ფოტო ეპილატორი - PHILIPS BRI950 00

არასასურველი სხეულის თმის მოშორების ტენდენცია საკმაოდ აქტუალურია დღესდღეობით. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, როგორიცაა ბრიტვით პარსვა, სპეციალური სახევი სტიკერები და ინოვაციური ფოტო ეპილატორი.

მომხარებელთა დიდი ნაწილი, თანამედროვეობაში, გადასულია IPL პროდუქტის გამოყენებაზე. ამ ტიპის მოწყობილობებში ყველაზე პოპულარულია Philips Lumea.

ის მოგცემთ სალონის ხარისხის შედეგებს სახლის პირობებში. ამ ბლოგში განვიხილავთ PHILIPS BRI950 00-ს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე.

ადრე ქალთა და მამაკაცთა უმრავლესობას ლაზერული ეპილაციისთვის სალონებსა და კლინიკებში უწევდათ სიარული.

სპეციალურ დაწესებულებაში სიარული არა მარტო ძვირი სიამოვნებაა, არამედ ეს ნიშნავს რამდენჯერმე სალონისა თუ კლინიკის მონახულებას.

სახლის პირობებში ამ მოწყობილობის გამოყენება გაცილებით მოსახერხებელია, რადგან დაზოგავთ, როგორც დროს, ისე ენერგიასა და ხარჯებს.

თუ გსურთ გაუმკვლავდეთ თქვენს პრობლემას, საჭიროა იყოთ თანმიმდევრული. ეს არის მსუბუქი მკურნალობის ტიპი, რომელიც ხელს უშლის თმის ზრდასა და იძლევა იმ შედეგებს, რასაც მომხმარებელი ეძებს.

Philips Lumea არის პოპულარული ტექნიკა, რადგან ის ძალიან კარგად მუშაობს და მრავალი თვისება აქვს, რომელსაც სხვა დანარჩენი არ იყენებს.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ უფრო ეფექტურ შედეგს, რომელსაც შეუძლია მასიურად შეამციროს თქვენი თმის ზრდა მინიმალური ტკივილის ხარჯზე და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მისი კონკურენტები.

მახასიათებლები და უპირატესობები

ამ მოდელს აქვს შესაძლებლობა იმუშავოს, როგორც უკაბელოდ ისე დენის წყაროსთან დაკავშირებით. თუმცა უკაბელო რეჟმი არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც კაბელით.

შედეგი არის ის, რომ უფრო მეტი დრო დასჭირდება სხეულის თითოეული ნაწილის გაკეთებას.

სავარაუდოდ, დროის სხვაობა გაორმაგებული იქნება. მკურნალობა, რომელსაც 30 წუთი სჭირდება, შეიძლება თითქმის ერთი საათი მოუნდეთ უკაბელო რეჟიმით.

მიუხედავად ყველა მახასიათებლისა, როგორიცაა პროდუქტის დიზაინი და ესთეტიკა, მთავარია, მაინც, შესრულება.

Lumea სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული და ათასობით პოზიტიური მიმოხილვა შეიძინა. როცა საქმე IPL თმის მოცილებას ეხება, Philips Lumea  ინდუსტრიის ლიდერია .

IPL თმის მოცილების შედეგების გასაზომად ყველაზე მარტივი გზაა Philips Lumea-ს სხვა მოდელებთან შედარება.

თქვენ ნახავთ, რომ ამ მოდელს მხოლოდ სამ პროცედურაში შეუძლია შეამციროს თმის ზრდა 92%-მდე. ეს თვალსაჩინო შედეგები ცხოვრებას გაგიადვილებთ.

Philips Lumea Prestige IPL პროდუქტიულად მუშაობს, რადგან იყენებს უმაღლესი ხარისხის ნათურებს.

ის კომბინირებულია უნიკალურ SmartSkin სენსორთან, მისი ოპტიმიზაციის მიზნით. 

Philips Lumea BRI956 / 00-ს არ დასჭირდება ნათურის გამოცვლა, რადგან ხარისხი და გამძლეობა 20 წლამდე გასტანს. 

პოპულარული მოდელები