ავტომატური რეცხვა, დროისა და ძალისხმევის დაზოგვის საუეთესო საშუალება
June 08, 2021როგორც იცით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნილია ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის ავტომატური რეცხვისთვის. გარდა იმისა, რომ ხელები მუდმივად წყალში აღარ გექნებათ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო ეფექტურად და ჰიგიენურად გაასუფთავებს ჭურჭელს. მისი გამოყენებით, დაზოგავთ თქვენს დროსა და ძალისხმებას.
დიდი ოჯახებისთვის ან ოფისისთვის, როცა დღის მანძილზე უამრავი ნივთის გამოყენება ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სავალდებულოა.
თუმცა, მწარმოებლებს არც მცირერიცხოვანი ოჯახების ინტერესები დავიწყებიათ და მათთვის შექმნეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ორმაგ უჯრიანი მოდელი, რომელიც მცირე რაოდენობის ჭურჭლის გასარეცხად გამოიყენება.
შეიძლება, ძნელად დადაჯერებელია, მაგრამ თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები რეალურად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჭურჭლის ხელით რეცხვა.
როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ხელით რეცხვის დროს, წყლის გასათბობად დამატებითი ენერგიაა საჭირო, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს კი შიგნით აქვთ გამათბობლები და გაცილებით ეფექტურად ათბობენ წყალს. ჩვეულებრივ, 45-დან 75 გრადუსამდე ტემპერატურაზე ხდება ჭურჭლის რეცხვა სარეცხ მანქანაში, თუმცა, დელიკატური ნივთებისთვის უფრო დაბალი ტემპერატურის შერჩევა უნდა მოხდეს.
უშუალოდ რეცხვის პროცესს წინ უძღვის ჭურჭლის წინასწარი გამორეცხვა ნარჩენებისგან. ამას მოსდევს მთავარი რეცხვა, სუფთა წყლითა და სარეცხი საშუალებით. რეცხვის შემდეგ, როდესაც წყალი დაიწურება, იწყება უფრო მეტი ცხელი წყლის მიწოდება და გავლების ციკლი. დასრულების შემდეგ, წყალი კვლავ დაიწრიტება და ჭურჭელი იწყებს შრობას რამდენიმე მეთოდით.
აგრეთვე, როგორც აღმოჩნდა, ჭურჭლის სარეცხი მანქანები რეცხვის პროცესში, გაცილებით ნაკლებ წყალს მოიხმარენ, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ ნიჟარაში რეცხვის დროს.
საშუალო სტატისტიკით, ჭურჭლით სავსე ნიჟარის გასარეცხად 100-110 ლიტრი წყალია საჭირო, ხოლო თანამედროვე ჭურჭლის სარეცხის მანქანები, თურმე, 10-11 ლიტრი წლის გამოყენებით აღწევენ იგივე შედეგს.
რეკომედაციებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ხელით რეცხვას უპირატესობა ენიჭება ჭურჭლის სარეცხით რეცხვასთან შედარებით . მაგალითად, ისეთი ნივთები, რომლებიც ხის ან/და თუჯისაა, საჭიროებენ შედარებით მსუბუქ წმენდას და მათი ჭურჭლის სარეცხი მანქანით რეცხვა რეკომენდირებული არაა.
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანების უპირატესობები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები