ბრიტანული ნაძვის ხის საუკეთესო ხუთეული

ბრიტანელებს უყვართ ნამდვილი ნაძვის ხის იდეა, მაგრამ არავის სურს ამის გამო ტყის განადგურება.

ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა არ ნიშნავს კომპრომისზე წასვლას. ის პრაქტიკული გამოსავალია ბიუჯეტისა და გარემოზე ზრუნვისთვის.

ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხე შეიძლება გაგყვეთ წლების განმავლობაში, ასე რომ მისი შეძენა უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ყოველ წელს ახალი ბუნებრივი ნაძვის ხის.

საახალწლო ნაძვის ხეების დიდი არჩევანია ბაზარზე, ამიტომ შევარჩიეთ 5 საუკეთესო ბრიტანული მოდელი, რათა უკეთ გაერკვეთ.

The White Company-ს ნაძვის ხე

ეს კომპანია აწარმოებს ნაძვის  ყველაზე ბუნებრივი მწვანე ფერის ჩრდილისა და რეალისტურ იერსახეს.

რაც ამ ხეს განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ტოტების უმეტესობა ხელით არის შექმნილი.

ის აღჭურვილია სადგამით, ასე რომ სწრაფი და მარტივია მისი, როგორც დამონტაჟება, ისე დაშლა და შენახვა დღესასწაულის დასრულების შემდეგ.

White Stores-ის ნობილისის ნაძვის ხე

ეს ხე წარმოუდგენლად რეალისტურად გამოიყურება მისი მაქსიმალურად  სადა და მარტივის დიზაინის ხარჯზე.

მას გააჩნია დასაკეცი ლითონის კონსტრუქცია და შეიძლება განთავსდეს შენობაში ან გარეთ.

კომპანიამ, ასევე, გაგვიზიარა დეკორაციის ნორმები ხის ზომის მიხედვით. მაგალითად, 122 სანტიმეტრი სიგრძის ხეს დასჭირდება, საშუალოდ 90 სათამაშო და დეკორაცია.

Selfridges-ის გლენვუდის ნაძვის ხე

ეს ძვირადღირებული 228 სმ-იანი ხე წინასწარ არის მომზადებული საკუთარი განათებით, ასე რომ ამაზე დრო არ დაგეხარჯებათ.

მეტი პრაქტიკულობისთვის კონსტრუქცია სამ ნაწილად იშლება და საკმაო ხანს გაუძლებს სადღესასწაულო დღეებს.

Balsam Hill-ის ნორდმენის ნაძვის ხე

ევროპაში ნაძვის ხის ყველაზე პოპულარულ სახეობად ცნობილი ნორდმანის ხელოვნური ხე ცნობილია თავისი ულამაზესი ფორმითა და ბუნებრივი მწვანე ფერით.

ამ ხელოვნურ ვერსიას აქვს ბევრი, პრიალა წიწვი, რომელიც დამზადებულია ცოცხალი ხის ფორმებისგან და აქვს წინასწარ დამონტაჟებული განათება.

თუ ბიუჯეტის საკითხი თქვენთვის პრობლემა არ არის, მაშინ გირჩევთ, რომ შეიძინოთ ნაძვის ხის ეს 213 სანტიმეტრიანი მოდელი, რომელსაც 10 წლიანი გარანტია აქვს.

Hayes Garden World Frasier-ის გრანდ ნაძვის ხე

ეს ხე შეიქმნა ისე, რომ ყოფილიყო ავთენტური ხელოვნური ხისა. არა მხოლოდ მისი ტოტებია დამზადებული, როგორც ბუნებრივი, არამედ მთლიანად ხე გამოიყურება ასე.

მას, ასევე, აქვს ფორმის  მეხსიერების ტექნოლოგია, რაც ნიშნავს რომ თქვენ აღარ მოგიწევთ შემდეგი წლისთვის დროის დახარჯვა იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდეს.

პოპულარული მოდელები