მაცივრის ძირითადი კლასიფიკაცია
October 15, 2019მაცივარი გასული საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა ადრე ფუფუნების საგნად ითვლებოდა, დღეს უკვე შეუცვლელი ატრიბუტია ნებისმიერი ოჯახისთვის.
მოთხოვნილებების ზრდა მწარმოებლებს აიძულებს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას, რათა გაუმჯობესდეს მაცივრის შესაძლებლობები და სიჯანსაღე.
იმ ადამიანებს, რომელთაც დიდი ხანია არ განუახლებიათ მაცივარი , ნამდვილად, გააკვირვებს ამ ტექნიკის შესაძლებლობები და დატვირთული მახასიათებლები, რაც უზრუნველყოფს საკვების ჯანსაღად შენახვას, უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე.
მაცივრის კლასიფიკაცია
მაცივრის ტექნოლოგიების გამოყენებამდე აუცილებელია იცოდეთ რა ტიპის არსებობს ისინი. ასე შეძლებთ მიიღოთ თითოეული მახასიათებლის ნაზავი, სპეციფიკური მაცივრის ტიპში.
აქ მოცემულია მაცივრის სახეობების მოკლე ჩამონათვალი მათი გამორჩეული მახასიათებლების, მოცულობის და სიმძლავრის მზარდი რიგის მიხედვით:
კომპაქტური მაცივარი - ასევე ცნობილია როგორც ბარი მაცივარი, ეს არის ყველაზე პატარა ტიპის მაცივარი, რომლის მოცულობა ჩვეულებრივ არის 50-დან 100 ლიტრამდე.
მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იაფი და პორტატულია. ამ სახის მაცივარს ერთი მინუსი აქვს - მოცულობის არაეფექტურობა. თუმცა, პატარა მაცივრები თანაც იაფად ძალიან ცოტა ბრენდის არჩევანშია, როგორიცაა Godrej და Haier.
ერთკარიანი მაცივარი - ეს არის ყველაზე პოპულარული ტიპის მაცივარი, რომლის მოცულობა, ძირითადად, არის 150-დან 250 ლიტრამდე.
შესაფერისია პატარა ოჯახისთვის. ყველა ძირითადი ბრენდი (გამონაკლისია ჰიტაჩი) გთავაზობთ ამ კატეგორიის მაცივარს.
ორკარიანი მაცივარი - ჩვეულებრივი ორკამერიანი მაცივარი არის ორი კარით. ზედა კარი იკავებს მთლიანი ზომის ერთ მესამედზე ნაკლებს, საყინულისთვის, ხოლო უფრო დიდი ქვედა ნაწილი ჩვეულებრივი მაცივრის განყოფილებისთვის.
ეს მოდელი ზოგადად გვთავაზობს ყველაზე დიდ მრავალფეროვნებას და როგორც წესი, არის ენერგიის ეფექტურად მოხმარებისთვის. მათი ტევადობის დიაპაზონი 250 ლტ-იდან ზემოთ არის.
ქვედა საყინულე - მაცივრის ამ კლასშიც ჩვეულებრივ ორი კარია, თუმცა საყინულის განყოფილება გადასულია ქვედა მხარეს.
ამ ტიპის მაცივარი შესაფერისია უფრო ისეთი ოჯახებისთვის, რომელიც ნაკლებად მოიხმარს გაყინულ საკვებს.
ორკარიანი მაცივარი (side-by-side) - ასეთი მაცივარი ზოგადად იყოფა ორ ნაწილად, მაცივრის განყოფილება მოცულობით უფრო დიდია საყინულეზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ჩვეულებრივ გააჩნიათ სასარგებლო თვისებები, როგორიცაა ჩამონტაჟებული წყლის და ყინულის დისპენსერი და გარე ინტერფეისის პანელი.
ფრანგული კარის მაცივარი - მაცივრების ფრანგული კარები, როგორც წესი, ყველაზე დიდი და მრავალმხრივი მაცივარია, რომელსაც, ჩვეულებრივ, 3 ან მეტი კარი აქვს.
ფრანგული კარების მაცივრები, მითუმეტეს ჭკვიანი მოდელები , იდეალურია დიდი ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ კარგად დაალაგონ მათი საკვები და მიიღონ მაცივრის საუკეთესო თვისებები.
პოპულარული მოდელები