ხორცსაკეპი მანქანები - საიმედო ვარიანტები
უახლესი ელექტრო ხორცსაკეპი მანქანების უმეტესობა მრავალი დამატებითი ფუნქციითაა აღჭურვილი. მწარმოებლებმა ისე გააფართოვეს ხორცის საჭრელი დანადგარების ფუნქციონირება, რომ ახლა, სხვადასხვა დანართის გამოყენებით, შესაძლებელია ხორცსაკეპი მანქანა სამზარეულო კომბაინადაც კი გადაკეთდეს.
დღეს ამ ბლოგში შევეცდებით გავარკვიოთ - უმკლავდება თუ არა თანამედროვე ხორცსაკეპი მანქანები როგორც ძირითად, ისე მეორად ფუნქციებს?
პირველ რიგში, განვიხილოთ ის მახასიათებლები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება თუკი მათ ყიდვას გადაწყვეტთ:
- ძალა და შესრულება;
- უჯრის მასალა, დანები და ჩასატვირთი;
- მთლიანი კომპლექტი;
- საშუალო ფუნქციები.
რომელი ბრენდის ხორცსაკეპი მანქანის ყიდვა სჯობს?
ახლა, როდესაც დაახლოებით იცით რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს თქვენს ახალ მოწყობილობას, შესძლებთ შეარჩიოთ საუკეთესო ბრენდის მოდელები, რომლებიც აწარმოებენ ელექტრო ხორცსაკეპ მანქანებს.
რადგან ბრენდზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე ამჟამად Bosch ხორცსაკეპი მანქანები ფასდაკლებაში გვაქვს, რომლებიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე მახასიათებლებითა და ფუნქციური შესაძლებლობებით. თუკი ფიქრობთ ხორცსაკეპის ფასდაკლებით ყიდვას, მაშინ ეს შანსი ნამდვილად თქვენთვისაა!
აქვე წარმოგიდგენთ საუკეთესო ბრენდებს, რომელთა საოჯახო ტექნიკა ისურვეს ონლაინ მაღაზიის საიტზეც მრავლად შეგხვდებათ:
- Philips;
- Panasonic;
- Zelmer;
- Kenwood;
- Moulinex;
- Bosch.
ახლა კი საინტერესოა გადავიდეთ კონკრეტული მოდელების განხილვაზე:
Philips HR2745 00
- სიმძლავრე - 2600 W (ნომინალური - 800 W);
- ხორცის დამუშავება ერთ წუთში - 4500 გრ;
- გადატვირთვისაგან დაცვის ფუნქცია;
- რევერსი.
Philips ხორცსაკეპი მანქანა დამზადებულია ალუმინის მასალისგან, რომელიც დამატებით აღჭურვილია გრძელი დენის კაბელით, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ ტექნიკა თავისუფლად განათავსოთ სამზარეულოს ნებისმიერ ადგილზე.
Panasonic MK-G1800PWTQ4.5
- სიმძლავრე - 1800 W (ნომინალური - 330 W);
- ხორცის დამუშავება ერთ წუთში - 1600 გრ;
- გადატვირთვისაგან დაცვის ფუნქცია;
- რევერსი.
იაპონურ კომპანიას არ შეეძლო თავისი ხორცსაკეპი მანქანაც რომ არ შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. Panasonic ხორცის საჭრელ მანქანაში გათვალისწინებულია მოსახერხებელი განყოფილების არსებობა, რომელიც შექმნილია კაბელის დასამალად. გარდა ამისა, აღჭურვილია თვითწმენდადი ლითონის დანით, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა და მალე არ ბლაგვდება.
Kenwood MG700
- სიმძლავრე - 2000 W (ნომინალური - 850 W);
- ხორცის დამუშავება ერთ წუთში - 3000 გრ;
- გადატვირთვისაგან დაცვის ფუნქცია;
- რევერსი.
Kenwood ხორცსაკეპ მანქანაში კორპუსი და ხორცის დასამუშავებელი უჯრა მეტალის მასალისგანაა დამზადებული. პლიუს, მოცემულია სპეციალური სათავსო დენის კაბელისა და დანართების მოსათავსებლად. ამასთან, კომპლექტს დამატებით მოჰყვება დამცავი სახურავი და ძეხვეულისთვის განკუთვნილი სპეციალური თავები.
ამ ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის კორპუსი დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან, რომლის წყალობითაც იგი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს თუნდაც ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც.
Bosch MFW68680
- სიმძლავრე - 2200 W (ნომინალური - 800 W);
- ხორცის დამუშავება ერთ წუთში - 4300 გრ;
- გადატვირთვისაგან დაცვის ფუნქცია;
- რევერსი.
ბოშის ხორცსაკეპ მანქანას რეზინის ფეხები აქვს, რაც მოწყობილობის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ფუნქციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხორცის დამუშავების გარდა, მანქანას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ფუნქცია. მათ შორის გახეხოს ხილი, ან გამოწუროს წვენი. აქსესუარებში შედის ქაბაბისა და ძეხვეულის მოსამზადებელი თავები.
პოპულარული მოდელები