გაზქურები - შერჩევის კრიტერიმები და საუკეთესო მოდელები

თუ დღეს სამომხმარებლო ბაზარს  თვალს გადაავლებთ, აუცილებლად ნახავთ რამდენად მრავალფეროვანი არჩევანია აბსოლუტურად ყველაფერზე.

სასურველი დიზაინის, მოდელის, ბრენდის, მახასიათებლების მქონე გაზქურების ყიდვა დღეს იმაზე  ბევრად ადვილია, ვიდრე ეს წლების წინ იყოს შესაძლებელი. მართალია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის  სიმრავლემ შეიძლება ცოტა დაგაბნიოთ, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საუკეთესოს შერჩევის საშუალებას ბაზარი ყოველთვის გიტოვებთ.

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ ყველაზე გაყიდვადი გაზქურები , რომლებიც თქვენს სამზარეულო ინტერიერს  ნამდვილად დაამშვენებს. იქამდე კი, წარმოგიდგენთ მცირე რეკომენდაციებს.

რომელი გაზქურის ყიდვა სჯობს?

გაზქურის ყიდვისას, უნდა იხელმძღვანელოთ ქურების რაოდენობით,  ღუმელის არსებობითა და ტიპით, ზომებით,  წარმოებული მასალითა და  მთელი რიგი დამატებითი ფუნქციებით.

ამ ყველაფრის საფუძველზე კი გაზქურები იყოფა რამდენიმე ტიპად:

  • მაგიდის ან სტაციონარული;
  • კომპაქტური, საშუალო და დიდი ზომის;
  • გაზით, ელექტრო ღუმელით ან საერთოდ მის გარეშე;
  •  მინანქრის,  უჟანგავი ფოლადის ან  მინის ზედაპირით.

როგორც წესი, საყოფაცხოვრებო გაზქურებს აქვთ 4   ქურა, მაგრამ არსებობს მოდელები, რომელთაც მეტნაკლები რაოდენობა აქვთ. ორი წვის მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკა  უფრო აგარკებსა და პატარა სამზარეულოს მქონე ბინებში გამოიყენება. 5 ან მეტი ქურის  მქონე მოდელები  მრავალშვილიან ოჯახებში, საერთო საცხოვრებელ ბინებსა თუ პანსიონატებში.

Gorenje GN 5111

გაზქურის შემცირებული ზომების (50x60 სმ) მიუხედავად,  მისი მუშაობის ხარისხი  შეიძლება შევადაროთ პროფესიონალურ მოდელებს. მოდელი აღჭურვილია მძლავრი ღუმელით, რომლის მოცულობა 70 ლიტრია და შეუძლია +300 ° C- მდე  გათბობა.

ზედაპირი დამზადებულია მინანქრის ფოლადისაგან, რომელზეც განთავსებულია ტრადიციული ფორმის სანთურები. მათი სიმძლავრეა 1 კვტ,  3 კვტ და  1.9 კვტ.  ყველა ქურა და ღუმელი ირთვება ავტომატური ელექტრო სანთებლით.

როგორც Gorenje-ს ყველა ახალ მოდელში, აქაც  აღსანიშნავია გაზის გრილის ღუმელი, რომლის წყალობითაც ცხელი ჰაერის ცირკულაცია კამერის შიგნით უმჯობესდება და კერძებიც თანაბრად ცხვება. კომპლექტში შედის 2 უჯრა და მავთულის საკიდი.

უპირატესობები:

  • ღუმელში შესაძლებელია გაზის კონტროლი;
  • განათება;
  • გრილის არსებობა;
  • ავტომატური ანთება;
  • გამოსაწევი უჯრა.

ნაკლოვანებები:

  • ქურის კონტროლი არ არსებობს.

Beko FFSG62000W

სანდოობა, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკულობა - მოდელის მთავარი უპირატესობაა. საშუალო ზომის გაზქურებს შორის, ყველაზე ხელმისაწვდომი თურქული წარმოების  Beko გაზქურებია, რაც გამოწვეულია დამატებითი ფუნქციების (გრილი, კონვექცია, თერმოსტატი) არარსებობით.

თუმცა, ამის მიუხედავად,  თავის სეგმენტში ყველაზე დიდი ღუმელი აქვს,  რომლის მოცულობა 73 ლიტრია და  +300 ° C- მდე შეუძლია გაცხელება. ასეთი ფუნქციები  დამახასიათებელია  სწორედ ნახევრად პროფესიონალური აღჭურვილობისთვის.

გაზქურის ქურები ჩვეულებრივია.  მათი სიმძლავრეა 1, 2.9 და 2 კვტ. ღუმელს შეუძლია იმუშაოს როგორ მაგისტრალური  მილით, ისე - გაზის ბალონებზე. ეს კი ნიშნავს,  რომ გაზქურა შესაფერისია როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად,  ისე - საზაფხულო კოტეჯებისთვის.

უპირატესობები:

  • დიდი ღუმელი;
  • ღუმელში გაზის კონტროლის შესაძლებლობა;
  • მწარმოებლის 2 წლიანი გარანტია;
  • დაბალი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • დამატებითი ფუნქციების არარსებობა

მარტივად რომ ვთქვათ, ბეკოს  გაზქურები   ყველაზე უბრალო, მაგრამ საიმედო და ხელმისაწვდომი მოწყობილობაა . გარდა ამისა, განუთვნილია ნებისმიერი დასახლებისთვის, სადაც არ არსებობს თუნდაც მაგისტრალური გაზსადენი.

საუკეთესო კომბინირებული გაზქურები ელექტრო ღუმელით

Hotpoint-Ariston HT5GM4AF

შედარებით დაბალი ფასის მიუხედავად,  ეს Hotpoint  გაზქურა   ჩვენს რეიტინგში თავისი ფუნქციონალურობითა და საიმედოობის გამო მოხვდა. გაზქურას აქვს 4 კლასიკური ქურა და ელექტრო ღუმელი გრილითა და კონვექციით.

ტექნიკის ზომებია 50x60x85 სმ, თუმცა ღუმელი საკმაოდ დიდია (60 ლიტრი) და თავად პალატა აღჭურვილია თერმოსტატით. გარდა ამისა, კერძის მომზადებას მნიშვნელოვნად აადვილებს საათისა და ტაიმერის  არსებობა.

უპირატესობები:

  • ელექტრო გრილი;
  • კონვექცია;
  • საათი ტაიმერით;
  • სათავსო სამზარეულო ჭურჭლისთვის;
  • ქურების ელექტრო ანთება;
  • კომპაქტური ზომები.

ნაკლოვანებები:

  • გაზქურა უნდა გაიწმინდოს ხელით, რადგან ავტომატური თვითწმენდის ფუნქცია არ აქვს;
  • ღუმელის მაქსიმალური გაცხელება არ აღემატება +220 ° C- ს.

Hotpoint-Ariston გაზქურა  ხელმისაწვდომი და ეფექტური მოწყობილობაა, რომელიც აღჭურვილია ფუნქციონალური ელექტრო ღუმელით .   კომპაქტური ზომის წყალობით კი  პატარა სამზარეულოშიც  მშვენივრად ჯდება.

თუ უფრო კომპაქტურ მოდელებს ეძებთ და სივრცის დაზოგვა გსურთ, გაეცანით ჩვენს ბლოგს სამზარეულოს ელექტრო ქურის ზედაპირებზე. 

პოპულარული მოდელები