იმისათვის რომ გემრიელი და ხრაშუნა ვაფლი მოვამზადოთ
December 02, 2020თხელი ხრაშუნა ვაფლის დასამზადებლად ძალიან მარტივი საშუალება - ვაფლის აპარატები არსებობს, რომლებსაც ხშირად იყენებენ როგორც საკონდიტროებში, ასევე სახლის პირობებში.
ვაფლის აპარატები რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი, მაგრამ ეს სახელწოდებები დამოკიდებულია ვაფლის ტიპზე. მაგალითად, აშშ-ში პოპულარულია ძალიან სქელი, დიდი და რბილი ვაფლების დამზადება , რომელიც ბელგიურზეც კი სქელია.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ სამი განსხვავებული მწარმოებლის ვაფლის აპარატი, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია და მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.
Bomann HA 5017 CB
Bomann ვაფლის აპარატების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა, თუმცა გერმანული მასში მხოლოდ ბრენდია, რადგან პროდუქციის წარმოება ხდება ჩინეთში. 25x20x11.5 სმ ზომის და 1.8 კგ წონის მოწყობილობა ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით შედარებით ძლიერია - 1.2 კვტ. აღნიშნული სიმძლავრე კი გულისხმობს მომზადების მაღალ სიჩქარეს.
გათბობის ტემპერატურა კონტროლდება მექანიკური გადართვით. ზედაპირის დიამეტრია 18 სმ, რომლითაც შესაძლებელია ერთი მრგვალი ბლინის მომზადება. კორპუსის მასალა - პლასტმასისაა, ფუნქციონალურობის თვალსაზრისით კი, მოწყობილობა ძალიან ლაკონურია.
მწარმოებლის მცდელობამ, შეემცირებინა მოწყობილობის ღირებულება, გამოიწვია ისეთი არასასიამოვნო გვერდითი ეფექტი, როგორიცაა დაბალი ხარისხის მასალების გამოყენება.
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- გადახურებისგან დაცვა.
უარყოფითი:
- დაბალი ხარისხის მასალები;
- არ აქვს საყრდენი;
- ვაფლის მასა ზოგჯერ პანელს ეკვრის, რადგან არაწებოვანი საფარი არ აქვს.
Maxwell MW-1571
Maxwell ვაფლის აპარატი წარმოებულია ჩინეთში, ისევე როგორც Bomann. მაგრამ ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ამ მოდელის მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია - 800 ვატი. უფრო მეტიც, ეს გარემოება არანაირად არ მოქმედებს მომზადების სიჩქარეზე.
მოდელი ასევე უზრუნველყოფილია გათბობის მექანიკური კონტროლითა და გარკვეული ინდიკატორით, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოწყობილობა სამუშაოდ მზადაა.
უპირატესობები:
- მიმზიდველი დიზაინი;
- ხელმისაწვდომი ფასი;
- რეზინისებრი ფეხები.
უარყოფითი:
- არათანაბარი ცხობა.
Clatronic HA 3494
ბელგიური ვაფლის საცხობი მოიხმარს 1.2 კვტ ენერგიას. მოწყობილობის ზომაა 20.5x25x11.5 სმ, ხოლო წონა 1.44 კგ-ია. საცხობის დიამეტრია 18 სმ.
ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს ცუდ წარმოებას. მაგალითად, ზედა პანელი საკმარისად არ იკეცება უკან, რათა საყრდენის გარეშე ვერტიკალურად დადგეს. ასევე ბევრი უკმაყოფილებაა მოკლე კაბელთან დაკავშირებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის დადებითიც, რომ შესაძლებელია ვაფლის კონუსებად დაკეცვაც.
უპირატესობები:
- გადახურებისგან დაცვა;
- რეზინისებრი ფეხები.
უარყოფითი:
- უხარისხო წარმოება.
ვაფლის აპარატების სხადასხვა მოდელები ჩვენს წინა ბლოგშიც მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები