Bestway 57273 გასაბერი აუზის ოფიციალური მიმოხილვები და რეკომენდაციები მწარმოებლებისგან
April 03, 2019მას შემდეგ, რაც ყველა ტიპის აუზის ზოგადი მიმოხილვა და კონკრეტული რჩევები მათი ყიდვის მსურველთათვის ჩვენს ბლოგზე ძალიან დეტალურად წარმოგიდგინეთ, გადავდივართ საერთაშორისო მიმოხილვებზე, რაც ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის.
დღეს თქვენს ყურადღებას ბესტვეის კონკრეტულ მოდელ 57273-ზე შევაჩერებთ, რომელიც ფასიდან და ზომებიდან გამომდინარე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად აუზად ითვლება.
მიმოხილვები აღებულია წამყვანი საერთაშორისო მაღაზიებიდან და ბრენდის ოფიციალური ვებ-საიტიდან, ჩვენ უბრალოდ მათ თარგმანს გთავაზობთ, რომელიც ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია.
გაითვალისწინეთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში სასურველი გასაბერი აუზები იაფად ისურვეზე გაიყიდება და დაბალი ფასის გარანტია ჩვენთვის ძალიან საამაყო რამ გახლავთ.
Bestway-ის Fast Set სერიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, 57273 თქვენთვის საუკეთესო პირველ ნახევრად პროფესიონალურ აუზად შეიძლება იქცეს, რომლის დადგმაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, საკმარისად დიდია გასართობად და საკმარისად პატარა - ადვილად მოსავლელად.
ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრთან ერთად (გააჩნია კომპლექტაციას) ან დამატებით შეიძინოთ წყლის სპეციალური გამათბობელიც, რომელსაც ასევე ბესტვეი აწარმოებს და რომელიც ახანგრძლივებს დღიურ გამოყენების პერიოდს, შეგიძლიათ ისარგებლოთ რა დილით ან გვიან ღამე და ა.შ.
აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებსაც , გასაბერი აუზების შესახებ, ან უბრალოდ დაგვირეკოთ და მზად ვართ ყველა მათგანს ამომწურავად ვუპასუხოთ.
ის შესაძლებელია დაიდგას ნებისმიერ მყარ ზედაპირზე, რაიმე ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.
- გარე დიამეტრი: 366 სმ
- შიდა დიამეტრი: 305 სმ
- სიმაღლე: 76 სმ
- წყლის რეკომენდირებული სიღრმე: 61 სმ
- მთლიანი ტევადობა (80%-ზე): 5377 ლიტრი
საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება მისი ენერგო-ეფექტური მზის სისტემაზე მომუშავე გამათბობელიც, თუ არადა სტანდარტული 3 კილოვატიანი მოდელით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
თუ მზის პანელების გამოწერას გადაწყვეტთ (აუზების გამოწერასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგ პოსტი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე), გაითვალისწინეთ, რომ იდეალური შედეგისთვის 3 პანელია რეკომენდირებული.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფილტრი აუზიდან მინიმუმ 2 მეტრის მოშორებით უნდა დაიდგას, ხოლო როცა აუზში იმყოფებით, სასურველია ფილტრაციის რეჟიმი გამორთოთ.
შეეცადეთ განსაკუთრებულად არ დააწვეთ აუზის კიდეებს, არ დაჯდეთ მათზე და მოერიდოთ სხვა მსგავს ქმედებებს.
ნებისმიერი ელექტრო აპარატურა, რომელიც აუზებს მოყვება, დაცულია 1 წლიანი გარანტიით.
პოპულარული მოდელები