ფრეზი - შერჩევის კრიტერიუმები და მოდელების განხილვა
October 28, 2020საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური მოხმარების ფრეზები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ ღირებულებითა და ზომით, არამედ შესრულების ინდიკატორებითაც.
თუკი ფრეზის ყიდვას დააპირებთ, უნდა განსაზღვროთ იმ ამოცანების დიაპაზონი, რომელთა გადაჭრაც გსურთ ან ფიქრობთ . მაგალითად, მსუბუქი და კომპაქტური მოდელი ვერ უმკლავდება ხის დამუშავებას, მაგრამ იდეალურია მარტივი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.
ფრეზის მუშაობას განსაზღვრავს მისი ძრავის სიმძლავრე:
- ყველაზე მრავალფეროვანია ისეთი მოწყობილობები, რომლებიც აკმაყოფილებენ 750-დან 1500 ვტ-მდე მაჩვენებელს. რბილ ხესთან მუშაობისთვის საკმარისია ისეთი ფრეზი, რომელსაც არაუმეტეს 700 ვატიანი სიმძლავრე აქვს.
- პროფესიონალი ხელოსნები ძირითადად იყენებენ დიდი ზომის მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია 2000 ვტ-იანი ან მეტი ძრავით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მაჩვენებელი სახლის პირობებში გამოყენებისთვის გადაჭარბებულია.
- ზედაპირის დამუშავების სიზუსტეზე გავლენას ახდენს მოწყობილობის ბრუნვითი სიჩქარე. საყოფაცხოვრებო სამუშაოსთვის რეკომენდებულია 7000 rpm სიჩქარის მქონე ხელსაწყოს შეძენა, რომელიც არც დიდ ხმაურს იწვევს და შედარებით იაფიც ღირს.
AEG BOF18BL-0
აკუმულატორიანი ფრეზი საშუალებას გაძლევთ,იმუშაოთ ელექტრო ქსელის არარსებობის შემთხვევაშიც. 18 ვ-იან ბატარეას შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე დატვირთვასაც კი.
ძრავის დიზაინში მუდმივი მაგნიტის გამოყენების წყალობით, იზოგება ენერგია, რაც ზრდის ფრეზის პროდუქტიულობას და ზოგავს ბატარეის მუშაობას.
ბრუნვის სიჩქარე წუთში 25 000 აღწევს, ხოლო სამუშაო სიღრმე სწრაფად რეგულირდება საკეტის ბერკეტის გამოყენებით.
უპირატესობები:
- მაღალი დონის შესრულება;
- ავტონომიური მუშაობა;
- მცირე ზომები;
- სიჩქარის კონტროლის 7 სხვადასხვა დონე;
- სამუშაო ადგილის განათება.
ნაკლოვანებები:
- ბატარეა ცალკე იყიდება.
Hammer FRZ710 Premium
მოწყობილობაზე მოქმედებს რეგულირებადი სიჩქარის ფართო სპექტრი, რომლის ბრუნვის მაჩვენებელი 10 000-დან 30 000-მდეა. ძრავის სიმძლავრე 710 ვტ-ია.
უპირატესობები:
- სიჩქარის რეგულირება;
- აღჭურვილობის/დისკის სწრაფი შეცვლის შესაძლებლობა;
- მაღალი დონის შესრულება;
- მტვერსასრუტის შეერთების შესაძლებლობა.
ნაკლოვანებები:
- სავენტილაციო სისტემის არარსებობა.
Makita PJ7000
მოდელი აღჭურვილია ექვსაფეხურიანი საჭრელი რეგულატორით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ მასალის დამუშავების სიღრმე 0-დან 20 მილიმეტრამდე. მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტური ზომებისაა და მისი ტრანსპორტირებაც ძალიან მარტივია.
Makita ხის ფრეზის ძრავის სიმძლავრეა 710 W, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარეა - 11 000 rpm.
უპირატესობები:
- მსუბუქი წონა;
- დისკის სწრაფი შეცვლის შესაძლებლობა;
- მტვრის მოსაშორებელი სისტემა;
- ორმაგი იზოლაცია;
- მოსახერხებელი რეგულირება.
ნაკლოვანებები:
- თხელი, ადვილად ფუჭებადი დენის კაბელი.
პოპულარული მოდელები