ყველაზე გაყიდვადი მიკროტალღური ღუმელები LG-სგან

თუკი ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე isurve.ge-ს ესტუმრებით, მიკროტალღურების კატეგორიაში აუცილებლად იპოვით სხვადასხვა ბრენდის, დიზაინის, მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მქონე, როგორც ჩასაშენებელ მიკროტალღურ ღუმელებს, ასევე ცალკე მდგომ მოდელებს რომელთა შეძენა შესაძლებელია განვადების პირობების საფუძველზეც.

თუმცა, დღეს გვსურს ვისაუბრობთ ისეთი ცნობილი ბრენდის მიკროტალღურებზე, როგორიც LG-ია და აღვნიშნოთ ყველა ის ფუნქციური შესაძლებლობები, რომელსაც ბრენდი გვთავაზობს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LG  მიკროტალღურების გარდა, ჩვენთან შესაძლებელია ამ ბრენდის სხვა სამზარეულო ტექნიკის ყიდვა.  ისურვეზე წარმოდგენილია LG მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები და ა.შ. ამდენად, ნამდვილად ღირს თავადაც იხილოთ ეს მრავალფეროვანი არჩევანი და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში.

LG MS-23M38GIH

მრავალფუნქციური მსხვილი ტექნიკა,  რომელიც დაგეხმარებათ ლანჩისა და სადილის მომზადებაში.  მოდელი LG MS-23M38GIH მიკროტალღური ენერგიის მართვის სისტემით, აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს: მიკროტალღურ ღუმელს, ფრის აპარატს, იოგურტის აპარტს და გამათბობლის ფუნქციებს.

მიკროტალღური აღჭურვილია სტაბილური ბრუნვის ფუნქციითა და ნათელი LED განათებით, რათა მომხმარებელმა შეძლოს მომზადების პროცესზე დაკვირვება. სენსორული ეკრანის პანელი უზრუნველყოფს ყველა ფუნქციებთან წვდომას.

ყველაზე გაყიდვადი მიკროტალღური ღუმელები LG-სგან

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1000 ვტ;
  • შიდა მოცულობა - 23 ლიტრი;
  • ზომები - 47,6 × 27,2 × 34,6 სმ;
  • მართვა - სენსორული.

უპირატესობები:

  • სწრაფი გათბობა;
  • სადა დიზაინი;
  • იოგურტის მომზადების შესაძლებლობა;
  • კამერის დიდი მოცულობა;
  • ანტიბაქტერიული საფარი.

უარყოფითი მხარეები

  • გრილის ნაკლებობა;
  • არასაკმარისი  სიგრძის დენის კაბელი;
  • ხმამაღალი სიგნალი.

LG MW-25R95CIS

მიკროტალღური ღუმელი მოსახერხებელი სენსორული პანელით, რომელიც განკუთვნილია გემრიელი კერძების სწრაფი მომზადებისთვის.

ერგონომიულ მოწყობილობას ანტიბაქტერიული საფარი აქვს, რომლის შიდა ზედაპირის დასუფთავება ძალიან ადვილია.  დამატებით გათვალისწინებულია ოპტიმალური რაოდენობის დაინსტალირებული პროგრამები.

გარდა ამისა, მიკროტალღური LG აღჭურვილია ცხობის, მოხალვის, იოგურტის მომზადებისა და დადგენილი ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციებით. ელექტრო მოწყობილობის მართვა შესაძლებელია სენსორული პანელის გამოყენებით, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი რეჟიმი.

ყველაზე გაყიდვადი მიკროტალღური ღუმელები LG-სგან

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1000 ვტ;
  • შიდა მოცულობა - 25 ლ;
  • ზომები - 47.6× 27.2× 36 სმ;
  • მართვა - სენსორული.

უპირატესობები:

  • ავტომატური გალღობის რეჟიმი;
  • ბავშვებისგან დაცვის ფუნქცია;
  • შეტყობინება კერძის მომზადების დასრულების შესახებ.

უარყოფითი მხარეები:

  • მაღალი ფასი;
  • ნათითურები სწრაფად ამჩნდება სხეულზე;
  • არ აქვს გრილისა და კონვექციის ფუნქცია.

LG MB-63R35GIH

თანამედროვე სამზარეულოს ასისტენტი, რომელიც უამრავ დავალებას ასრულებს. კომპაქტური მოდელი MB-63R35GIH, წარმოდგენილია ტრადიციულ თეთრ ფერში.

მოწყობილობის თავისებურებაა პროდუქტების ხარისხის, გემოვნებისა და სტრუქტურის შენარჩუნება. გარდა ამისა, ღუმელს შეუძლია იმუშაოს კომბინირებულ რეჟიმში, მომზადებისთვის კი გამოიყენება მიკროტალღური ღუმელი და გრილის ფუნქცია.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1000 ვტ;
  • შიდა მოცულობა - 23 ლიტრი;
  • ზომები - 47,6 × 27,2 × 38,8 სმ.

უპირატესობები:

  • სტაბილური ბრუნვა;
  • ერთგვაროვანი გათბობა და გალღობა;
  • 14 რეცეპტი ავტომატურად მომზადებისთვის;
  • მარტივი წმენდა ჭუჭყისაგან.

უარყოფითი მხარეები:

  • შეუძლებელია საკუთარი რეცეპტების დამატება;
  • მარტივად ბინძურდება ზედაპირი;
  • დენის მოკლე კაბელი.

ჩვენი წინა ბლოგის თემა იყო: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Samsung მიკროტალღურების შერჩევისას

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
Regular price 279.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BK)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BK)
Regular price 269.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი