ხელოვნური თუ ცოცხალი ნაძვის ხე - დადებითი და უარყოფითი მხარეები

დიახ, დიახ, ახალ წლამდე სულ რამდენი დღე დარჩა და ბევრი ჩვენგანი უკვე აქტიურად ფიქრობს რომელი ნაძვის ხის ყიდვა სჯობს  ბუნებრივის თუ ხელოვნურის? ან იქნებ უპირატესობა ქოთანში ჩარგულ ნაძვს მიანიჭოთ? ამისათვის ჩვენ შემოგთავაზებთ ყველა ოპტიმალურ ვარიანტს და პლიუს, განვსაზღვრათ მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს.

ცოცხალი ნაძვის ხე

ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხე  მრავალი წლის განმავლობაში ტრადიციულად ამშვენებდა სადღესასწაულო სახლებს. ბედნიერი ახალი წლის მთავარ ატრიბუტადაც სწორედ ნაძვი  ითვლებოდა და  მის გარეშე არც ერთი დღესასწაული არ მიმდინარეობდა. თუმცა, ყველასთვის ნაცნობია ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში, ცოცხალი ხის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა და ისინი ხელოვნური ნაძვის ხეებით ჩანაცვლდა.

ბუნებრივი ნაძვის ხეები

უპირატესობები:

  • ცოცხალი ნაძვის ხის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი უნიკალური სუნია, რომელსაც მყისიერად შემოაქვს ნამდვილი დღესასწაულის ატმოსფერო. გარდა ამისა, ხე ბუნებრივად თრგუნავს მტვერს, რაც ალერგიით დაავადებულთათვის ძალიან კარგია.

ნაკლოვანებები:

  • უცხო არავისთვის არ არის ალბათ ის ფაქტი, რომ დიდი რაოდენობით ხეების გაჩეხვა ტყის მასივის შემცირებასაც იწვევს, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე;
  • ცოცხალი ფიჭვი უფრო გამძლეა, ვიდრე ნაძვის ხე. ეს უკანასკნელი ძალიან მგრძნობიარეა თბილი ჰაერისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. სათანადო მოვლის გარეშე კი, ხე ძალიან მალე დაიწყებს ჭკნობას.

ხელოვნური ნაძვის ხე

ხელოვნური  ხე სულ უფრო  მეტ პოპულარობას იძენს და ეს შემთხვევითი არ არის: გარეგნულად ის საერთოდ არ ჩამოუვარდება ცოცხალ ხეს და გამოსაყენებლადაც  უფრო მოსახერხებლია.

მრავალფეროვანი დიზაინისა და სიმაღლის ხელოვნური ნაძვის ხეების ყიდვა  ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც შეგიძლიათ, სადაც ამჟამად ნაძვის ხეები ფასდაკლებით  გვაქვს წარმოდგენილი.

ხელოვნური ნაძვის ხეები იაფად

უპირატესობები:

  • თანამედროვე ხელოვნური ხეები ძალიან ლამაზად და ბუნებრივად გამოიყურება, რომლებსაც აქვთ: კონუსური ფორმა, მრავალფეროვანი ზომები, ფერები, წიწვების მახასიათებლები და დამატებითი აქსესუარები;
  • ხელოვნური ნაძვის ხის შენახვა უფრო მარტივია, რომლის შენახვის წესზეც წინა ბლოგებშიც ვისაუბრეთ. ამრიგად, ხელოვნურის შეძენის შემთხვევაში,  ყოველწლიური პრობლემა თავისთავად მოგვარდება;
  • ხელოვნური ნაძვის  ხეების ფასები  ერთმანეთისგან განსხვავდება: ზომის, მასალის ხარისხისა და დამატებითი აქსესუარების მიხედვით, ასევე განსხვავებაა დათოვლილ ნაძვის ხესა და სტანდარტულ მწვანე მოდელებს შორის. ზოგადად, ერთხელ ყიდვისას, აღარ არის საჭირო ყოველწლიურად დახარჯოთ თანხა.

ნაკლოვანებები:

  • ხელოვნურ ხეებს  არ გააჩნიათ ისეთივე სუნი და იერი, როგორიც ცოცხალი ნაძვებისთვისაა დამახასიათებელი;
  • რამდენიმე წლის შემდეგ, ხის ერთფეროვნება შეიძლება ძალიან მოსაწყენი გახდეს, რადგან მისი გარეგნობა უცვლელი რჩება;
  • აუცილებელია ძალიან პასუხისმგებლობით შეარჩიოთ ნაძვის ხის მოდელი, რათა უხარისხო პროდუქტი არ შეიძინოთ. ყურადღებით შეისწავლეთ მასალა, რისგანაც  დამზადებულია.

ნაძვის ხე ყვავილების ქოთნებში

ცოცხალი, მაგრამ ზრდადი ნაძვის ხეები  თქვენს აღფრთოვანებას ბუნებრივი წიწვოვანის სუნითა და იერით ნამდვილად შესძლებს.

უპირატესობები:

  • ქოთნებში ჩარგული ცოცხალი ნაძვები თავისი სუნითა და ბუნებრივი სილამაზით განსაკუთრებულად გაგიხალისებთ საახალწლო  განწყობას.  ასეთ შემთხვევაში, სულაც არ არის საჭირო ხის მოჭრა.

nadzvis xe

ნაკლოვანებები:

  • ქოთანებში ჩარგულები შედარებით ძვირია. უფრო ეკონომიური ვარიანტი იქნება ძალიან პატარა ნაძვის ხეები;
  • ზრდადი ნაძვები ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა. ისინი უნდა გააფორმოთ ფრთხილად, რათა წიწვები არ დაზიანდეს. შეარჩიეთ ძალიან მსუბუქი  საახალწლო სათამაშოები;

ასეთ ხეს სჭირდება სათანადო მორწყვა, ადგილის შერჩევა და საშუალო ტემპერატურის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნაძვი არის გარე მცენარე, ამიტომ დღესასწაულის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა გაიტანოთ გარეთ.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

ტომატის მოსამზადებელი საუკეთესო წვენსაწურები
ტომატის მოსამზადებელი საუკეთესო წვენსაწურები
ტომატის მოსამზადებელი წვენსაწურები ყველაზე ოპტიმალური მოდელებია, რადგან მათი დახმარებით შესაძლებე...
კითხვის გაგრძელება
სამზარეულოს გამწოვების ფართო არჩევანი
სამზარეულოს გამწოვების ფართო არჩევანი
ნებისმიერი სამზარეულო წარმოუდგენელია გამწოვის გარეშე, რომელიც ჰაერის ფილტრაციის გარდა, აღჭურვილია...
კითხვის გაგრძელება
საუკეთესო ელექტრო ჩაიდნები ტემპერატურის კონტროლით
საუკეთესო ელექტრო ჩაიდნები ტემპერატურის კონტროლით
ელექტრო ჩაიდანზე თერმოსტატით შეგიძლიათ დაარეგულიროთ წყლის ტემპერატურა და განსაზღვრული დროით დააყე...
კითხვის გაგრძელება