კერხერის წნევით სარეცხი აპარატები

კერხერის წნევით სარეცხი აპარატები  გაცილებით მარტივად აშორებენ ჭუჭყს მანქანებიდან, ბილიკებიდან, კედლებიდან და სახურავებიდან რისთვისაც რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ქმნიან მაღალ წნევას (30-40-ჯერ მეტს ვიდრე ჩვეულებრივი მილი);
ქიმიურ საწმენდ ხსნარს გარდაქმნიან ქაფში;
ზოგიერთ მოდელს შეუძლია წყლის გაცხელებაც.

წყლის მოხმარება 2-3-ჯერ მცირდება, ხოლო რეცხვის პროცესიც დაჩქარებულია, თუმცა ყველა ეს პირობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპარატი მაღალხარისხიანი, საიმედო და სწორად შერჩეულია.

თანამედროვე ტექნიკის ბაზარი სავსეა მრავალი მაღალი  წნევით სარეცხი აპარატებით , რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი მახასიათებლები და ამდენად, ისინი დაყოფილია სამ კლასად:

  1. საყოფაცხოვრებო - განკუთვნილია ველოსიპედებისთვის, მოტოციკლებისთვის და იშვიათად ავტომობილების გასარეცხად;
  2. ნახევრად პროფესიონალური - განკუთვნილია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის და საშუალო ზომის ტერიტორიებისთვის;
  3. პროფესიონალური - ასეთ მოწყობილობებს ყველაზე მაღალი წნევა და შესრულება აქვთ.

Karcher K 3

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანულ Karcher -ს იდეალური წნევით სარეცხები აქვს, რომლებიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ითვლება. ამიტომ, გასაკვირიც არ არის, რომ აღნიშნული მოდელი გაყიდვების ლიდერია.

ეს არის სახლის პირობებში გამოსაყენებელი შესანიშნავი წნევით სარეცხი დანადგარი, რომელიც იაფიანი და ამავე დროს პროდუქტიულია.

1.6 კვტ-იანი ძრავით აპარატი წარმოქმნის 120 ბარ წნევას, რომელიც საშუალებას იძლევა საათში 380 ლიტრი წყალი გადაამუშაოს. მოწყობილობა თავისთავად მცირე და მსუბუქია, ამიტომ ნუ ელით მისგან დიდი ავტომობილების გარეცხვის შესაძლებლობას.

აპარატი კარგად რეცხავს სკუტერებს, მოტოციკლებს, ბაღის იარაღებსა და მოწყობილობებს, ბილიკებს, სადარბაზოებს და  ქუჩაში არსებულ სკამებს.

ტუმბო დამზადებულია პლასტმასისგან, რომელიც არ არის გამიზნული ხანგრძლივი და ხშირი გამოყენებისათვის. იმისათვის, რათა მოწყობილობამ მრავალი წლის განმავლობაში იმუშაოს, აუცილებელია მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალსიწინება.

სამწუხაროდ, შესაძლებელია მხოლოდ წყალმომარაგებასთან დაკავშირება, რაც ოდნავ ზღუდავს მის გამოყენებას. თუმცა, ეს უმნიშვნელო ხარვეზი ხელს არ უშლის აპარატს მოხსნას გაყიდვების რეკორდები, ვინაიდან ძალიან მარტივი და საიმედო მოდელია.

დადებითი:

  • არსებობს სუფთა წყლით მომარაგების სამი რეჟიმი და ერთიც ქიმიური ნივთიერებებისთვის;
  • წნევის მილი დამაგრებულია, მიწოდება კი ხდება Karcher-ის მიერ დაპატენტებული Vario Power ტექნოლოგიის შესაბამისად;
  • ჩამონტაჟებული წვრილი ბადე/ფილტრი საიმედოდ იცავს ტუმბოს ჭუჭყისა და სხვადასხვა მინარევების შესაძლო მოხვედრისგან (მარილები, მინერალები);
  • კორპუსი გამძლე და ერგონომიულია.

მინუსები:

  • სამწუხაროდ, წყლის მიწოდება ვერ ხდება კონტეინერიდან.

Karcher K 5

აღნიშნული Karcher წნევით სარეცხი მანქანა  ასევე მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო დანიშნულების კლასს, მაგრამ მისი ტექნიკური მახასიათებლები ძალიან მაგარია.

მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გარეცხოთ დიდი მანქანები (ჯიპები, სატვირთო მანქანები და ა.შ.), სახლების ფასადები და ფილებით მოპირკეთებული დიდი ადგილები. ეს მოწყობილობა არ არის იაფიანი, მაგრამ მისი მრავალფეროვნება და ფუნქციონირება საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაიბრუნოთ მასში გადახდილი თანხა.

დანადგარი გამოიყენება არა მხოლოდ სახლის პირობებში სამუშაოდ, არამედ მანქანების სამრეცხაოში და გარკვეულ საწარმოებში. ძალიან მოსახერხებელია 1 ლიტრიანი ხსნაირისთვის განკუთვნილი კონტეინერი, რომელიც ინტეგრირებულია სხეულში. ქიმიის გაზავება არ არის საჭირო, რადგან ყველაფერს თავად აპარატი აკეთებს.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ძველი და გამხმარი ჭუჭყის მოცილება;
  • სტანდარტული 1 ლიტრიანი ბოთლი;
  • კომპლექტში შედის Vario Power საქშენები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის ჭუჭყის მოსაშორებლად.

პოპულარული მოდელები