2020 წლის საუკეთესო საპარსების რეიტინგი
February 16, 2021რადგან ბაზარზე საპარსებისა და წვერის მოვლის საშუალებების ძალიან დიდი არჩევანია, ზოგჯერ რთულია ხარისხიანი საპარსის ყიდვა.
ზოგიერთი მამაკაცი მარკეტინგის მსხვერპლი ხდება, რის გამოც, მოწყობილობის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, აპარატი მწყობრიდან გამოდის. ამ ყველაფერს კი განაპირობებს დაბალი ხარისხი ან არასათანადო ცოდნა მოწყობილობის მახასიათებლების მიხედვით.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე ძალიან ფართო არჩევანია წარმოდგენილი, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საპარსების მახასიათებლების, ტიპებისა და ფასების შესახებ, რათა ზუსტად შესძლოს მისთვის ოპტიმალური, საჭირო საპარსის ან თმის საკრეჭის ყიდვა .
Philips S1100 Series
ჩვენს რეიტინგს ხსნის მამაკაცის ელექტრო საპარსი Philips , რომელიც გამორჩეულია თავისი დაბალი ღირებულებითა და ხანგრძლივი მუშაობით.
მოდელი საკმაოდ ეფექტურია, რადგან აშორებს სქელ თმას, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი მბრუნავი მოდელისგან არ უნდა ველოდოთ ზებუნებრივ შედეგებს.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის იდეალური დაუცველი კანის ტიპის მქონე ადამიანებისთვის. ბუნებრივია, ხარვეზები დარჩება კისერზე და არ არის გამორიცხული გაღიზიანებაც.
ფასის მხრივ, საკმაოდ კარგია, რადგან მოყვება 3 საჭრელი, რომელიც მოძრაობს 4 მიმართულებით. ეს კი უზრუნველყოფს კანთან მჭიდრო კონტაქტს. ნორმალური გამოყენების პირობებში, CloseCut დანის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი წელია.
მინუსი ის არის, რომ ფუნჯით გაწმენდა მოუხერხებელია, რადგან თმა მაინც რჩება.
დადებითი:
- მარტივი გამოყენება;
- სამი საჭრელი თავი;
- კარგი დიზიანი.
მინუსები:
- ძნელად იწმინდება;
- არსებობს გარკვეული ხარვეზები.
Philips BG3015 Series 3000
საპარსი Philips BG3015 მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც ნამდვილად ეფექტური და კომფორტული ელექტრო საპარსია ბიუჯეტურ სეგმენტში. ამ მოწყობილობის მუშაობის დრო 50 წუთია და დატენვას მხოლოდ 1 საათი სჭირდება.
საბედნიეროდ, არსებობს ბატარეის დონის მაჩვენებელი, ხოლო ნაკრები მოიცავს სამ საქშენს, მათ შორის 3, 5 და 7 მილიმეტრიანს.
დანის სიგანე 32 მილიმეტრია, პირები კი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. დამატებითი უპირატესობები მოიცავს წყალგაუმტარი კორპუსს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობა აღჭურვილია ერგონომიული სახელურით, რომელიც კომფორტულად თავსდება ხელში.
დადებითი მახასიათებლები:
- რამდენიმე დანართი;
- კომფორტული სახელური;
- ბატარეის ხანგრძლივობა;
- სველი გაპარსვა.
Xiaomi Mijia Rotary Electric Shaver
2020 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი მამაკაცის საპარსი , რომელშიც ერთიანდება ერგონომიული, გლუვი და წყალგაუმტარი დიზაინი.
მოწყობილობით შეგიძლიათ საშხაპეში გაპარსვა. ამავდროულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გელი ან საპარსი ქაფი. ბატარეის ერთი დატენვა საკმარისია 60 წუთის განმავლობაში მუშაობისთვის.
ამავდროულად, უზარმაზარი პლიუსია სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა - შეგიძლიათ 5 წუთში მოიყვანოთ მოდელი მუშაობის მზადყოფნაში.
მიმოხილვების მიხედვით, მცურავი თავები, ასევე მოძრავი ბლოკი საშუალებას გაძლევთ გაუმკლავდეთ თუნდაც ძნელად მისადგომ ადგილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ანალოგი მოდელები.
დადებითი მხარეები
- მოძრავი ბლოკი;
- მცურავი თავები;
- სწრაფი დატენვა;
- კომფორტული სახელური.
მიმოხილვებისა და ფასების საფუძველზე შედგენილი საპარსების რეიტინგი იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები