5 საინტერესო ფაქტი სარეცხი მანქანის შესახებ

უმრავლესობისთვის სარეცხი მანქანა უბრალოდ ნივთია, სადაც ტანსაცმელი უნდა განათავსონ და სარეცხი საშუალება დაამატონ . სინამდვილეში, სარეცხი მანქანა გაცილებით უფრო საინტერესო რამაა, ვიდრე ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია.

წარმოგიდგენთ 5 საინტერესო ფაქტს სარეცხი მანქანის შესახებ:

#1 სარეცხმა მანქანამ წვლილი შეიტანა ქალთა უფლებების დაცვაში

მეცნიერებმა დიდი ხანია აღიარეს, რომ ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი იქონია სარეცხმა მანქანამ. ავტომატური რეცხვის მანქანების გამოგონებამ შეამცირა დრო, რომელსაც ქალები საშინაო საქმეებს უთმობდნენ.

#2 სარეცხი მანქანის გასუფთავება ძმრით შეიძლება

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი სარეცხი მანქანა ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა და განსაკუთრებით თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც წყალში ბევრი კალციუმია, მაშინ მანქანის გასუფთავების დროა. ამისათვის ყველაზე სწრაფი და სრულყოფილი საშუალება ძმარია.

ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ისაა რომ დაამატოთ 2 ჭიქა ძმარი თქვენს მანქანაში ტანსაცმლისა და სხვა სარეცხი საშუალების გარეშე და ჩართოთ რეგულარული გარეცხვის რეჟიმი. რეცხვის დასრულების შემდეგ ყველაფერი სუფთად იქნება.

#3 სარეცხი საშუალება, რომელიც ხელით რეცხვისთვისა განკუთვნილი მანქანისთვის დამღუპველია

ბევრს ჰგონია, რომ სარეცხი საშუალებებები ხელით რეცხვისა და მანქანისთვის ერთნაირია და მხოლოდ რეკლამით განსხვავდება. რეალურად, განსხვავება ნამდვილად არსებობს.

სარეცხი საშუელბა ხელით რეცხვისთვის ძლიერ ქაფს წარმოშობს, რომელიც სარეცხი მანქანის ყველა წერტილამდე მიაღწევს და დიდი ალბათობით მანქანას მწყობრიდან გამოიყვანს.

#4 გაანადგურეთ მიკრობები ცხელი წყლით

თუ თქვენს სახლში ვინმე ავად გახდა, შეიძლება გირჩიონ, ყველა ტანსაცმელი და თეთრეული სარეცხი მანქანით გარეცხოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ცივი წყლით არ უნდა გააკეთოთ. ცხელი წყლით რეცხვისას თქვენ უფრო მეტ მიკრობს გაანადგურებთ.

#5 დაკარგულ წინდებთან სარეცხი მანქანა კავშირში არაა

შეგიმჩნევიათ, რეგულარულად რამდენ წინდას კარგავთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები? ზოგიერთი მეცნიერი იმდენად შორს წავიდა, რომ დაკარგული წინდის ინდექსის ფორმულა შეიმუშავა.

არსებობს მოსაზრებაც, რომ ამ ყველაფრში დამნაშავე სარეცხი მანქანაა, თუმცა  სავარაუდოდ წინდები სახლის საქმეებით გადატვირთულმა დიასახლისებმა სადღაც შეინახეს და ვერ იხსენებენ.

პირველი სარეცხი მანქანა მე-18 საუკუნეში, 1760-იან წლებში გამოიგონეს. გადმოცემების მიხედვით, ადრე ის ტანსაცმლით სავსე ხის ყუთი იყო, რომელსაც ხელით ატრიალებდნენ. დღეს სარეცხი მანქანები სხვადასხვა თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციით გამოირჩევა. გადახედეთ სარეცხ მანქანებს ჩვენთან ამ პოსტს, როგორ შევარჩიოთ ის და დღესვე განახორციელეთ ცვლილებები!

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

პოპულარული მოდელები