გრანიტის ქვაბები მეტი კომფორტისთვის

დღევანდელ ბლოგში გრანიტის ქვაბებს მიმოვიხილავთ და მოგცემთ რამოდენიმე საინტერესო რჩევას მათ მოხმარებასთან დაკავშირებით.

სხვა მასალებისაგან განსხვავებით, გრანიტის ქვაბებს შემდეგი უპირატესობები გააჩნიათ:

  1. თბება საკმაოდ სწრაფად და თანაბრად;
  2. ტემპერატურას ინარჩუნებს საკმაოდ გრძელვადიან რეჟიმში რის გამოც საკვები მალე არ ცივდება;
  3. მასალა კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას;
  4. ცხიმიანი ხორცი შეგიძლიათ მცენარეული ზეთის დამატების გარეშე შეწვათ.

სხვა ქვაბებთან შედარებით,  გრანიტის ტაფა შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ფასთან ერთად, ხარისხიც საკმაოდ მაღალი აქვს.



ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება - გრანიტის მასალა არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და მინარევებს, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შესაძლოა შევიდეს საკვებთან. 

საკვების შენახვა - სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ გამოყოფს არასასიამოვნო სუნს.  

მოვლა - მარტივია ქვაბის ხელით გარეცხვა, მაგრამ გრანიტის  ყველა მოდელი არ შეიძლება გაირეცხოს  ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. 

გაზქურის ფირფიტები - ასეთი ქვაბები თანაბრად და კარგად ერგება სტანდარტულ - როგორც გაზის, აგრეთვე ელექტრო ენერგიის გაზქურებს.

თუკი შემთხვევით დაგივარდათ ქვაბი, ამან შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს და ზედაპირზე წარმოშვას გარკვეული ბზარები, მაგრამ იმდენად მყარი ტექნოლოგიებით მზადდება გრანიტის ტაფები თუ ქვაბები , რომ დაზიანების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მასალის წონა საკმაოდ მსუბუქია, მას შეუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას დიდი ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, მარტივია მისი გასუფთავება, რადგან ზედაპირი არ იკრავს საკვებს.

გთავაზობთ  გრანიტის ქვაბების ფართო ასორტიმენტს ჩვენს საიტზე, სადაც სხვადასხვა ფასისა და  მწარმოებლის პროდუქციას იხილავთ. მაგალითად, „ისურვეზე“ ყველაზე გაყიდვად მოდელად ითვლება გერმანული წარმოების ბიო გრანიტის ქვაბები Bausten BTG 5PCS,  რომლის კომპლექტაციაში შედის 5 განსხვავებული ზომის ქვაბი: დიდი, საშუალო და პატარა ქვაბი, ასევე სოუსისა და ტაფა-ქვაბი.

იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ გრანიტის ქვაბების შეძენას , ორი მარტივი ველის შევსებით,  შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენზე მორგებულ განვადების პირობებით, ხოლო ნივთის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ! 

პოპულარული მოდელები