ყველაზე მშვიდი და საიმედო სარეცხი მანქანები

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზედმეტი ხმაური ზოგიერთისთვის გამაღიზიანებელია ამიტომ, ყიდვისას მომხმარებლები ყურადღებას ამ ფაქტორზეც ამახვილებენ.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სარეცხი მანქანების მახასიათებლებზე და არაერთხელ წარმოგვიდგენია კონკრეტული ბრენდის პროდუქციაც. თუკი ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტს ესტუმრებით, ძალიან ბევრი სხვადასხვა მოდელის სარეცხი მანქანები შეგხვდებათ, რომელთა დეტალური აღწერაც შეგიძლიათ ადგილზევე იხილოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ისურვეზე მხოლოდ მაღალხარისხიანი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა  გვაქვს წარმოდგენილი, ამდენად შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ჩვენს თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალ ტექნიკას ვთავაზობთ, რასაც წლიდან წლამდე კმაყოფილი მომხმარებლების გაზრდილი  რიცხვიც მოწმობს.

LG F-1096TD3 - ხმაურის დონე 52/75 დბ.

წინა დატვირთვის მქონე მიმზიდველი LG  სარეცხი მანქანა, რომელიც აღჭურვილია ინვერტორული მართვის საშუალებით. ტექნიკას აქვს 13 სხვადასხვა პროგრამა, მაგრამ შეზღუდულია რეცხვის პროცესში სარეცხის დამატების შესაძლებლობა. ბარაბანის ბრუნის  სიჩქარეა 1000 rpm.

ყველა საჭირო ინფორმაცია ნაჩვენებია ციფრულ ეკრანზე. გარდა ამისა, აქვს თვით დიაგნოსტირების ფუნქცია, (სმარტფონზე მონაცემების გადატანის შესაძლებლობით) რაც საშუალებას მოგცემთ გადააგზავნოთ ეს შეტყობინება პირდაპირ სერვისის განყოფილებაში და  კვალიფიციური კადრები დაგეხმარებიან  პრობლემის გადაჭრაში.

ყველაზე მშვიდი და საიმედო სარეცხი მანქანები

მანქანაში ჩამონტაჟებულია ტაიმერი, ბავშვთა დაცვა, დისბალანსისა და ქაფის დონის კონტროლი. გაჟონვის გამოვლენის შემთხვევაში, მოწყობილობა გამორთავს ძრავას და უმალვე წყვეტს წყალმომარაგებას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სარეცხი მანქანის მაქსიმალური დატვირთვა - 8 კგ;
  • ენერგეტიკული კლასი - A;
  • ზომები - 60x55x85 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • დიდი ბარაბანი:
  • მაღალფუნქციურობა;
  • სადრენაჟო ხვრელები ხელს უშლის წყლისა და ჭუჭყის დაგროვებას;
  • დაბალი ვიბრაცია;
  • ეკონომიური მუშაობა;
  • ლამაზი გარეგნობა;
  • მისაღები ღირებულება.

მინუსები:

  • წლის გადინებისთვის განკუთვნილი მილი მოკლეა;
  • წლის შევსებისა და გაწურვის დროს ხმაურიანია;
  • რეცხვის დასრულების შემდეგ, ლუქი დიდი ხნის განმავლობაში არ  იხსნება.

Gorenje WEI823 - ხმაურის დონე 53/72 დბ.

სარეცხი მანქანა გორენიეს წინა ჩატვირთვის მქონე მოდელი აღჭურვილია ინვერტორული ძრავით, ხოლო ბარაბანის ტალღოვანი ზედაპირი ხელს უწყობს ნაზ რეცხვას და ამცირებს ტანსაცმელზე ზედმეტი ნაოჭების წარმოქმნას.

ყველაზე მშვიდი და საიმედო სარეცხი მანქანები

გათვალისწინებულია  რეცხვის 16 პროგრამა. გარდა ამისა, რაც აღსანიშნავია არის ის, რომ დამატებითი გამორეცხვის დროს,  სრულად ირეცხება დარჩენილი, ძველი  სარეცხის ფხვნილი, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციების რისკს. თვითწმენდის ფუნქცია ამარტივებს ავზის შიგნით წმენდას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სარეცხი მანქანის მაქსიმალური დატვირთვა - 8 კგ;
  • ენერგეტიკული კლასი - A +++;
  • ზომები - 60x55x85 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • დიდი დატვირთვა;
  • მარტივი მართვა;
  • შესანიშნავი ფუნქციონირება;
  • გაძლიერებული ძრავა;
  • მინიმალური ვიბრაცია;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • მაღალი მგრძნობელობა ძაბვის ტალღების მიმართ.

LG F-2J6NM1W - ხმაურის დონე 45/56 დბ.

წინა ჩატვირთვის  მქონე სარეცხი მანქანა LG აღჭურვილია საიმედო ინვერტორული ძრავით, რომლის ბარაბნის მაქსიმალური სიჩქარე 1200 rpm-ია. მანქანის მართვა ხდება ელექტრონული კონტროლის საშუალებით, ხოლო სმარტფონის გამოყენებით შესაძლებელია  ბრძანებების გაცემა და თვით-ტესტირების შედეგების მიღება.

ყველაზე მშვიდი და საიმედო სარეცხი მანქანები

მოწყობილობა საერთო ჯამში მოიცავს 14 პროგრამას. ამასთან, არსებობს ბარაბანის 6 სხვადასხვა  ტიპის მოძრაობა,  რომლებიც გამოიყენება რეცხვის პროცესის გასამარტივებლად.

ძირითადი მახასიათებლები:

  • სარეცხი მანქანის მაქსიმალური დატვირთვა - 6 კგ;
  • ენერგეტიკული კლასი - რეცხვა + გაშრობა D;
  • ზომები - 60x45x85 სმ.

Bosch WLT 24440 - ხმაურის დონე 49/72 დბ.

კიდევ ერთი კომპაქტური მოდელი, რომელიც აღჭურვილია ფართო - 32 სმ დიამეტრის წინა ლუქით. სარეცხი მანქანა ბოშის ამ მოდელს აქვს 15 სარეცხი პროგრამა, რომელშიც ტანსაცმლის დამატება შეუძლებელია. გამოყენებული წყლის მოხმარება დამოკიდებულია დატვირთვის წონაზე. ბარაბნის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარეა 1200 წთ.

ძირითადი მახასიათებლები:

  • თეთრეულის მაქსიმალური დატვირთვა - 7 კგ;
  • ენერგეტიკული კლასი - A +++;
  • ზომები - 60x45x85 სმ.

დადებითი  მახასიათებლები:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • მრავალფეროვანი რეცხვის  რეჟიმი;
  • წყლისა და ენერგიის დაზოგვა;
  • მშვიდი მუშაობა;
  • მისაღები ფასი.

მინუსები:

  • სხეულის თხელი კედლები;
  • დამატებითი დატვირთვის შესაძლებლობა არ არსებობს;
  • ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილები.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 899.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8 კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8 კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4S კლასი A+++
Regular price 949.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7 კგ Hagen HFW710S
სარეცხი მანქანა 7 კგ Hagen HFW710S
Regular price 749.00 ლარი 659 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი