ლეპტოპების და ნოუთბუქების კატეგორიები
August 19, 2019ის ფაქტი რომ კომპიუტერმა ადამიანების ცხოვრებაში უზარმაზარი როლი დაიჭირა უკვე ყველას გაცნობიერებული აქვს. თუმცა ბევრი არ აკვირდება იმ ფაქტს როგორ შეიცვალა ჩვენთვის ნაცნობი კომპიუტერის ფორმა - ძველი კლასიკური დესკტოპებიდან დიდი ხანია უკვე ნოუთბუქები გახდა ყოველდღიურობის ნაწილი. თუმცა, ლეპტოპის ყიდვა (იგივე ნოუთბუქი) როგორც კი მოგვინდება , ყოველთვის უზარმაზარ არჩევანს ვაწყდებით ხოლმე, რაც ხშირად საკმაოდ დამაბნეველია.
დღეს უკვე შესაძლებელია ლეპტოპების იაფად ყიდვა . ნოუთბუქების იაფად ყიდვას აადვილებს ისიც რომ ლეპტოპები განვადებით შესაძლებელია ვიყიდოთ. თუმცა კითხვა კვლავ რჩება - რომელი შევიძინოთ? უბრალოდ ბრენდის მიხედვით შერჩევა HP noutbuqebi vs Asus leptopebi-ს დაგუგლვა შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მოიტანს.
ამ ბლოგპოსტში ჩვენს პარტნიორების ინფორმაციაზე დაყრდნობით (Different types & categories of Laptops ) შევეცდებით ნოუთბუქების კატეგორიები გამოვყოთ.
ზოგადად იმისთვის რომ კომპიუტერი ლეპტოპად ჩაითვალოს, უნდა იწონიდეს 1.5-დან 3.4 კგ-მდე და უნდა იყოს პორტატული. ეკრანის ზომები მიახლოებით 13 ინჩიდან 17 ინჩამდე მერყეობს. შეიარაღებულნი არიან ხმის ბარათებით (sound card), და ხშირად ძალიან მაღალხარისხოვანი გრაფიკული ბარათებიც აქვთ თამაშებისა და მულტიმედიასთვის.
ულტრაბუქები - Ultrabooks
ულტრაბუქის ტიპის ლეპტოპები ძალიან თხელები არიან და 1.3კგ-ზე მეტს არ იწონიან, თუმცა მათი ეკრანის ზომა ხშირად 15 ინჩის ან ნაკლების ფარგლებშია.
ნეთბუქები - Netbooks
ძალიან პატარა ლეპტოპების კლასს ნეთბუქები ეწოდება. ისინი ფასითაც საკმაოდ იაფები არიან, ნაკლებად ძლიერი პროცესორებითა და პატარა კლავიატურებით. ნეთბუქები შეიძლება ითქვას რომ უკვე მომაკვდავ კლასს მიეკთვნება და მათი ადგილი ტაბლეტებმა დაიკავეს.
პლანშეტი - Tablets (planshetebi)
პატარა, მულტითაქსური კომპიუტერების კლასი პლანშეტები ბოლო პერიოდში პოპულარობის აღმავალ ტრენდზეა. მათი მონიტორთა ზომები ძალიან მცირედან უზარმაზარამდე მერყეობს, და გამოიყენებიან ხშირად ძალიან რთული დავალებების შესასრულებლადაც, თუმცა მეორეს მხრივ, ფასი ამ კომფორტისა და შესაძლებლობების პროპორციულია. გამორჩეულებად ითვლება Apple iPad და Microsoft Surface, პლანშეთი lenovo და ტაბლეტი ანდროიდი იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ.
დესკტოპ ლეპტოპები - Desktop Laptops
როგორც სათაურშივეა აღნიშნული - დესკტოპ ლეპტოპი მოიაზრება როგორც დესკტოპ კომპიუტერის ჩამნაცვლებელი, და დიდად არ არის გათვლილი პორტაბელურობაზე. ასეთი ლეპტოპები ხშირად 4 კგ-ზე მეტს იწონის (ვიცით რომ წინააღმდეგობაში მოდის პირველი აბზაცის განცხადებასთან, თუმცა ოფიციალური განმარტება ლეპტოპების ასეთია), და ეკრანის ზომაც ხშირად 20 ინჩზე მეტიც კია.
წყარო: Laptop Types
იმის სანახავად თუ რა ტიპის ტელევიზორები არსებობს, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ბლოგპოსტი - რა ტიპის ტელევიზორები არსებობს ბაზარზე ?
პოპულარული მოდელები