ხოცსაკები მანქანები - მოდელების განხილვა
ჩვენ გთავაზობთ დღევანდელ მიმოხილვაში გაეცნოთ საუკეთესო ელექტრო ხორცსაკეპი მანქანების მიმოხილვას. დაწყებული იაფიანი (მაგრამ საიმედო დანადგარებით) და დასრულებული მძლავრი მოდელებით.
ხორცსაკეპის ყიდვისას, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენთვის სასურველი აპარატის სიმძლავრე და მოქმედებაა, რაც განსაზღვრავს იმას თუ რამდენად სასარგებლო იქნება ტექნიკა ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ამ პარამეტრების მიხედვით, ელექტრო ხორცსაკეპები დაყოფილია 3 ტიპად:
- დაბალი ენერგია (800 ვტ-მდე) - შესაფერისია პატარა ოჯახებისთვის ან იშვიათი გამოყენებისათვის. მათში ხორცის საფუძვლიანად დამუშავებისთვის საჭიროა ამავე ხორცის წინასწარ მომზადება. ანუ, პატარა ნაჭრებად დაჭრა და ძვლებისა თუ ხრტილის მოცილება. როგორც წესი, ასეთი ხორცსაკეპები იაფი ღირს და აქვთ მინიმალური რაოდენობის დანართები.
- საშუალო სიმძლავრე (800-1500 ვტ-მდე) -ასეთ მანქანებს, რომლებიც ეფექტური და ხელმისაწვდომია, შეუძლიათ საშუალო ოჯახის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
- ძლიერი (1500 ვტ-ზე მეტი) - გამოიყენება მრავალშვილიან ოჯახებში, ფერმებსა და კვების ობიექტებში. მართალია, ასეთი მოდელები საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარებია, მაგრამ მხოლოდ მათ შეუძლიათ ადვილად გაუმკლავდნენ ხორცის დიდ ნაწილებს, ხრტილებს და პატარა ძვლებსაც კი.
Supra MGS-1901/1902 - საუკეთესო იაფიანი ელექტრო ხორცსაკეპი
ხორცსაკეპი მანქანა Supra მომხმარებლებს იზიდავს კომპაქტური ზომებით, დახვეწილი დიზაინით, მაღალი ეფექტურობითა და დაბალი ფასით. ტექნიკა სამზარეულოში ძალიან მცირე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, მისი გამოყენება და შენახვაც ძალიან მოსახერხებელია.
მიუხედავად იმისა, რომ MGS-ის უწყვეტად მუშაობის დრო მხოლოდ 5 წუთია, ამ პერიოდის განმავლობაში იგი ახერხებს საკმარისი რაოდენობის ხორცის დამუშავებას, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება ოთხი ადამიანისთვის. აქვს 1.9 კვტ სიმძლავრე, რაც საკმაოდ ბევრია ასეთი კომპაქტური მოდელისთვის.
უპირატესობები:
- ძლიერი ძრავა, რომელსაც გადატვირთვისგან დაცვის ფუნქციაც აქვს;
- რევერსის რეჟიმი;
- კომპლექტში შედის 2 დისკი;
- რეზინისებრი, მოლიპული ფეხები.
ნაკლოვანებები:
- დამატებითი დანართები არ მოყვება;
- უწყვეტი მუშაობა მხოლოდ 5 წთ-მდე.
Maunfeld MMG.2000BRSV - საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანა სახლისთვის
ხორცის საჭრელი მანქანის მთავარი უპირატესობა საკმაოდ კარგი შესრულებაა - წუთში 2.6 კგ ხორცის გადამუშავება. მოდელს აქვს დისკების შესანახი დანამატებითი სათავსო, რაც ძალიან მოსახერხებელია. საპირისპირო სისტემა ხელს უწყობს ხორცსაკეპ მანქანაში დაგროვილი და გაჭედილი ხრტილების წმენდას.
უპირატესობები:
- დაბალი ხმაურის დონე;
- ქაბაბისა და ძეხვის დანართების არსებობა;
- რეზინისებრი ფეხები;
- ლითონის უჯრა;
- დანართებისთვის განკუთვნილი შესანახი განყოფილება.
ნაკლოვანებები:
- მექანიზმის ზოგიერთი ნაწილი დამზადებულია პლასტმასისგან.
Endever Sigma-51/52 - ხორცსაკეპი ბლენდერით
ორი მოწყობილობა ერთის ფასად - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?! ხორცის მანქანა ბლენდერით მხოლოდ ღვთის წყალობაა მათთვის, ვისაც პატარა სამზარეულოში ორივე ტიპის მოწყობილობა სჭირდება.
მოდელი აღჭურვილია 1.5 ლიტრიანი თასით, რაც საშუალებას მოგცემთ დაამუშაოთ არა მარტო ხორცი, არამედ მოამზადოთ პაშტეტი, კარტოფილის პიურე, სმუზი, ცომი და სხვა კერძები. გარდა ბლენდერისა, კომპლექტში შედის ხორცის ფარშის 3 დისკი.
უპირატესობები:
- დამატებითი ბლენდერი;
- ხორცის პროდუქტების გადასამუშავებელი დამატებითი დანართები;
- მაღალი სიმძლავრე;
- აქვს დანართებისა და დენის კაბელის შესანახი განყოფილებები;
- ძრავის დაცვა.
ნაკლოვანებები:
- მოკლე დენის კაბელი 0.8 მ;
- პლასტმასის კორპუსი.
ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ REDMOND-ის ხორცსაკეპი მანქანები, დაინეტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები