REDMOND საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

REDMOND  ყველა საწარმო ობიექტი ჩინეთში მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად, ბაზარზე  მხოლოდ ერთი პროდუქციით შემოვიდა, მაგრამ დღეს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის  მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩევა.

დღევანდელ ბლოგში გვინდა ვისაუბროთ კონკრეტულად REDMOND ხორცსაკეპების შესახებ, რომლებიც მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის კომბინაციითა წარმოდგენილი. აღნუშნული ბრენდის პროდუქციის ხილვა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც შეგიძლიათ.  აღნიშნულ მიმოხილვაში კი წარმოგიდგენთ ყველაზე ხელმისაწვდომსა და გაყიდვად REDMOND ხორცის საჭრელ მანქანებს და პარალელურად განვიხილავთ მათ მახასიათებლებს.

REDMOND საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

REDMOND RMG-1223

მართალია, ხორცსაკეპის სიმძლავრე 300 ვტ-ია, მაგრამ შეუძლია მაქსიმალური სიჩქარის განვითარება და 1000 ბრუნამდე აჩქარებაც. მოწყობილობა წუთში 1 კგ პროდუქტს ამუშავებს, რომლის ძრავა გადატვირთვის შემთხვევაში ავტომატურად ითიშება.  მანქანას აქვს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ფუნქციაც.

მოწყობილობის სრული კომპლექტი მოიცავს 2 დისკს, რომელიც განკუთვნილია ჩვეულებრივი ძეხვეულისა და ქაბაბის მოსამზადებლად. ხორცსაკეპი მანქანა დამზადებულია მთლიანად პლასტმასისგან, რაც დამახასიათებელია ბიუჯეტური მოდელებისთვის. მოსახსნელი ნაწილების განთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. დენის კაბელის სიგრძე 80 სმ-ია, ხოლო მოწყობილობის წონაა - 2.2 კგ.

უპირატესობები:

  • აქვს საკმარისად დიდი ძალა, რომელიც იშვიათია საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოდელებში;
  • ზედაპირზე სტაბილურად დგას;
  • მოყვება საკმარისი აღჭურვილობა;
  • აქვს დაბალი ფასი;
  • მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელია.

ნაკლოვანებები:

  • დამზადებულია მთლიანად პლასტმასისგან.
  • დანართებისთვის განკუთვნილი ყუთი არ აქვს;
  • მოკლე დენის კაბელი.

REDMOND RMG-1229

აღნიშნულ მანქანას თითქმის იგივე ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, როგორც წინა მოდელს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ მოდელს ბევრად მეტი - 1.6 კგ ხორცის გადამუშავება შეუძლია.

REDMOND საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

ძრავა გადატვირთვისა და გადახურების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება, მაგრამ ნებადართულია 5 წუთის განმავლობაში უწყვეტი გამოყენებისთვის. აქვს საპირისპირო მოძრაობის ფუნქციაც.

კომპლექტში მოყვება 2 დისკი ძეხვეულისა და ქაბაბისთვის.  ეს მოდელიც დამზადებულია მთლიანად პლასტმასისგან და მოსახსნელი ნივთების განთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. დენის კაბელის სიგრძეა 80 სმ, ხოლო წონა 2.22 კგ-ზე ოდნავ მეტია.

უპირატესობები:

  • მუშაობის მშვიდი რეჟიმი;
  • მოსახერხებელი;
  • საკმარისი საქშენები;
  • რეზინირებული ფეხების გამო, მყარად დგას მაგიდაზე;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

ნაკლოვანებები:

  • მოკლე დენის კაბელი;
  • პლასტმასის კორპუსი;
  • დანართებისთვის განკუთვნილი ყუთი არ აქვს.

REDMOND RMG-1223-6

წინა მოდელებისგან განსხვავებით, ამ მოდელის ღირებულება  უფრო ძვირია. წუთში 1 კგ ხორცს ამუშავებს და ძრავა ითიშება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა გადახურებული ან გადატვირთულია. უწყვეტი გამოყენება ნებადართულია 5 წუთის განმავლობაში.

REDMOND საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანები

მოწყობილობის კომპლექტი უფრო მრავალფეროვანია, რადგან მოყვება ხორცის დასამუშავებელი 2 დისკი, დასაქუცმაცებელი თავი და ძეხვისა და ქაბაბის მოსადამზადებელი ცალკე დისკები. ხორცის საჭრელი მანქანა დამზადებულია მთლიანად პლასტმასის მასალისგან, რომელსაც აქვს მოცურების საწინააღმდეგო რეზინის ფეხები.

უპირატესობები:

  • მდიდარი კომპლექტი;
  • კომპაქტური მოდელი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • ხორცის ადვილად დამუშავების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • გამოყენების დროს მანქანა თბება;
  • აქვს მოკლე დენის კაბელი.
  • დანართების ყუთი არ აქვს.

Philips-ის ბრენდის საუკეთესო ხორცსაკეპი მანქანების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
ხორცსაკეპი ARDESTO MGL-1790R
Regular price 219.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
Regular price 449.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1211
Regular price 599.00 ლარი 549 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი