2020 წლის საუკეთესო მანეჟები

დრო ძალიან სწრაფად გადის. თუკი ცოტახნის წინ ახალშობილისთვის მყუდრო და ლამაზი ეტლის შერჩევაზე ფიქრობდით, ძალიან მალე დახურულ სივრცეზეც მოგიწევთ ფიქრი, რომელშიც სრულიად უსაფრთხოდ შესძლებთ ბავშვის მოთავსებას.

დღეს გვსურს მიმოვიხილოთ მანეჟების სხვადასხვა მოდელები, რომელშიც პატარები სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.

სათამაშო მანეჟები პატარებს იმ სრულ თავისუფლებას ჰპირდება, რომლის გარანტიასაც ეტლები ვერ იძლევა. ამდენად, აღარ არის საჭირო ბალიშებით გარშემორტყმულ დივანზე ბავშვის დატოვება, რომელიც დიდი უსაფრთხოებით ნამდვილად ვერ გამოირჩევა.

მანეჟი, პირიქით, ხელს შეუწყობს  ბავშვის სხვადასხვა უნარის განვიათარებას. პატარაობიდან მოყოლებული, ბავშვებმა დამოუკიდებლად უნდა შესძლონ სამყაროს შესწავლა. ამიტომ გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებთ თქვენს პატარებს, მით უფრო სწრაფად ხდება  მათი ადაპტაცია.

Happy Baby Alex

ეს გასაშლელი სათამაშო მანეჟი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვის მცირე ხნით დასატოვებლად. ეს არის სრულიად უსაფრთხო და კომფორტული ადგილი, სადაც ბავშვი ძალიან საინტერესოდ შეიძლება გაერთოს.

გვერდითი კედლები დამზადებულია ბადისგან, რომლის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ რას აკეთებს პატარა და რითია დაინტერესებული კონკრეტულ დროს. ასეთი ვარიანტი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის.

ჩარჩოს მყარი ელემენტები და კუთხეები დაცულია რბილი და ლამაზად შემუშავებული მასალებით. თუკი ბავშვი შემთხვევით თავს ჩამოარტყავს, არანაირ ტკივილს არ იგრძნობს.

ბორბლები საშუალებას მოგცემთ გადაიტანოთ მანეჟი  თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, რათა გარკვეული მანძილი შეინარჩუნოთ ბავშვსა და თქვენს შორის.

უპირატესობები:

  • შეკრების მექანიზმი საიმედო და გამძლეა;
  • მაღალი მხრები;
  • გვერდითი ბადისებრი კედლები საკმაოდ ელასტიურია;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • გათვალისწინებულია მოსახსნელი სახელურები;
  • საფარი წყალგაუმტარი და რბილია;
  • ბორბლებს აქვთ ჩამკეტი;
  • მსუბუქი წონა.

ნაკლოვანებები:

  • ბადე, რომელიც ელასტიურია, შეიძლება დროთა განმავლობაში გაფუჭდეს;
  • წონის შეზღუდვა (14 კგ-მდე).

საბავშვო ავეჯის მწარმოებლებს შორის,  ეს ბრენდი საუკეთესოდ ითვლება. მსუბუქი და ადვილად ასაწყობი დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ატაროთ მანეჟი ყველგან: ქალაქგარეთ, აგარაკზე და მოკლე მოგზაურობებში. კომპლექტში შედის ჩანთა. ნათელი და დასამახსოვრებელი საგნები კი ძალიან სასარგებლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

Happy Baby Martin

როდესაც მშობლები ახალშობილისთვის ავეჯს არჩევენ, ისინი ეყრდნობიან გასაოცარ გარეგნობასა და სტრუქტურულ საიმედოობას. გამონაკლისი არც მანეჟებია.

ეს მოდელი განკუთვნილია საკმაოდ დიდი ზომის ბავშვებისთვის (25 კგ-მდე). დიახ, მანეჟი შესაძლოა ცოტა უბრალო ჩანდეს, მაგრამ ფასი ძალიან ხელმისაწვდომია.

თუ ბავშვი სწრაფად იზრდება, სათამაშო მანეჟის გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ ორი წლის ვადით.

უპირატესობები:

  • ლამაზი და ნათელი ფერები;
  • რბილი მხრები;
  • აქვს გვერდითი კარი, რომელიც ელვით იკეტება;
  • კედლები დამზადებულია მკვრივი მასალისგან;
  • აქვს საგნებისათვის განკუთვნილი დიდი ჯიბე;
  • ბორბლები აღჭურვილია დამჭერებით;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ქვედა საფარზე აქვს მცირე ზომის ლეიბი.

ნაკლოვანებები:

  • გვერდითი კედლების ამოღება და გარეცხვა შეუძლებელია.

პოპულარული მოდელები