელ მიმოვიხილეთ ისურვეს ბლოგებში და აღვნიშვნეთ მისი განსაკუთრებული მახასიათებლები.
მოდელს აქვს მუშაობის ავტონომიური რეჟიმი, რომელიც საკმარისია 4 საათიანი უწყვეტი გამოყენებისათვის. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, ეს არის უბრალოდ მონსტრი! მხოლოდ წვერის კორექციისთვის წარმოდგენილია 22 დანართი. ამას დამატებული ყურის და ცხვირის ტრიმერი .
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა თავისი უპირატესობის მიუხედავად, ამ ტრიმერს ასევე აქვს ერთი მინუსი - ძალა, რომელიც არც ისე მაღალია. ამიტომ, მასთან მუშაობისას, თქვენ უნდა გააკეთოთ უფრო მეტი მოძრაობა, ვიდრე მსგავსი მოდელების გამოყენებისას.
პოპულარული მოდელები