ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო რეგისტატორების მიმოხილვა

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში გახშირებული ავარიების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეო რეგისტრატორების გამოყენება, ხოლო ბევრი იურისტისა და კანონმდებლის  მტკიცებით, ისინი ყველა ავტომობილში უნდა იყოს დამონტაჟებული.

ვიდეო რეგისტრატორები აადვილებს ავტო ავარიის შემდეგ სიტუაციის ანალიზს და ეხმარება მძღოლს დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუნდაც სამართალდამცავებთან. მაგრამ ხარისხიანი რეგისტრატორების ყიდვა არც ისე ადვილი საქმეა.

როგორ  შევარჩიოთ  ვიდეო რეგისტრატორები?

შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა:

  • ვიდეო რეზოლუცია - მაღალი ხარისხის ვიდეო-რეზოლუცია Full HD 1920x1080 პიქსელი;
  • კომპონენტები - სამი ძირითადი კომპონენტი გავლენას ახდენს ვიდეო გადაღების ხარისხზე - პროცესორი, სენსორი და ობიექტივი. დღეს ყველაზე პოპულარული პროცესორებია Ambarella და Novatek. საუკეთესო მატრიცებია Sony ან OmniVision. ასეთი პროდუქტების ობიექტივი ყოველთვის მინისაა, ხუთი ან შვიდი ლინზით;
  • ხედვის კუთხე - მერყეობს 130-დან 170 გრადუსამდე;
  • აკუმულატორის მუშაობა - აუცილებელია ისეთი მოდელების შერჩევა, რომლებსაც ტევადი ბატარეა ექნება. რაც უფრო დიდია ეს პარამეტრი - მით უკეთესი;
  • დამატებითი ფუნქციები - რეგისტრატორს შეიძლება ჰქონდეს GPS სენსორი, ასევე კოორდინატებისა და სიჩქარის დასადგენი.

Artway AV-396 Super Night Vision

Artway ვიდეო რეგისტრატორი საიმედო და თანამედროვე მოდელია, რომელიც წარმოდგენილია უმაღლესი დონის Super Night Vision ფუნქციით. მოწყობილობა იღებს მაღალი რეზოლუციის ვიდეოს Full HD ფორმატში, ხოლო  სურათი დეტალური და კონტრასტული გამოდის.

მოდელის დამატებითი ფუნქციები მოიცავს G-სენსორს, მოძრაობის სენსორს და პარკირების მონიტორინგს. სტანდარტული ფუნქციებიდან აღსანიშნავია SOS გადაუდებელი ღილაკი, რომელიც განკუთვნილია ფაილის შენახვისთვის.

ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო რეგისტატორების მიმოხილვა

ულტრა ფართო 170-გრადუსიანი კამერის ხედვის კუთხე, საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაქსიმალური რაოდენობის მონაცემები.

პარკირების რეჟიმის მონიტორინგი იწერს ყველაფერს, რაც ხდება მანქანის ირგვლივ მეპატრონის არყოფნის დროს. საგანგებო სიტუაციებში ვიდეოს ჩაწერა უზრუნველყოფილია G სენსორის საშუალებით.

მახასიათებლები:

  • რეზოლუცია: 1920x1080;
  • ეკრანის დიაგონალი: 3 ინჩი;
  • ხედვის კუთხე: 170 °;
  • 6 კლასის A მინის ლინზები.

დადებითი:

  • დღე და ღამის მაღალი ხარისხის ვიდეო გადაღება;
  • ულტრა ფართო ხედვის კუთხე;
  • მაღალი ხარისხის თანამედროვე მოწყობილობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

BlackVue DR750S-2CH

BlackVue ვიდეო რეგისტრატორი  აღჭურვილია GPS-თა და ორი კამერით. მთავარი მოდულის ხედვის კუთხე 139 გრადუსია, მეორესი - 120 გრადუსი.

მანქანის კამერები მაქსიმალურად ფარავენ გზის მონაკვეთს და აკონტროლებენ არსებულ ვითარებას. ვიდეოში აღბეჭდილია ყველა საჭირო ინფორმაცია ავარიის შემდეგი ანალიზისთვის.

მოდელი წარმოდგენილია კლასიკურ შავ ფერში და ინტეგრირებულია მანქანის ინტერიერთან. რეგისტრატორი  იყენებს 2.1 მეგაპიქსელიან Sony Starvis მატრიქსს.

ვიდეო გადაღება ხდება სტანდარტულ Full HD ფორმატში. სურათი კი მაღალი ხარისხის და მკაფიოა.

ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო რეგისტატორების მიმოხილვა

რეგისტრატორი შექმნილია -20-დან +70 გრადუს ტემპერატურაზე მუშაობისთვის, რომელიც იმუხტება 12-24 ვ-იანი მანქანის ქსელიდან. კომპლექტში შედის სიგარეტის სანთებელასთან დასაკავშირებელი ადაპტერი, ხოლო ინფორმაციის შესანახად გამოიყენება 128 გბ-იანი მეხსიერების ბარათი.

მახასიათებლები:

  • მატრიცა - Sony;
  • რეზოლუციაა 1920 x 1080;
  • კადრის სიჩქარე წამში 60;
  • კამერების რაოდენობა 2-ია;
  • ობიექტივის კუთხე 139 გრადუსი.

დადებითი:

  • ორი კამერა;
  • დახვეწილი დიზაინი;
  • Wi-Fi.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები

ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
ვიდეო რეგისტრატორი Carpro წინა, უკანა და სალონის ხედვის კამერით
Regular price 200.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
ავტომობილის უკანა ხედვის კამერა ნათებით CarPro A-101
Regular price 40.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი