Makita & Bosch შალაშინის მოდელების შედარება
January 20, 2021ხის მასალებზე მუშაობისას ერთ-ერთი აუცილებელი იარაღი ელექტრო შალაშინია. სამშენებლო ბაზარზე ეს მოწყობილობა ახალი ნამდვილად არ არის, რადგან უფროსი თაობის ადამიანებს განსაკუთრებით ემახსოვრებათ საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული საკმაოდ ფუნქციონალური შალაშინები.
ელექტრო შალაშინის მთავარი ამოცანა ხის ბლანკების დამუშავებაა, რომელიც შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა ფუნქციით.
განსხვავებული ვარიანტების წყალობით, შესაძლებელია ხის ზედაპირის სრულყოფილად, მათ შორის ბრტყელი ან გლუვი ფორმით დამუშავება. ბაზარზე წარმოდგენილი მოდელები განსხვავდებიან ფასისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით.
საუკეთესო შალაშინები საშიანაო საქმეების შესასრულებლად
სახლის პირობებში სამუშაოდ, მსუბუქი ელექტრო შალაშინი, რომელსაც კომპაქტური ზომები აქვს, ნამდვილად კარგი დამხმარე იქნება, მაგრამ შალაშინის ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, რაც განისაზღვრება მუშაობის ხარისხით და ბრენდის პოპულარობით.
Makita KP 0800
Makita შალაშინს აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც საჭიროა საშინაო მოხმარებისთვის. ფასის, საიმედოობისა და წარმოების ხარისხის ოპტიმალურმა კომბინაციამ საშუალება მისცა მაკიტას, რომ უამრავი მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინა.
გარდა ამისა, მოწყობილობა გამოირჩევა მცირე წონით (2.6 კგ), მძლავრი ძრავით (17000 ბრუნვა, 620 ვტ) და კომპაქტური ზომებით. მომხმარებლები ასევე აღნიშნავენ სწრაფსა და ზუსტი ჭრის შესაძლებლობას, რომელიც მიიღწევა 82 მმ სიგრძის მკვეთრი, ფოლადის დანების ბრუნვის მაღალი სიჩქარით.
Makita KP 0800 ელექტრო შალაშინით შესაძლებელია სტანდარტული ხის დამუშავება, რომელიც გამოიყენება სახლის მშენებლობის ან რემონტის დროს.
უპირატესობები:
- კომპაქტურობა და სიმსუბუქე;
- მაღალი როტაციის სიჩქარე;
- მკვეთრი ფოლადის დანები;
- კომფორტული სახელური.
Bosch GHO 18 V-LI
Bosch შალაშინი პროფესიონალური ელექტრო ინსტრუმენტია , რომლითაც შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოები.
მრავალი სასარგებლო მახასიათებლების გათვალისწინებით, მოდელი მართლაც იდეალურია, მაგრამ მაღალმა ფასმა არ მისცა მოწყობილობას დომინანტი პოზიციის დაკავების შესაძლებლობა.
Bosch Makita შალაშინს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჭრის სიღრმითა (1.6 მმ) და სიჩქარით (14 000 ბრუნი). ამასთან, ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, იდეალურია მბრუნავი დანების ხარისხი, რომელიც ნებისმიერ მასალას მაღალი ზუსტითა და ხარისხით ჭრის.
უპირატესობები:
- მაღალი ხარისხის დანები;
- დაწყების ღილაკის საკეტის არსებობა.
უარყოფითი მხარეები:
- მაღალი ღირებულება.
Makita 1806B
ჩვენს რეიტინგში მოხვდა ცნობილი კომპანიის Makita -ს კიდევ ერთი შალაშინი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ძლიერი ძრავა (1.2 კვტ), რომლის მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარეა 15.000 rpm.
სამუშაო სიღრმის რეგულირება შესაძლებელია 1-2 მმ ფარგლებში, რისთვისაც საყრდენის სახელურში მოცემულია მბრუნავი მექანიზმი. ამ მოწყობილობის უარყოფითი მხარე, ფასის გარდა, მძიმე წონაა (9 კგ). გრძელვადიანი მუშაობისას, შესაძლებელია მარტივად დაგეღალოთ მკლავები და ზურგის კუნთები.
უპირატესობები:
- დიდი ხის დამუშავების შესაძლებლობა;
- დამუშავების შემდეგ იდეალურად გლუვი ზედაპირი;
- მტვრის შემგროვებლის არსებობა;
- დამუშავების ფართო არეალი.
უარყოფითი მხარეები:
- მძიმე, მასიური კონსტრუქცია;
- მაღალი ფასი.
შალაშინის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საუკეთესო მოდელები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს,
პოპულარული მოდელები