მაჯის წნევის აპარატების გამოყენების ინსტრუქცია, როგორ გავიზომოთ წნევა სწორად?
June 18, 2021მაჯის თანამედროვე ელექტრო წნევის აპარატები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ისინი წნევის გაზომვის ზუსტი და კომფორტული საშუალებაა , თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ძირითადი წესი, რომელიც მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიზუსტის მისაღებად.
სანამ გაზომვას დავიწყებთ
სანდო შედეგის მისაღებად, სასურველია დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
- გაზომვამდე 30 წუთით ადრე სასურველია არ მიირთვათ საკვები, მიიღოთ ალკოჰოლი, მოწიოთ სიგარეტი, ივარჯიშოთ ან მიიღოთ აბაზანა.
- სტრესი ზრდის წნევას, ეცადეთ მოერიდოთ წნევის გაზომვას უშუალოდ სტრესულ სიტუაციებში.
- გაზომვა უნდა ხდებოდეს ჩუმ, მშვიდ გარემოში.
- თუ წნევას ყოველდღე ისინჯავთ, სასურველია ეს დღის ერთსადაიმავე პერიოდში, ან უფრო მეტიც, კონკრეტულ საათზე ხდებოდეს.
სტანდარტული მაჯის წნევის აპარატის გამოყენების ინსტრუქცია
- აიწიეთ მარცხენა სახელო, თუმცა ისე, რომ დარწმუნებული იყოთ, რომ
ის ხელზე ძალიან არ გიჭერთ.
- მოათავსეთ ხელი წნევის აპარატის მარყუჟში. თქვენი ხელისგული მაღლა უნდა იყოს მიმართული. ხელი უნდა გქონდეთ გულის სიმაღლეზე.
- მანჟეტსა და თქვენს ხელს შორის აუცილებელია 1-2 სმ სივრცის დატოვება, ის ძალიან არ უნდა იყოს მოჭერილი.
- მანჟეტი არ უნდა ეხებოდეს მაგიდას, თუმცა ხელის დაყრდნობა შეიძლება.
- ხელი არ უნდა ამოძრაოთ წნევის გასინჯვისას.
პოპულარული მოდელები