კარკასული აუზების ექსპლუატაციის ვადები
March 16, 2019მიუხედავად იმისა, რომ აუზების თითოეულ კატეგორიასა თუ პროდუქტის გვერდზე განსაკუთრებული ხაზი აქვს გასმული იმას, რომ ყველაზე გამძლე და დიდ ხნიანი ექსპლუატაციის პერიოდით კარკასული აუზები გამოირჩევა, მაინც საინტერესოა გადავხედოთ როგორც ოფიციალურ (ქარხნულ) რეკომენდაციებს მწარმოებლებისგან, ისე მომხმარებელთა გამოცდილებას, როგორც ქართულ ისე უცხოურ ინტერნეტ მაღაზიებში.
ზოგადად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარკასული აუზები მთელი ზაფხულის მანძილზე გამოყენების პირობებში 5-დან 15 წლამდე განმავლობაში ძლებს ყოველგვარი დაზიანების გარეშე, გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (მზე და სხვა ტიპის ცვეთა). ეს ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ზედაპირზე დგას, მაგალითად, ასფალტზე მეტად რეკომენდირებულია ბეტონი, ბეტონზე მეტად მიწა, მიწაზე უფრო კარგად აუზს ხის ზედაპირი ინახავს, ან მიწა ოღონდ დამცავი ტენტით, რომელიც აუზის ქვეშ იფინება.
სხვა საქმეა კარკასული აუზების დამატებითი აქსესუარების, ძირითადად ფილტრების გამოყენების ხანგრძლივობა.
თანამედროვე ფილტრები, რომლებსაც ბესტვეი გვთავაზობს, დღე-ღამის განმავლობაში 12 საათიან დატვირთვას უძლებს, თუმცა რეალურად მისი დღის ბოლოს გამოყენებაა რეკომენდირებული და მათი ექსპლუატაციის ვადა 2-3 წელს უტოლდება. ეს პერიოდი გაიზრდება ან შემცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად უფრთხილდებით ფილტრს. ზოგადად, საჭიროა მისი პერიოდულად გაწმენდა, უფრო სწორად გარეცხვა, ჩვეულებრივი <შლანგის> წყლის მეშვეობით.
თუ საქმე ქვიშის ფილტრს ეხება, ასევე შეგიძლიათ სპეციალური ბურთულები გამოიყენოთ, მათ უფრო დიდი ექსპლუატაციის ვადა გააჩნიათ.
გადახედეთ სხვა აქსესუარებსაც, ბევრი მათგანი სწორედ აუზების მოვლის და დასუფთავებისთვისაა განკუთვნილი: Bestway-ს ბრიტანულ მაღაზიაში .
სასიამოვნო ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ფილტრების ფასი არცისე მაღალია და მაგალითად, 20 ტონამდე ტევადობის მქონე აუზებისთვის შესაფერისი მოდელების ღირებულება 120 ლარს არ აღემატება.
პოპულარული მოდელები