საუკეთესო ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები
თანამედროვე სამზარეულოსა თუ სააბაზანოს დიზაინი ბოლო წლებია საგრძნობლად დაიხვეწა. ტექნოლოგიის განვითარების კვლადაკვალ, მომხმარებლებსაც უჩნდებათ განსხვავებული მოთხოვნილებები, რომლებსაც მწარმოებლები მუდმივად იკვლევენ და ეძიებიან.
ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჩასაშენებელი მსხვილი ტექნიკა, რომელიც განსხვავებული დიზაინისაა და მომხმარებლების ყურადღებასაც ყოველთვის იქცევს.
თუკი ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტს ესტუმრებით, კატალოგში აუცილებლად ნახავთ მრავალფეროვან საოჯახო ტექნიკას, რომლებიც კონკრეტულად ჩასაშენებელი მოდელებია. აქ შეგხვდებათ სარეცხი მანქანები, მიკროტალღური ღუმელები, მაცივრები, ელექტრო ღუმელები და ა.შ.
თუმცა, ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, დღევანდელი აღწერა დაეთმობა მხოლოდ ჩასაშენებელი სარეცხი მანქანების მიმოხილვას.
Bosch WIW 28540
Bosch ჩასაშენებელი სარეცხი მანქანის სიღრმე 57 სმ-ია, რომლის შიგნით მოთავსებულია ძალიან ფართო ბარაბანი. მწარმოებლის მტკიცებით, მანქანაში შესაძლებელია 8 კგ სარეცხის მოთავსება და თან სრულიად უპრობლემოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელი საკმაოდ ძვირადღირებულია, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ეს სარეცხის მანქანა რეცხვის 14 სხვადასხვა პროგრამას გთავაზობთ. მათ შორის გათვალისწინებულია აბრეშუმისა და მატყლის გასარეცხი რეჟიმები.
მოდელი ძალიან ეკონომიურია, რომელიც შეესაბამება A +++ ენერგოეფექტურობის კლასს, ხოლო ბარაბნის ტრიალი შესაძლებელია 1400 rpm-მდე სიჩქარით.
საინტერესოა ის, რომ მისი შიდა მხარე განათებულია, ამიტომ გარეცხვის შემდეგ თუკი ბარაბანში წინდა დაგრჩებათ, მას უპრობლემოდ იპოვით. რაც შეეხება ხმაურის დონეს, რეცხვის დროს 41 დბ აღწევს, ხოლო ტრიალის დროს 67 დბ-ს. მიმოხილვების თანამხმად, მოდელს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ყველაზე მშვიდი.
უპირატესობები:
- კარგი ტევადობა;
- ძალიან დაბალი ენერგიის მოხმარება;
- შედარებით კარგი ტრიალი;
- გათვალისწინებულია გაჟონვისგან სრული დაცვა;
- მანქანა მუშაობს ძალიან მშვიდად;
- რეცხვის პროგრამების დიდი რაოდენობა;
- გათვალისწინებულია ბარაბნის განათება.
უარყოფითი მხარეები:
- მართვა ძალიან მოსახერხებელი არ არის;
- ჩამონტაჟებული საშრობი არ აქვს;
- მაღალი ფასი.
Electrolux EW7F3R48SI
კიდევ ერთი ჩასაშენებელი სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი EW7F3R48SI, რომლის ბარაბანს 8 კგ სარეცხის ტრიალი შეუძლია. მისი სიღრმე 54 სმ-ია, რაც იდეაში არც ისე ბევრია, თუმცა ეს მაჩვენებელი ამ მოდელს სრულმასშტაბიანს მაინც ხდის.
ბარაბანის ბრუნვის სიჩქარე 1400 rpm-მდე აღწევს ამიტომ, გარეცხვის შემდეგ მანქანიდან გამოტანილი მაისურების ჩაცმა უკვე შესაძლებელია. მხოლოდ თეთრეული რჩება ნოტიო, რომელიც უმჯობესია ცოტახნით ჰაერზე გაფინოთ.
რეცხვის დროს, ხმაურის დონე ძლივს აღწევს 46 დბ-მდე, ხოლო ენერგიის მოხმარებაც არასოდეს მიაღწევს მაღალ ნიშნულს, რადგან ენერგოეფექტურობის კლასი A +++ -ია. ერთი სიტყვით, ეს არის შესანიშნავი სარეცხი მანქანა, რომელსაც არ აქვს სერიოზული ხარვეზები.
უპირატესობები:
- მანქანა მუშაობს ძალიან მშვიდად;
- აქვს შესანიშნავი ტევადობა;
- ძალიან დაბალი ენერგიის მოხმარება;
- ბარაბანის შესანიშნავი ტრიალი;
- დიდი რაოდენობით პროგრამები და დამატებითი რეჟიმები.
უარყოფითი მხარეები:
- არ აქვს ჩამონტაჟებული საშრობი;
- მაღალი ფასი;
- უკანა ფეხების სიმაღლის რეგულირება ცოტა პრობლემურია;
- მანქანის წონა აღწევს 82 კგ-ს.
Hotpoint-Ariston BI WMHG 71284
კიდევ ერთი ჩასაშენებელი სარეცხი მანქანა, რომელსაც ორიგინალური დიზაინი აქვს. მანქანის სიღრმე 55 სმ-ია, რაც ცუდი მაჩვენებელიც არ არის.
წინა მოდელებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ბარაბანის ბრუნვის მაჩვენებელი წუთში 1200-ია. ასეთ სიჩქარეზე მაისურები თითქმის კარგავენ ტენიანობას, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თეთრეულზე.
რეცხვისა და ტრიალის დროს, ხმაურის დონე არ აღემატება 46 და 71 დბ-ს. ენერგიის მოხმარება, რომელიც შეესაბამება A +++ კლასს, მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს ბიუჯეტს.საერთო ჯამში, მანქანას შეუძლია 7 კგ სარეცხის გარეცხვა.
უპირატესობები:
- წყლის მოხმარება - დაახლოებით 52 ლიტრი;
- ძალიან დაბალი ენერგიის მოხმარება;
- კარგი სიმძლავრე;
- პროგრამების დიდი რაოდენობა.
თუ ჩუმ და საიმედო სარეცხის მანქანას ეძებთ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი ამ თემატიკაზე.
პოპულარული მოდელები