60 სმ-იანი დამოუკიდებელი ტიპის ჭურჭლის სარეცხი
February 09, 2021ჭურჭლის სარეცხი მანქანა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი პროდუქტიული მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ეფექტურად და ფრთხილად გარეცხოთ მრავალფეროვანი სამზარეულო ჭურჭელი.
ტექნიკის წყალობით, მფლობელებს შეუძლია დაზოგოს დრო და რეცხვის პარალელურად, დაკავდეს სხვა საქმიანობითაც. გარდა ამისა, აღნიშნული სამზარეულო ტექნიკა მნიშვნელოვნად დაზოგავს წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებას.
რომელი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვა სჯობს?
მოწყობილობების შერჩევისას, სასურველია ისეთი ძირითადი მახასიათებლის გათვალისწინება, როგორიცაა:
- წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება - რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო ეკონომიური იქნება მოწყობილობა;
- ჭურჭლის კომპლექტების რაოდენობა , რომელსაც მოწყობილობა ამუშავებს ერთ ციკლში - როგორც წესი, სრულმასშტაბიანი მანქანები ერთდროულად რეცხავენ 10-დან 15 ნაკრებ ჭურჭელს;
- გაშრობის ტიპი - კონდენსაცია (როდესაც წყალი ჩაედინება საცავში) ან უფრო თანამედროვე და მოსახერხებელია ტურბო გაშრობა (ცხელი ჰაერით დამუშავება);
- მრავალსაფეხურიანი უსაფრთხოების სისტემა , მათ შორის: დაცვა გაჟონვისგან, ძაბვის ტალღებისგან, მოწყობილობის მუშაობის დროს ღილაკების შემთხვევითი დაჭერისგან და ა.შ.
- დამატებითი ფუნქციონირება - დაგვიანებული ტაიმერი, სხვადასხვა სარეცხი საშუალებების მოხმარება და ა.შ.
Bosch SMS24AW01R
გერმანული მწარმოებლის მოსახერხებელი და ძალიან ფუნქციონალური მოდელი გამოირჩევა რეცხვის შესანიშნავი ხარისხით, მარტივი და ინტუიციური მუშაობით, ასევე გამოყენების სიმარტივითა და სრულად რეგულირებადი თაროებითა თუ კალათებით.
ერთ ციკლში შეუძლია საფუძვლიანად გაირეცხოს 12 ნაკრები ჭურჭელი, რაც იდეალურია მრავალშვილიან ოჯახებისთვის, ხოლო მანქანა ადვილად უმკლავდება რთულ ჭუჭყსაც კი.
გათვალისწინებულია სენსორი, რომელიც დატვირთული ჭურჭლის საფუძველზე, ავტომატურად ამცირებს წყლის და ელექტროენერგიის რაოდენობას. მწარმოებელი გირჩევთ, რომ თითოეული პროდუქტი მოათავსოთ მისთვის მკაცრად გამიზნულ ადგილზე.
ელექტრონული პანელი განთავსებულია მოწყობილობის კარზე, რომელიც ასახავს სარეცხის ციკლის დასრულებამდე დარჩენილ დროს.
მახასიათებლები:
- ტევადობა - 12 ნაკრები;
- წყლის მოხმარება - 11.7 ლ;
- ენერგიის მოხმარება ერთ ციკლზე - 1.05 კვტ/სთ;
- პროგრამების/ტემპერატურის რეჟიმების რაოდენობა - 4/2;
- დამატებით ფუნქციები - კონდენსაციის გაშრობა, დატვირთვის სენსორი.
დადებითი:
- დიდი მოცულობა;
- მარტივი მართვა;
- მაღალი ხარისხით რეცხვა.
მინუსები:
- თხელი მეტალის კორპუსი;
- გაფუჭების შემთხვევაში, შეკეთება დიდ თანხებს მოითხოვს.
Electrolux ESF 9552 LOW
საუკეთესო ფასისა და სრული ზომის ჭურჭლის მანქანა Electrolux - სგან. მოწყობილობა აღჭურვილია ჭურჭლის 2 კალათით და მცირე ზომის დანა-ჩანგლის სათავსოთი. თეფშების დამჭერები დასაკეცია, რაც ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ ქვაბების, ტაფების და სხვა დიდი ჭურჭლის გარეცხვა გჭირდებათ.
კარზე განლაგებული ინფორმაციული დიდი პანელი აჩვენებს როგორც არჩეულ პროგრამას, ასევე - მისი მოქმედების დასრულებამდე დარჩენილ დროსაც.
6 ავტომატური პროგრამა საკმარისია მოწყობილობის ყოველდღიური გამოყენებისათვის და ყველა სახის ჭურჭლის გასარეცხად. არსებობს დატვირთვის სენსორი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს წყლისა და ელექტროენერგიის რაოდენობას.
მანქანას ხმაურის დაბალი დონე აქვს და სრულადაა დაცული გაჟონვისგან. სასიამოვნო ბონუსის - XtraDry ვარიანტის წყალობით კი, ჭურჭლის სარეცხი ავტომატურად ხსნის კარს ციკლის დასრულებისას, რათა ჭურჭელი უფრო ეფექტურად გამოშრეს.
მახასიათებლები:
- ტევადობა - 13 ნაკრები;
- წყლის მოხმარება - 11 ლ;
- ენერგიის მოხმარება ერთ ციკლზე - 1.03 კვტ / სთ;
- პროგრამების/ტემპერატურის რეჟიმების რაოდენობა - 6/4;
- დამატები ფუნქციები - კონდენსაციის საშრობი, მინის დამჭერი.
დადებითი:
- ეკონომიური;
- კარგად რეცხავს.
მინუსები:
- ზოგჯერ მინაზე ლაქები რჩება.
პოპულარული მოდელები