საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

თანამედროვე  ხორცსაკეპი მანქანები  საკმაოდ კომპაქტური და მარტივი გამოსაყენებელია, რომლებიც უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურებიან  ქალბატონებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტურია, ბევრმა დიასახლისმა აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. უნდა აღვნიშნოთ, რომ  ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, მნიშვნელოვნად იზრდება ამ წვრილ ტექნიკაზე მოთხოვნა.  ამიტომ, ვცდილობთ, მუდმივად ახალ-ახალი, თანამედროვე ხორცის საჭრელი მანქანები  შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

დიახ, თუკი ჩვენს საიტს ეწვევით, აუცილებლად ნახავთ, რომ ხორცსაკეპი მანქანის ფასები  ერთმანეთისგან სრულიად გასხვავებულია. განსხვავებას ტექნიკის შესაძლებლობები ან ბრენდი იწვევს, რომელიც მათ მაღალხარისხზე მიუთითებს. თუმცა, არც დაბალფასიანი მანქანები ჩამოუვარდებიან თავიანთი შესაძლებლობებით.

საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

რადგან საოჯახო ტექნიკის მაღაზიები  სხვადასხვა ბრენდის ხორცსაკეპ მანქანათა ფართო არჩევანს გვთავაზობს, შესაძლებელია ამ მრავალფეროვნებაში ნავიგაცია ცოტა გაგვიჭირდეს.  იმისათვის,  რომ არჩევანში არ შევცდეთ, ყიდვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:

  1. სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი,  მით უკეთესად იმუშავებს მოწყობილობა. 1000 ვატის სიმძლავრის მქონე მანქანას შეუძლია წუთში 0.8-დან 1.3 კგ-მდე ხორცის დამუშავება. 600 ვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ხორცის საჭრელი მანქანა ვერ გაუმკლავდება ძვლებსა და ხრტილებს,  რომლებიც შესაძლოა, ხორცში მოხვდეს.
  2. მასალა - იაფიანი მოდელები მზადდება პლასტმასისგან. ლითონის მასალისგან დამზადებული მოდელების ფასი უფრო მაღალია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალაა.
  3. დანები - საჭრელი მექანიზმის ფოლადი უნდა იყოს მაღალხარისხიანი, რათა არ მოხდეს მისი მუდმივი დაბლაგვება. თვითლესვადი დანის მქონე მოდელები  უფრო მეტხანს ძლებენ.
  4. ძრავის დაცვა - თუ ძრავა გადახურდება და მყარი საგნები მბრუნავ ნაწილებში მოხვდება, ხორცსაკეპმანქანა ავტომატურად უნდა გამოირთოს.
  5. ხმაურის დონე - აბსოლუტურად ჩუმი მოდელები არ არსებობს. მაგრამ ხმაზე ასევე მოქმედებს მოწყობილობის ხარისხი და სტაბილურობა.
  6. ზომები - საჭირო არ არის დიდი  მოწყობილობის შეძენა,  თუ შესაბამისი შესანახი ადგილი არ გაქვთ. კომპაქტურობისთვის ბევრი მოდელი აღჭურვილია სპეციალური კონტეინერებით;
  7. სტაბილურობა - თუ მოწყობილობას სტაბილურობა არ უვარგა, მანქანას ექნება დიდი ვიბრაცია და უსიამოვნო ხმები.

Kenwood MG-700

Kenwood ხორცსაკეპი მანქანის კორპუსი მეტალისაა. მოწყობილობა საკმაოდ ძლიერია და შეუძლია ერთ წუთში 3 კგ ხორცი დაატრიალოს. სიჩქარეს აკონტროლებს დიდი მბრუნავი ჩამრთველი, რომელიც გვერდით პანელზე მდებარეობს.

საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

მოწყობილობა აღჭურვილია კარგი დანართების ნაკრებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ფუნქციურობას. დენის კაბელი შეიძლება მოათავსო სპეციალურ კორპუსში. რეზინისებური ფეხების წყალობით კი, ხორცის საჭრელი მანქანა არ სრიალებს ზედაპირზე. მოდელის აწყობა და დაშლა მარტივია, ხოლო აქსესუარების მოთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • მართვის სიმარტივე;
  • საპირისპირო ბრუნვა;
  • სხვადასხვა დანართების არსებობა;
  • სიჩქარის ორი რეჟიმი.

უარყოფითი მხარეები:

  • მაღალი ხმაური.

Philips HR2743

თანამედროვე ხორცსაკეპი Philips-სგან,  რომელსაც შეუძლია 1 წუთში 4.5 კგ ხორცის გადამუშავება. ჩვენი რეიტინგის უმეტესი მოდელებისგან განსხვავებით, Philips ხორცის საჭრელ მანქანას მეტალის კორპუსი აქვს.

მოწყობილობა აღჭურვილია მრავალი სხვადასხვა ფორმის დანართით ამიტომ, ხორცსაკეპი მანქანა არა მხოლოდ ატრიალებს ხორცს, არამედ ანაწილებს, ჭრის და კოტლეტებისა და ძეხვეულის მომზადებაშიც გეხმარებათ.

საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

მტვრისა და ჭუჭყისაგან დასაცავად, შეფუთვაში შედის სპეციალური საფარი. ამდენად,  მწარმოებელმა უზრუნველყო ინოვაციური დასუფთავების სისტემა.

უპირატესობები:

  • მაღალი პროდუქტიულობა;
  • ტიტანის დანა;
  • უჟანგავი ფოლადის მასალები;
  • კომპაქტური დიზაინი და ზომა;
  • დანადგარის რეცხვა მარტივია.

უარყოფითი მხარეები:

  • დანართების შესანახად არ არის გათვალისწინებული სპეციალური ადგილი;
  • მუშაობს ხმამაღლა.

პოპულარული მოდელები

ხორცსაკეპი FRANKO FMG-1025
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1025
Regular price 265.00 ლარი 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი SOLLEX FRANCE SL 622 1353914568326
ხორცსაკეპი SOLLEX FRANCE SL 622 1353914568326
Regular price 199.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
Regular price 449.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი