არის თუ არა უსაფრთხო უჟანგავი ფოლადის ქვაბები?
September 11, 2019როდესაც წარმოვიდგენთ პროფესიონალურ სამზარეულოს, თვალწინ გვიდგას პრიალა, უჟანგავი ქვაბები. მაგრამ არის კი, უჟანგავი ფოლადის ქვაბები უსაფრთხო? მე ვეცდები ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
ტოქსიკები გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე და დემენცია. დიასახლისები სულ უფრო ფრთხილად ეკიდებიან სამზარეულოსთან დაკავშირებულ ქიმიკატებს. შესაბამისად უპირატესობას ანიჭებენ ორგანულ საკვებს და უფრო უსაფრთხო საწმენდ საშუალებებს.
და რაც შეეხება ქვაბებს...
კითხვაზე - არის თუ არა უჟანგავი მეტალის ქვაბები უსაფრთხო, პასუხს გაგცემთ - დიდწილად კი ! მაგრამ ამასთანავე, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უჟანგავი ფოლადის ქვაბებს სხვადასხვა ბრენდი განსხვავებულად ამზადებს.
სხვადასხვა მეთოდით მიიღება უჟანგავი ფოლადი. უჟანგავი ფოლადი მრავალი ელემენტის შემცველი შენადნობია. მათ შორის შეიცავს ქრომს და ნიკელს.
ჯანმრთელი ადამიანის სხეულს ჭირდება მცირე რაოდენობის ქრომი, რომელსაც ის იღებს ჟანსაღი კვებიდან. ორგანიზმი არ საჭიროებს ნიკელს და მისი ზედმეტი დოზით მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მეტალით მოწამვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ უჟანგავი ფოლადის ქვაბებში, ვოკში თუ ტაფებში შემავალ ნიკელზე, ეს შენადნობი არის საკმაოდ მყარი და გამძლე - განსხვავებით ეკოლოგიურად სუფთა კერამიკის ქვაბებისგან.
ისურვეს ჭურჭლის მაღაზიაში განთავსებული ქვაბები არის ცეცხლგამძლე და ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც კი არ გამოყოფს მომწამლავ ნივთიერებას, განსხვავებით ისეთი ჭურჭლისგან, რომელის ზედაპირიც არ იწვავს. ისინი მაღალ გრადუსზე გამოყოფენ TEFLOS და PTFE, რაც ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.
რისკი მინიმალურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცუდი ხარისხის უჟანგავმა ფოლადის ჭურჭელმა შეიძლება მცირე რაოდენობით ნიკელის საჭმელში გაჟონვა გამოიწვიოს.
უჟანგავი ფოლადის უსაფრთხოებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას:
- ხარისხი - მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის ქვაბებს უფრო უსაფრთხო ნედლეულისგან ამზადებენ, ვიდრე დაბალი ხარისხის მის ალტერნატივას.
- მოვლა - უნდა გამოიყენოთ ისეთი სამზარეულოს ნივთები, რომელიც არ დაკაწრავს უჟანგავი ფოლადის ქვაბების ზედაპირს. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ფრთხილად.
როგორ განვასხვავოთ ხარისხი
როგორ განვასხვავოთ ჩვეულებრივმა მომხმარებელმა მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის ქვაბები დაბალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის ქვაბებისგან? რას ნიშნავს რიცხვები ქვაბების აღწერილობში (18/8, 18/16 და ა.შ) პირველი რიცხვი წარმოადგენს პროდუქტში შემავალ ქრომის რაოდენობას, ხოლო მეორე რიცხვი - ნიკელის რაოდენობას.
ენ ეს ეფ ინტერნეიშენალის( N S F international )თანახმად, უჟანგავი ფოლადის შემდგომი კლასები არის უსაფრთხო საკვების მოსამზადებლად.
- სერია 200 - წარმოების ხარჯების შესამცირებლად,ზოგიერთი მწარმოებელი ნიკელს მაგნიუმით ანაცვლებს, ასეთი შენადნობისგან დამზადებული ჭურჭელი მართლა იაფია და უსაფრთხო შენადნობების სიაში შედის, მაგრამ მაინც სასურველია თავიდან ავიცილოთ მსგავსი ჭურჭლის შეძენა, რადგან ეს ზედაპირი უფრო ადვილად ზიანდება.
- სერია 300 -
- 304 ჯგუფის უჟანგავი ფოლადი. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალა. ეს მაგნიტური შენადნობი მეტად ბზინავს, რაც მის შემადგენლობაში ქრომის და ნიკელის მეტი დოზით არის გამოწვეული.სერია 200-სგან განსხვავებით ამ სერიის ქვაბები და სხვა ჭურჭელი ნაკლებად იჟანგება, ახასიათებს გამძლეობა.
- ამ ჯგუფის უჯანგავი ფოლადი მაღალი კლასის მასალას მიეკუთვნება, რადგან ძალიან გამძლეა დაჟანგვის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მარილთან მოდის რეაქციაში. გამოიყენება სამედიცინო ინსტრუმენტების დასამზადებლად, მისგან დამზადებული ჭურჭელი არც ისე ბევრია, მაღალი ფასის გამო.
- სერია 400 - ამ სერიას უნაკლოს უწოდებენ. თუმცა შეიძლება ასეთი მასალა 0.75 ნიკელს მაინც შეიცავდეს. ასეთი დაბალი ნიკელის შემცველობის გამო, ადვილად იჟანგება და მალე კარგავს ბზინვარებას.
აქ მოცემული ინფორმაციით თქვენ შეძლებთ აარჩიოთ ყველაზე უსაფრთხო, საუკეთესო ხარისხის ქვაბები , რომელიც ხარისხთან ერთად ძალიან ესთეტიურად გამოიყურება და თქვენს სამზარეულოს პროფესიონალურ იერსახეს აძლევს.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები