როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზები?
ზაფხულში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუზები ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მაინც კარკასული აუზებია და ეს ჩვენს წინა პოსტშიც აღვნიშნეთ, მათ ძალიან არც გასაბერები ჩამორჩება და დღეს გადავწყვიტეთ ის რამდენიმე ძირითადი რჩევა შემოგთავაზოთ, რომელიც მათ შერჩევაში დაგეხმარებათ.
დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ არსებობს საბავშვო და საოჯახო გასაბერი აუზები. ამათგან, საბავშვო კატეგორიის გასაბერი მიმართულება პრემიუმ კლასად მიიჩნევა. პრემიუმ პირობითად, მათი ღირებულება 90 ლარს არ აჭარბებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საბავშვო მოდელების 95% გასაბერი არ გახლავთ, ან მაქსიმუმ მხოლოდ ძირი ებერებათ და მათი ფასი არაუმეტეს 50 ლარია. თუ ბავშვისთვის არ ყიდულობთ, ძირითადი არჩევანი ცხადია შედარებით დიდი ზომის, საოჯახო გასაბერ აუზებს შორის უნდა გააკეთოთ.
ჩვენს მომდევნო პოსტებში, მთელი სეზონის მანძილზე, სხვადასხვა კონკრეტული მოდელების დეტალურ აღწერებს შემოგთავაზებთ და ვფიქრობთ, აუზების შესახებ დაგეგმილი ეს ერთგვარი სტატიების სერია დიდ დახმარებას გაგიწევთ მათი ყიდვის დროს.
ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები აუზების შეძენისას, ამ სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:
- პირველ რიგში შეარჩიეთ ზომა - იმის მიხედვით, სად აპირებთ მის დადგმას, რა ფართობი გაქვთ თავისუფალი და ხომ არ შეგიქმნით დისკომფორტს;
- გაითვალისწინეთ სიღრმე - თუ ბავშვებიც აპირებენ მასში გართობას, იცოდეთ, რომ ყველაზე ღრმა გასაბერი აუზი სიღრმით დაახლოებით 1 მეტრია და მოდელიც ამის მიხედვით შეარჩიეთ. თუ ასაკით ამაზე პატარები არიან, აუცილებლად შეიძინეთ დამცავი გასაბერი აქსესუარებიც;
- ფილტრიანი აუზი ზოგადად უფრო ჰიგიენური და კომფორტულია, ამიტომ თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, მითუმეტეს რომ ფასში განსხვავება არცისე დიდია, გირჩევთ ამ ტიპის მოდელები შეიძინოთ;
- ყურადღება მიაქციეთ წყლის ტევადობასაც, რაც უფრო დიდია აუზი მით უფრო სასიამოვნოა მისი გამოყენება :)
- აუცილებლად ეცადეთ, იყიდოთ აუზი დამცლელი სარქველით, ეს ამარტივებს წყლის დაცლას საჭიროების შემთხვევაში ან ავტომატურად ცლის მას ზომაზე მეტი წყლის მოხვედრის დროს;
- ფასი - ყიდვამდე გირჩევთ გადახედოთ ფასებს სხვადასხვა ოფლაინ ან ონლაინ მაღაზიებში, ყურადღება მიაქციოთ შესულია თუ არა ფასში მიტანის სერვისი და ცხადია, აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი;
- გადახედეთ საიტის/მაღაზიის შეფასებებსაც - არ იყიდოთ აუზი დაბალ რეიტინგიანი, ახლად გახსნილი, საეჭვო რეპუტაციის მაღაზიებში, მითუმეტეს, თუ ამას ინტერნეტში აპირებთ;
- სრული წარმოდგენის შესაქმნელად, რეკომენდირებულია აუზი ყიდვის დროს ადგილზე ნახოთ, ან ინტერნეტ მაღაზიების შემთხვევაში ისეთი მათგანი შეარჩიოთ, რომელსაც მაქსიმალურად კარგად აქვს წარმოდგენილი ისინი ფოტოების და/ან ვიდეო მიმოხილვების სახით.
- საჭიროების შემთხვევაში განვადება ძალიან მოსახერხებელი რამ გახლავთ და ეცადეთ, თუ თანხის ერთიანად გადახდა არ გსურთ, ამ სერვისით ისარგებლოთ. შესაბამისად, აუზის ყიდვა იმ მაღაზიაში ჯობს, რომელიც მაქსიმალურად იაფ და მარტივ განვადებას გთავაზობთ.
- როგორც წესი, <შიდა განვადება> საბანკო სერვისზე ბევრად ძვირია, ამიტომ აქცენტის ონლაინ საბანკო განვადებაზე გაკეთებას გირჩევთ.
- ბრენდი - ქართულ რეალობაში, არსებობს ორი ძირითადი მწარმოებელი, Bestway და Intex. პროდუქცია თითქმის ანალოგიურია და ფასებიც დაახლოებით იდენტური. ამიტომ არჩევანი ამ მხრივ უბრალოდ გეოგრაფიული სიახლოვით ან მოსახერხებელი ყიდვისა და მიტანის პირობების მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ.
პოპულარული მოდელები