ბურღის (დრელის) როლი მშენებლობაში

21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ ეპოქაში, დაიხვეწა და განვითარდა სხვადასხვა დარგობრივი სფერო, მათ შორის - სამშენებლო სექტორიც.

მსოფლიო მეგაპოლისების უმეტესობა, თავის ხიბლს სწორედ მაღალსართულიანი შენობებით იძენს, რომელთა მათგანი, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული არქიტექტურითაც გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ არც უძველესი ისტორიული ნაგებობები ჩამოუვარდება თანამედროვე სტილის არქიტექტურას, მათ შორის ერთი დიდი განსხვავება მაინც მოინახება. ეს არის - სამშენებლო იარაღები. დროთა სვლამ, განვითარებამ და საჭიროებების წარმოშობამ, ქვის იარაღები თანდათან დახვეწა და რკინით ჩაანაცვლა.

მშენებლობა ის დარგია, რომელთანაც ყოველდღიური შეხება თითოეულ ადამიანს აქვს და რაც უფრო გათვიცნობიერებულია პიროვნება ამ საკითხში, მით მეტადაა იმის ალბათობა, რომ სრულყოფილად ერკვეოდეს სამშენებლო ინსტრუმენტების ცოდნასა და გამოყენებაში.

და რა არის დღევანდელი, თანამედროვე ტიპის მშენებლობა ელექტრო ბურღის (დრელის) გარეშე ? ფაქტობრივად, არც არაფერი.

იმისათვის, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, სახლში მცირე ზომის სამშენებლო იარაღები გვქონდეს, სულ არ არის საჭირო, მაინცდამაინც, სამშენებლო სექტორში ვმუშაობდეთ.

ბურღებისა და სხვადასხვა იარაღების ფართო არჩევანს ჩვენი საიტიც შემოგთავაზებთ, სადაც ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

არჩევანის საშუალების გამარტივებისათვის, მცირე ექსკურსი ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ელექტრო ბურღი.

ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნივთის შეძენისას, ამ შემთხვევაშიც ბაზარი ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობს.

პირველ რიგში, ჩამოაყალიბეთ რისთვის გჭირდებათ ელექტრო ბურღი: კედლის თუ ხის გასახვრეტად ? ჭანჭიკების მოსაჭერად? ტექნიკის სარემონტო სამუშაოებისთვის? თუ უბრალოდ სახლისთვის გსურთ მათი შეძენა? სტანდარტული დრელების გარდა, ბაზარზე წარმოდგენილია ასევე „დარტმითი დრელი“, რომელიც უფრო მძლავრია.

ყიდვის შემთხვევაში კი აუცილებლად გაითვალისწინეთ ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: LED განათება, გვერდზე ხელის მოკიდების ფუნქცია, სიჩქარის მარეგულირებელი და სიღრმის მარეგულირებელი.

უშუალოდ ბურღების მახასიათებლებლებზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად ბრენდად Bosch და Dewalt რჩება, რომელიც ჩვენ საიტზეცაა განთავსებული და მათი ფასი 70-დან 300 ლარამდე მერყეობს.

თუმცა, აქვე წარმოდგენილია Crown, Makita, Total, Yato, Baltika-ს ბრენდებიც , რომლებიც ასევე განსაკუთრებლი მოთხოვნით სარგებლობს. ბურღები (დრელები) განირჩევა როგორც სიმძლავრის, ისე ფუნქციებისა და ბრენდის მიხედვით.

ყიდვისას დააკვირდით როგორია მისი დარტყმითი/არდარტყმითი სიმძლავრე, რევერსულია თუ არა, როგორი აქვს სიჩქარის მარეგულირებელი და ა.შ. მოთხოვნის მიხედვით, Bosch-სა და Dewalt-ის შემდეგ, Crown-ის ფირმა ერთ-ერთი წამყვანია, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება საიტიდანაც და მომხმარებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც მაღალი აქვს 10/8.

ქართულ ონლაინ სივრცეში Crown-ის ფირმის მთავარი გამყიდველი ჩვენი ინტერნეტ მაღაზიაა. ამდენად , მნიშვნელოვანად მიგვაჩნია თვალი ვადევნოთ ამ ბრენდის განვითარებას და რა თქმა უნდა, დადებითი გამოხმაურებას, რომელიც ჩვენი მომხმარებლების სანდოობის ძირითადი გარანტიაა.

Crown-ი ქარხნებს მსოფლიოს 4 ქვეყანაში ფლობს და პროდუქციას 40-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. საერთო ჯამში, ყოველწლიურად, დაახლოებით 4 მილიონ ერთეულზე მეტ ელექტრო ხელსაწყოს აწარმოებს და ამდენად, ფასისა და ხარისხის კომბინაციის წყალობით, ჰყავთ როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიული სეგმენტი.

იმ შემთხვევაში თუკი გადაწყვეტილი გაქვთ ბურღის შეძენა, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს, სადაც პროდუქცია ფასის მიხედვითაა დალაგებული , რაც არჩევანის შესაძლებლობას მეტად გაგიმარტივებთ.

პოპულარული მოდელები