5 რჩევა მაცივრის შერჩევისას
September 07, 2022მაციავრი, ყველა სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი ტექნიკაა. მისი გამოყენება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სეზონზე ხდება.
ბაზარზე წარმოდგენილი მაცივართა მოდელები , ხშირად აბნევს მომხმარებელს და ვერ ხვდება რომელი მოდელი შეიძინოს, რაც ბუნებრივია, თუ ტექნიკის მრავალფეროვნებას გავითვალსიწინებთ.
როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
- აუცილებლად დაფიქრდით, რა ზომის, მოცულობისა და ფერის მაცივარი გჭირდებათ;
- ყურადღება მიაქციეთ რამდენ კამერიანი უნდა იყოს ის;
- არ გამოგრჩეთ ენერგოეფექტურობა - რაც უფრო მაღალია ის (მაგ. A ან A+), მით უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს;
- ფასი - უნდა იპოვოთ სწორედ ენერგო ეფექტურობას, მოდელის სიახლესა და პარამეტრებს შორის საუკეთესო კომბინაცია;
- განვადების პირობები - მინიმალური გაძვირება და მაქსიმალურად თქვენზე ორიენტირებული პირობები, უაღრესად სასურველია მოახერხოთ მისი გაკეთება ონლაინ.
LG LRFVS3006S:
Craft Ice ტექნოლოგიის გამოყენებით, ამ მაცივარს შეუძლია ვისკის მსმელებისთვის ნაცნობი მრგვალი ყინულის წარმოება , რომელიც ჩვეულებრივ კოქტეილ ბარებშია. ცივი სფეროები ნელ-ნელა დნება და გააცივებს თქვენს საყვარელს ლიქიორს მარტივად.
მას ასევე აქვს InstaView ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად იხილოთ შიდა განყოფილება კარის გაღების გარეშე. საკმარისია ორჯერ დააკაკუნოთ დახვეწილ მინის პანელზე და ის განათდება პროდუქტის საჩვენებლად. რაც შეამცირებს ცივი ჰაერის დანაკარგს, რათა შეინარჩუნოთ თქვენი საკვები უფრო ახალი, ხანგრძლივად.
მაცივარს ასევე აქვს CoolGuard უჟანგავი ფოლადის პანელები ცივი ჰაერის შესანარჩუნებლად და PrintProof საფარი, რაზეც არ ჩნდება ლაქები და თითის ანაბეჭდები.
პოპულარული მოდელები