ყველაზე დიდი Bestway-ს გასაბერი აუზი - მიმოხილვა

Bestway აუზების მწარმოებელი გამორჩეული ბრენდია და ისურვე.ჯი-ზე მისი 100-მდე სხვადასხვა პროდუქტი გახლავთ განთავსებული.

დღეს გადავწყვიტეთ მცირედი მიმოხილვის სახით მისი ყველაზე დიდი ტევადობის გასაბერი ტიპის აუზის მახასიათებლები და გამორჩეული სპეფიკაციები შემოგთავაზოთ.

საუბარია მოდელზე Bestway 57321, რომელიც ყველაზე დიდ ვარიანტს წარმოადგენს ბესტვეის ამ ტიპის პროდუქციაში და ლიდერობს არჩევანის კუთხით იმ მომხმარებლებს შორის, ვისაც გასაბერი აუზები განვადებით სურთ რომ შეიძინონ. პროდუქტის სრულ აღწერილობას აქაც გაეცნობით, მაგრამ დამატებით კარგი იქნება, თუ მას ჩვენს აუზების კატეგორიებშიც იხილავთ, სადაც უკვე არსებული მომხმარებლების მიერ გაკეთებული შეფასებები დაგხვდებათ და სხვისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ინტერნეტ შოპინგის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ფაქტორი გახლავთ.

ყველაზე დიდი Bestway-ს გასაბერი აუზი - მიმოხილვა

  • მისი ტევადობა 7340 ლიტრია
  • დიამეტრი: 396 სმ
  • სიღრმე: 84 სმ
  • არ არის აღჭურვილი ტენტითა მზისგან დამცავით, რაც როგორც წესი ამ ტიპის აუზებს არც აქვთ ხოლმე
  • მოყვება კარტრიჯული ფილტრი, კარტრიჯი და შეფუთვის წონა 19 კგ-ია.

მისი აწყობა ძალიან მარტივია. საჭიროებს სულ 10 წუთს და 2 ან 3 ადამიანს, ხოლო მასალა, ბესტვეისთვის ტრადიციული სამფენიანი პოლივინილქლორიდი გახლავთ. აუზის დამატებითი გამორჩეულობა Tritech ტექნოლოგიაა, რომელიც კედლების განსაკუთრებულ სიმყარეს და გამძლეობას უზრუნველყოფს.

ყველაზე დიდი Bestway-ს გასაბერი აუზი - მიმოხილვა

გამორჩეულად ადვილია მისი წყლით გავსება, სპეციალური ჩაშენებული ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია არა მარტო ზომის, არამედ ფასის გამოც, არ აღემატება რა მისი ფასი 400 ლარს და ამ მხრივ საკმაოდ მარტივი შესაძენია მათ შორის საბარათე გადახდითაც, რომ აღარაფერი ვთქვათ განვადებით ყიდვის შესაძლებლობებზე.

მთავარია, თუ მის ყიდვას გადაწყვეტთ, არ გამოგრჩეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ შემდეგი ფაქტორები:

  • არ გადაიხადოთ ძვირი - კარგად დაათვალიერეთ ფასები ინტერნეტ მაღაზიებში და ისურვე.ჯი-ზე ამ მხრივ საუკეთესო არჩევანი დაგხვდებათ;
  • ნუ გაიძვირებთ პროდუქტს განვადებით - მცირეოდენი გაძვირება ბანკის საკომისიოს გამო, განსაკუთრებით 18 და 24 თვიანი კრედიტის შემთხვევაში დასაშვებია, მაგრამ ზოგიერთი მაღაზია ფასს ფაქტობრივად აორმაგებს;
  • აუცილებლად მოითხოვეთ უფასო მიტანა, ეს უკვე აღარ არის პრემიუმ შეთავაზება და წესით, ყველა გამართული ონლაინ მაღაზია უნდა გთავაზობდეთ;
  • დარწმუნდით, რომ ქარხნული დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში თქვენი შენაძენი იცვლება. ხანდახან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი მაღაზიისთვის ეს პრობლემაა ხოლმე.

გასაბერი აუზების 3 ყველაზე იაფიანი მოდელის ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს წინა ბლოგ პოსტში: გასაბერი აუზები ყველაზე იაფად საქართველოში.

პოპულარული მოდელები

გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
Regular price 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია