გასაბერი აუზები ყველაზე იაფად საქართველოში

ვაგრძელებთ გასაბერი აუზების მიმოხილვას და სანამ შემდეგ პოსტებში კონკრეტულ მოდელებამდე გადავალთ, იქამდე ყველაზე იაფიანი მოდელების ზოგად რევიუს შემოგთავაზებთ.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ გასაბერი აუზები იაფად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ იყიდოთ, თუ არჩევანს ხანგრძლივი ისტორიის მქონე, კარგი გამოხმაურებებითა და უფასო მიტანის სერვისის შემოთავაზების შესაძლებლობით აღჭურვილ მაღაზიაზე შეაჩერებთ.

გთავაზობთ ყველაზე იაფიანი მოდელების ჩამონათვალს:

თუ საბავშვო გასაბერ მოდელებს არ ჩავთვლით, მაშინ ფასებით, ქვემოდან ზემოთ 3 ყველაზე იაფი აუზი ასე გამოიყურება:

  1. Bestway 57265 -  244х66სმ 2300 ლიტრიანი ტევადობით;
  2. Bestway 57266 - 305х76 სმ 3638 ლიტრი 
  3. Bestway 57270 - 305х76სმ 3638 ლიტრი, წინა მოდელის ანალოგი, ოღონდ ფილტრით

ამათგან, პირველის ფასი 231 ლარი, მეორის 249 და მესამის 10 ლარით ძვირი - 259 ლარია.

რაც შეეხება განვადებას, შესაბამისად თვეში 13, 14 და 15 ლარი, კრედოს და თიბისი ბანკების ონლაინ საბანკო განვადების მეშვეობით.

აღნიშნულ ფასებში შედის უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით, შეძენიდან იმავე ან მეორე დღეს. 

დავიწყოთ პირველი მოდელით:

Bestway 57265

Bestway-ს Fast Set-ის სერიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, პირველ რიგში ფასიდან გამომდინარე. მასში წყლის ავსება ზომების 80%-მდეა რეკომენდირებული. მოყვება დამცავი და წყლის დამცლელი სარქველები და დამზადებულია პოლივინილქლორიდისგან. მისი წონა 6.1 კგ-ს შეადგენს.

bestway 57266

გამორჩეულია:

  1. დაბალი ფასით
  2. მარტივი აწყობის შესაძლებლობით
  3. შესაკეთებელი მასალით კომპლექტაციაში

Bestway 57266

საოჯახო აუზი, რომელიც წინა მოდელზე უფრო დიდი მოცულობისაა და 3.7 ტონამდე წყალს იტევს. სხვა კუთხით (მასალა, სარქველები და ა.შ.) ის 57265-ის ანალოგიურია კიდევ იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ კომპლექტაციაში აწყობის ინსტრუქციაც მოყვება. ტევადობიდან გამომდინარე, ის შედარებით მძიმეც გახლავთ და თითქმის 8 ტონას იწონის.

 

 

ამ მოდელის გამორჩეულ მხარეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ:

  1. შედარებით დიდი მოცულობა ამ ფასიან ყველა სხვა აუზს შორის
  2. დივიდი ინსტრუქცია რომელიც აწყობას გაგიმარტივებთ.

Bestway 57270

წინა მოდელის ზუსტი ანალოგი. დამატებულია მხოლოდ კარტრიჯი და კარტრიჯული ფილტრი, რომლებიც რა თქმა უნდა, ყუთთან ერთად აუზის შეფუთვაშია. წონა - 9.7 კგ.

გამორჩეული მახასიათებლები:

  1. კარტრიჯი
  2. კარტიჯული ფილტრი
  3. ამ ტევადობისა და ამ კომპლექტაციის მქონე მოდელებისთვის საუკეთესო ფასი სრულ ასორტიმენტში.

გასაბერი აუზი ბესტვეი

დასასრულს, შეგიძლიათ გადახედოთ ყველაზე კარგ რჩევებს, გასაბერი აუზების შერჩევისას და ყიდვისას, რომელიც ჩვენს წინა პოსტში შემოგთავაზეთ. 

პოპულარული მოდელები