კონდინციონერი - ყველა ამ წესის ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ნივთი, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის

ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა თუ როგორ ავარჩიოთ კონდინციონერი სწორად, მარტივად და რაც ყველაზე მთავარია მოგიყვებით იმ დეტალებზე, რაც უნდა იცოდეს ყველა მომხმარებელმა სანამ გადაწყვეტს კონკრეტულად ამა თუ იმ ფირმის კონდიციონერები დაათვალიეროს, იყიდოს განვადებით ან ფასდაკლებით .

რა კრიტერიუმებით ფასდება და რომელი ფირმები სარგებლობენ უფრო მეტი მოთხოვნით ბაზარზე? - ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხს ნებისმიერი ტექნიკის მაღაზიაში მიიღებთ.

სასურველია ვიცოდეთ, რომ ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც  კონდიციონერები ირჩევა არის ახალი თანამედროვე ძრავი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით ჩვეულებრივ სისტემებთან შედარებით 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

სანამ ტიპების განხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელია ფასის და ხარისხის გათვალისწინებით, ძალიან პოპულარულია ბრენდ TCL-ის კონდიციონერი .

არჩევანი თქვენზეა!

ინვერტორული კონდინციონერი 

თანამედროვე ინვერტორული კონდინციონერი (ინვერტორულ სპლიტ-სისტემებს კომპრესორის სიხშირე-მართვის ძრავა გააჩნიათ და კონდინციონერების ცალკეულ ტიპად ითვლება. ინვერტორს ცვალებადი დენი გადაყავს მუდმივში და მუდმივი კი ცვალებადში.

მეორე ცვლილების დროს ძაბვა და სიხშირე იცვლება, რაც კომპრესორის ბრუნვის სიხშირის თავისუფალი რეგულირების საწინდარია და შესაბამისად სიცივისა და გაციებისაც.

მოცემული ტემპერატურის მისაღწევად ინვერტორული კონდიციონერი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტი სიმძლავრით მუშაობს (დაახლოებით 15 %-ით). მოცემული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ კონდინციონერი არ ჩერდება, ის დაბალ ბრუნვაზე მუშაობს და ზუსტად ინარჩუნებს აღნიშნულ ტემპერატურას.

ამასთან ის უხმაუროდ მუშაობს. ჩვეულებრივი კონდინციონერი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის გამუდმებით ითიშება და ირთვება. ინვერტორული კი გამუდმებით მუშაობს და ამისთვის მხოლოდ აუცილებელ სიმძლავრეს იყენებს.

სწორედ ამიტომ ის ელექტროენერგიას 15%-50%-მდე ნაკლებს წვავს. ამასთან ცნობილია, რომ კომპრესორის ცვეთასა და მწყობრიდან გამოყვანას კონდიციონერის გამუდმებით ჩართვა-გამორთვა იწვევს.

ინვერტორულ კონდიციონერს, რომელიც გამუდმებით მუშაობს ეს არ ემუქრება და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამართულად მოგემსახურებათ).

ასევე გასათვალისწინებელია TURBO რეჟიმი; სწრაფი გათბობა/გაგრილება; AUTO რეჟიმი; ტემპერატურის ავტომატური რეგულირება;

DEFROST - გალღობის ჭკვიანი რეჟიმი, რომელსაც მიკროპროცესორი აკონტროლებს.

TIMER - ტაიმერი, რომელიც უფრო მარტივს ხდის ტემპერატურის კონტროლს მაშინაც კი, როცა შენობაში არ იმყოფებით. მისი მეშვებით უახლოეს 24 საათის განმავლობაში ტექნიკის პარამეტრების და საჭირო რეჟიმის კონფიგურაცია შეიძლება.

ყველა ამ ტექნიკური მახასიათებლების შემდეგ შეგვიძლია გავთვალოთ ოთახების რაოდენობა და უკვე მონტაჟის დროს ყურადღება მივაქციოთ მზის მხარეს, კონდენციონერიდან მომდინარე ჰაერის ნაკადს, რომელიც სასურველია არ იყოს მიმართული კონკრეტულად ადამიანებისკენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილი გვაქვს საძინებელში დამონტაჟება. 

გისურვებთ გრილ ზაფხულს და თბილ მყუდრო გარემოს ზამთარში.

ვირჩევთ ხარისხზე ორიენტირებულ ტექნიკას, არ ვზოგავთ ფულს და მომავალში ვიბრუნებთ, როგორც ერთგვარ ინვესტიციას.

იქამდე კი, გაიგეთ მეტი თქვენს კონდიციონერზე .

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას   

პოპულარული მოდელები