De’Longhi ყავის აპარატები მექანიკური/ავტომატური კაპუჩინო სისტემით
December 14, 2020გემრიელი და არომატული ყავა დილის საუკეთესო დასაწყისია, რომლის მიღწევა ყავის აპარატების De’Longhi საშუალებით ძალიან მარტივად შეიძლება.
დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდის -De’Longhi ყავის აპარატები, რომლებიც განკუთვნილია როგორც სახლის პირობებში გამოყენებისთვის, ასევე - ოფისებისთვის.
De'Longhi Magnifica S ECAM 21.117
ავტომატური ყავის აპარატები კარგი სიმძლავრის მაჩვენებლით (1450 ვტ და 15 ბარიანი ტუმბო), რომელიც აღჭურვილია ხელით მოსამზადებელი კაპუჩინო სისტემით, რომლითაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით ყავისა და რძის სასმელების მომზადება. წყლის ავზის მოცულობა თითქმის ორი ლიტრია, რომელიც საკმარისია მრავალშვილიანი ოჯახისთვის ან მცირე სამუშაო ჯგუფისთვის.
ღილაკების საშუალებით, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს ყავის მომზადების პარამეტრები: როგორი სიძლიერის სურს და რამდენად ცხელი წყალი გამოიყენოს.
მოწყობილობაში ჩაშენებულია 250 გრ-იანი ყავის საფქვავი და ერთდროულად შეგიძლიათ ორი ჭიქა ყავაც მოამზადოთ. ამავე დროს, არსებობს წყლის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს როდის არის საჭირო მისი შევსება. წყლის კონტეინერი და წვეთოვანი უჯრა ადვილად გამოეყოფა კორპუსს, რომლის გარეცხვაც შეგიძლიათ.
ძირითადი მახასიათებლები:
- გამოყენებული ყავა - მარცვალი ან დაფქული;
- სიმძლავრე - 1.45 კვტ;
- მაქსიმალური წნევის მაჩვენებელი - 15 ბარია;
- მოცულობა - 1800 მლ;
- კორპუსი - პლასტმასი.
დადებითი:
- ყავის რაოდენობის რეგულირება;
- შესაძლებელია ერთ ჯერზე ორი ჭიქა ყავის მომზადება.
მინუსები:
- მარცვლის კონტეინერის სახურავი მცირე ზომისაა;
- დასუფთავებას ბევრი წყალი სჭირდება.
De’Longhi Nespresso Essenza Mini EN 85 AE
აღნიშნული მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს მაღალი ხარისხის ყავა, მაგრამ არ აქვს საშუალება ისეთი ავტომატური ყავის აპარატი იყიდოს, რომელიც მუშაობს დაფქვილ ან მარცვლოვან ყავაზე.
კაფსულებზე განთავსებული შტრიხკოდის გამო, მოწყობილობა დამოუკიდებლად განსაზღვრავს მომზადებისათვის საჭირო პარამეტრებს და სწრაფად ავსებს ჭიქას შერჩეული სასმელით.
წყლის ავზის მოცულობა 600 მლ-ია, ხოლო ცხელი წყლის რაოდენობა შეიძლება ხელითაც დარეგულირდეს. მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული რძის ქაფიანი ატრიბუტის გამოყენებით, შეგიძლიათ ხელით გააკეთოთ კაპუჩინო ან ლატე.
სასიამოვნოა, რომ მოწყობილობა აღჭურვილია ტაიმერით და შეუძლია ყავის მომზადება დანიშნულ დროს, თუმცა ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას ამზადებს.
მანქანა აღჭურვილია კონტეინერით, რომელშიც ინახება ექვსი კაფსულა. გამოყენებიდან სამი წუთის შემდეგ, ყავის აპარატი ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადის და ცხრა წუთის შემდეგ ის თვითონ ითიშება.
ძირითადი მახასიათებლები:
- გამოყენებული ყავა - კაფსულები;
- სიმძლავრე - 1.26 კვტ;
- მოცულობა - 600 მლ;
- კორპუსი - პლასტმასი.
დადებითი:
- მარტივი გამოყენება;
- შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი;
- არსებობს წყლის მაჩვენებელი;
- ავტომატური გამორთვა.
მინუსები:
- წყლის ავზის მცირე მოცულობა;
- ერთ ჯერზე ამზადებს მხოლოდ ერთ ჭიქა ყავას.
პოპულარული მოდელები