არ დაკარგოთ თქვენი ციფრული მოგონებები! ფოტოაპარატები დამწყებთათვის
September 13, 2019საუკეთესო და დამწყებთათვის როგორც წესი, ოქსიმორონია - ეს მხატვრული შეფასება განსაკუთრებით ჭეშმარიტია, როდესაც ვგულისხმობთ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, როგორიცაა ფოტოაპარატი.
არც თუ ისე კარგი იქნება თუ ეს სრულიად აღჭურვილი ნივთი მოხვდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელმაც არ იცის მისი გამოყენება. როდესაც ვეხებით ფოტოგრაფიას, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ წინ უამრავი სირთულე გველოდება.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განახლებაზე უარი უნდა განვაცხადოთ - უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა გადავინაცვლოთ DSLR ტერიტორიაზე.
ა ლბათ, ყველას სიამოვნებას გვანიჭებს მობილური ტელეფონით სურათების გადაღება და რასაკვირველია, გვსურს უკეთესი ხარისხი. თანდათან ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ დაფიქსირება და გადაღება აღარ არის საკმარისი.
შესაძლოა, გაქვთ სურვილი, რომ მართოთ ყველა დეტალი, როგორიცაა ექსპოზიცია და სფეროს სიღრმე. რაც არ უნდა იყოს DSLR-ზე (სარკისებრზე) ან მაღალი ხარისხის კომპაქტურზე გადანაცვლების მიზეზი, თქვენთვის იდეალურად მორგებული ფოტოაპარატი ყოველთვის გელოდებათ !
ამ სტატიის მიზანია, რომ მოგცეთ საუკეთესო რჩევები და გავითვალისწინოთ ის დეტალები, რომლებიც დაგვჭირდება ფოტოაპარატის არჩევისას.
არის თუ არა DSLR თქვენთვის იდეალური?
სარკისებრი ფოტოაპარატი შესაძლოა იყოს ოქროს სტანდარტი, როგორც მოყვარულთათვის, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფთათვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ კომპაქტურსა და DSLR ფოტოაპარატებს შორის არჩევისას?
დადებითი მხარეები:
- უსასრულო შესაძლებლობები - თუ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ბოლომდე უძღვნის თავს საკუთარ ჰობის, მაშინ შესაძლოა, ფოტოგრაფიაც შემატოთ, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გააკეთოთ ყველაფერი.
- ობიექტივი - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სურათის ხარისხისათვის.
- მოხერხებულობა - DSLR-ის ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა ობიექტივის ურთიერთშენაცვლებადობა.
- გადაყიდვის ღირებულება - თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ფოტოგრაფია აღარ გიზიდავთ, თქვენი გამოყენებული DSLR ფოტოაპარატის გაყიდვასთან არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.
უარყოფითი მხარეები:
- ღირებულება - DSLR არ არის იაფასიანი. თუ იყიდით მთლიან კომპლექტს, ასევე უნდა შეიძინოთ მინუმუმ ერთი ობიექტივი.
- წონა - ეს -ციფრული მოგონება- ზედმეტად მძიმეა!
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები