Termikel

თურქული Termikel -ის Smart და Led ტელევიზორები, სამზარეულოს ტექნიკა და აქსესუარები ტერმიკელის დიდ კატალოგში. განვადება, გარანტია და უფასო საკურიერო სერვისი ყველგან.

Termikel Group 1957 წელს დაარსდა და დღეისთვის 9 კომპანიას აერთიანებს.

ტელევიზორები მათი უახლესი მიმართულებაა და საოჯახო ტექნიკის დანარჩენ ასორტიმენტს შორის განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს.

Termikel

მათი ქარხნების საერთო ფართობი 105000 კვადრატულ მეტრს აღწევს და რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.

2013 წელს გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში კომპანიამ საუკეთესო ინტერიერის პროდუქციის წარმოებისთვის მთავარი პრიზი მიიღო.

ტერმიკელის მიზანი 2023 წელს მსოფლიოს ტოპ 15 ელექტრო და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების რიცხვში ყოფნაა.

მაშინ როცა დღეს უკვე ხვდება თურქეთის 3 წამყვან ბრენდს შორის ამ მიმართულებით.

ტერმიკელის ასორტიმენტში შედის შემდეგი სახის პროდუქტები:

  • გაზქურები
  • გამწოვები
  • ტელევიზორები
  • საცხობი ქურები
  • მიკროტალღული ღუმელები

პროდუქცია განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა რაც ყველა პრესტიჟული ევროპული ხარისხის ნიშნითაა დაცული.

ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ამ ბრენდის საგარანტიო სერვისი ფაქტობრივად არ არის დატვირთული, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ფუჭდება და ამ მხრივ მომხმარებელი უსიამოვნო სიურპრიზებისგან მაქსიმალურად დაცულია.

პროდუქციის უმრავლესობაზე ვრცელდება ხანგრძლივი გარანტია, მათ შორის ტელევიზორებზე - 3 წელი.

ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხედვისა და მენეჯმენტის მქონე ბრენდს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Termikel სპეციალურ პირობებს სთავაზობს ონლაინ მაღაზიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამარაგებს მათ მარაგების მართვის განსაკუთრებული სისტემებით, უგეგმავს და მათთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას და ა.შ.

აღნიშნულის წყალობით, ინტერნეტში მისი გაყიდვები წლიდან წლამდე იმატებს.

დაბალ ფასთან კომპლექტაციაში ტერმიკელი ერთ-ერთ საუკეთესო არჩევნად ითვლება.

isurve.ge მომხმარებელს თავდაპირველად მის სტანდარტულ და სმარტ ტელევიზორებს სთავაზობდა, 24-დან 50 ინჩის ჩათვლით დიაგონალით, შემდგომ კი დანარჩენი ასორტიმენტიც წარმოადგინა და დღეისთვის, ტერმიკელი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად ითვლება.

ის ჯერჯერობით არ გახლავთ წარმოდგენილი 4კ ტვ მიმართულებით, თუმცა მალე ამ კუთხითაც იგეგმება სიახლეები.

ბრენდის პოპულარობიდან გამომდინარე, ისურვეზე ხშირად შეხვდებით მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქციას, მათ შორის ფასდაკლებებს, საჩუქრების შეთავაზებებს ან სპეციალურ პირობებს განვადებაზე

სტანდარტულად, ყველა შენაძენზე ამ შემთხვევაშიც მოქმედებს უფასო ადგილზე მიტანის სერვისი სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ხოლო ჩვენი ქოლ-ცენტრი და საიტზე განთავსებული მაქსიმალურად სრული და დეტალური აღწერები ტერმიკელის პროდუქციის ყიდვას განსაკუთრებით მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.