ჭურჭლის სარეცხი მანქანები უფრო და უფრო პოპულარული ხდება

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჭურჭლის სარეცხიც ქალმა გამოიგონა, ჟოზეფინ გონარმა და პატენტიც 1886 წელს მიიღო. საინტერესოა ყველა საოჯახო გენიალური გამოგონების უკან ქალი რომაა, თუმცა ეს მსჯელობის სხვა საკითხი იყოს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი ხილია და მისი ფასებიც არც თუ ისე დაბალი. უცხოეთში, კი ეს ისეთივე ჩვეულებრივი საოჯახი ნივთია, როგორც სარეცხის მანქანა.

სტუმრიანობის უსიამოვნებანი

ალბათ, ჩვენს ქვეყანაშიც დადგება ის დღე როცა ყველა ოჯახში იქნება ეს საჭირო გამოგონება და ცხიმიანი ტაფებისა და ქვაბების სირმით ხეხვისგან არც ქალებს გადაექლიშებათ ხელები და არც კაცებს. არც ბევრი სტუმრის მოსვლასა და ჭიქებისა თუ თეფშების რეცხვის წარმოდგენა გაგვიხეთქავს გულს.

ვაღიაროთ, სახლში სტუმრიანობა ძირითადად იმიტომ არ გვიხარია, რომ მათი წასვლის შემდეგ გასარეცხი ჭურჭლის მთელი ზვინი დგება. დაკვირვებიხართ 3 კაციც ისევე სვრის დასარეცხს, თითქოს სამმა კი არა 10-მა კაცმა მიირთვა საჭმელიო?!

როცა ეს საოცრება გაქვს სახლში უკვე, მშვიდად ხარ შეგიძლია სტუმრების გამასპინძლებასთან ერთად პარარელურ რეჟიმში უკვე დასვრილი ჭურჭელი გარეცხო. მოკალათდები შენთვის წყანარად მეგობრებთან და ჭიქები თავისით დაირეცხება. აბა ამ ნეტარებას რა ჯობია?

ერთხელ ვიღაცისგან მოვისმინე მაგ მანქანაში დარეცხილ ქვაბებს ვერ ვენდობი ერთს მაინც გადავუსვამ ხოლმეო. ჰო, სიახლის მიღება მაინც გვიჭირს, ჯობია გაქონილი სირმით ეჯაჯგურო ქვაბს, ვიდრე მანქანის დარეცხილს ენდო. შენ უფრო კარგად ხვდები რა არის სუფთა და რა არა...

სხვათაშორის, ისურვეზე ჭურჭლის სარეცხი მანქანები ფასდაკლებით და განვადებით იყიდება .

დისკომფორტს ზოგს ისიც უქმნის ჭიქების ჩასალაგებელში, მაგალითად, კოვზს თუ ვერ ჩადებს. რა ჯობია ყველაფრის ერთად ჩაყრას! ახლა, იმაში ვკარგო დრო ყველაფერი თავ-თავის ადგილას დავალაგო. ეს ხუმრობით, თუ ვერ მიხვდით.

სარეცხი მანქანისგან განსხვავებით ჭურჭლის სარეცხი შედარებით მოკრძალებული ზომის და ფორმისაა. (თუმცა არისტონის ზოგიერთ მოდელზე ამას ვერ ვიტყვით). დიდად არც აწუხებს ადამიანს. გუგუნებს თავისთვის და რეცხავს ჩვენს ნაჭამს. მგონი, მისი სარეცხი საშუალება შედარებით ძვირიც ღირს ჩვეულებრივ ჟელესთან შედარებით.

აი, მის მოვლას რაც შეეხება ფრთხილად უნდა იყო, რომ ძვლებიანად და ხელსახოცებიანად არ ჩააპირქვავო ჭურჭელი მანქანაში, თორემ როცა გაიჭედება ნაგავი მერე შენ ზარმაც თავზე უფრო მოგეშლება ნერვები.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

პოპულარული მოდელები