გერმანული ქვაბების ნაკრები ჩვენს სახლში
როდესაც ახალ ბინაში გადავსახლდი, საოჯახო ნივთებისა და ჭურჭლის ყიდვა ცალ-ცალკე გადავწყვიტე. ჭიქებისა და თეფშების ყიდვის შემდეგ, რა თქმა უნდა, რიგი ქვაბების ნაკრებზე მიდგა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ნაკლებად ვფლობდი.
ვთვლიდი, რომ რაც უფრო მაღალფასიანს შევიძენდი, მით უფრო გამოსადეგი იქნებოდა, მაგრამ ახლობლების რჩევას მაინც მივუგდე ყური.
რჩევის გარეშე, რაც თავიდანვე გადაწყვეტილად ვიცოდი იყო ის, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ჯანმრთელობისთვის არასაშიში, სუფთა მასალისგან დამზადებული ქვაბები.
არჩევანი გერმანული ხარისხის, ბიო გრანიტის ქვაბების ნაკრებზე (Bausten BTG) შევაჩერე, რომელიც იდეალური, იდეალური დამხმარე აღმოჩნდა სამზარეულოში.
აღნიშნული ბრენდისა და სხვა გერმანული მოდელის ქვაბების ნაკრები წარმოდგენილია ისურვეს გვერდზეც, სადაც შეგიძლიათ მისი შეძენა განვადებითაც.
მე პირადად, 10/10 შეფასებას ვაძლევ და რატომ ამას ბლოგის აღწერაში განვმარტავ.
პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთაა და ხარშვისა თუ წვის დროს, არ გამოყოფს მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს.
არ სჭირდება დიდი რაოდენობით ზეთი, რაც თავისთავად, საკვების სიჯანსაღეს უწყობს ხელს. ამასთან, არც საკვებს იკრავს და გარეცხვაც უფრო მარტივად, ზედმეტი ძალდატანების გარეშეა შესაძლებელი.
კომპლექტში სულ 8 სხვადასხვა სახის ტაფა-ქვაბია წარმოდგენილი.
- დიდი - 6 ლიტრიანი ქვაბი;
- საშუალო - 4,5 ლიტრიანი ქვაბი;
- პატარა - 3 ლიტრიანი ქვაბი;
- პატარა - 1,2 ლიტრიანი ქვაბი;
- ტაფა-ქვაბი - 3 ლიტრიანი 28სმ * 7,5;
- დიდი ტაფა-ქვაბი - 3 ლიტრიანი 32სმ * 7,8 ;
- ტაფა - 28სმ * 7 ;
- ორმაგი ტაფა - 32სმX24*7,5 .
მცირე სულიანი ოჯახისთვის, განსაკუთრებით მოსახერხებელი საშუალო - 4,5 ლიტრიანი ქვაბია, რადგან სრულიად საკმარისი რაოდენობის საკვები მზადდება. თუმცა, დღესასწაულებსა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნისას, კომპლექტის თითოეული ტაფა-ქვაბი ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ .
მასალა ბიო გრანიტისაა, რომელსაც ხუთფენიანი ძირი აქვს. თავსახური მინა-მეტალისაა, ხოლო სახელური - რბილი პლასტიკის, რაც ძალიან მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ ხელის დაწვის საფრთხეს თავიდან აგარიდებთ. გარდა ამისა, ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად ანაწილებს.
და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ხარისხიანსა და დახვეწილი დიზაინის ტაფა-ქვაბებში, ყოველთვის უფრო გემრიელი კერძი გამოგივათ.
ასე, რომ შეიქმენით განწყობა, შეიძინეთ სასურველი ნაკრები და აკეთეთ საყვარელი საქმე მეტი ენთუზიაზმით.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ პოსტი გერმანული ქვაბების ტოპ ხუთეულის შესახებ.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...