როგორ შევარჩიოთ ცოცხალი ნაძვის ხე

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბლოგები ყოველთვის უკავშირდება  ხელოვნური ნაძვის ხეების აღწერას, ასე ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბუნებისა და წიწვოვანი ხეების გადარჩენაში.

მაგრამ დღეს გთავაზობთ ოდნავ განსხვავებული შინაარსის ბლოგს, რომელიც ეხება ცოცხალი ნაძვის ხის შერჩევას.

ბლოგი განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუკი ბაზრობაზე შეგხვდათ უკვე მოჭრილი ცოცხალი ნაძვის ხეები, რომლებიც დიდი შანსია დღესასწაულის შემდეგ უფუნქციოდ გადაყარონ.

დასაწყისშივე, ჩვენი თხოვნაა, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებას, რადგან თითოეული ხე უკეთესი გარემოს გარანტიაა. სწორედ ამიტომაც,  ონლაინ მაღაზიის <ისურვეს> საიტზე, ყოველწლიურად ვთავაზობთ მომხმარებლებს ხელოვნურ ნაძვის ხეებზე ფასდაკლებას, ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ.

გამონაკლისი, ბუნებრივია, არც წელს იქნება ამიტომ, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ჩვენს საიტსა და შემოთავაზებებს, რომლებიც უამრავ საჩუქრებს გპირდებათ.

როგორ შევარჩიოთ ცოცხალი ნაძვის ხე

მოკლედ, ახალი წლის შვებულებამდე ორიოდე კვირით ადრე, საახალწლო ბაზრობა  აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ უამრავი სხვადასხვა დიზაინის ბუნებრივი და ხელოვნური ნაძვის  ხე.

პირველ რიგში, სანამ ნაძვის ხის ყიდვას  დააპირებთ, კარგად შეარჩიეთ წიწვები. შეაფასეთ ხის ზოგადი გარეგნობა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ მისი მდგომარეობის შესახებ.

დააკვირდით წიწვებს

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მწვანე სილამაზის წიწვებს, რომლებიც  განსაზღვრავენ ხის ჯანმრთელობას, მისი მოჭრის დროსა და მიმზიდველი ეფექტის შესაძლო ხანგრძლივობას.

წიწვები უნდა იყოს:

  • ღია მწვანე;
  • არ უნდა ჰქონდეს აშკარა დაზიანება. უნდა იყოს ხელუხლებელი;
  • წიწვზე შეხების შემდეგ სასიამოვნო სუნი უნდა დაგრჩეთ ხელზე;
  • წიწვები არ უნდა ტყდებოდეს
  • არ უნდა იყოს გამომშრალი.
როგორ შევარჩიოთ ცოცხალი ნაძვის ხე

    გამხმარი წიწვების მცირე რაოდენობაც კი, ამ ხის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაძვი დიდხანს ვერ  შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.

    ტოტების მდგომარეობა

    თქვენ ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ცოცხალი ხე მისი ტოტების მიხედვით. საყვარელი ნაძვის ხის დათვალიერებისას ხელით უნდა შეეხოთ მის ტოტებს. რბილად დახვევა და სწრაფად ფორმის აღდგენა შესანიშნავი მაჩვენებელია, რაც ხის სიჯანსაღეზე მიუთითებს. ასეთი ნაძვის შეძენა ნამდვილად მისაღებია, რადგან უფრო დიდხანსაც მოგემსახურებათ და  თავისი ნათელი, მწვანე წიწვებითა და ტყის სუნით განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეგიქმნით სახლში.

    ყიდვის პროცესი

    მას შემდეგ, რაც გაანალიზებთ  ის მახასიათებლებს, რომლებსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება, კომპეტენტურად უნდა მიუდგეთ თავად შეძენის პროცესს. გაითვალისწინეთ ნაძვის ხის შენაძენისა და ადგილის პირობები, ასევე ნაძვის ხის ტიპი, რომელზეც სასურველია წინასწარ იფიქროთ.

    როგორ შევარჩიოთ ცოცხალი ნაძვის ხე

    რომელი ხის შერჩევაა უკეთესი?

    დღეს  საახალწლო ნაძვის ხეების  დიდი არჩევანია შემოთავაზებული: თეთრი ნაძვის ხე, დათოვლილი, სტანდარტული მწვანე და ა.შ. რომლებიც განკუთვნილია ბინისთვის ან სახლისთვის. თუ ხელოვნური ნაძვის ხე თავიდანვე გამორიცხეთ,  მაშინ უნდა გადაწყვიტოთ რომელი ცოცხალი ხის ყიდვა სჯობს.

    არსებობს შემდეგი ორი ვარიანტი:
    1. შეიძინოთ ნაძვები საახალწლო ბაზრობაზე;
    2. ან შეიძინოთ სპეციალურ სანერგეებში, სადაც ასეთ ხეებს სპეციალურად ახალი წლისთვის ზრდიან.

    საახალწლო ნაძვის ხის გაფორმების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:         როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე 2021 წელს

    პოპულარული მოდელები

    პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
    პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
    Regular price 400.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია
    პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
    პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
    Regular price 500.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია
    პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
    პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
    Regular price 640.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია
    პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
    პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
    Regular price 460.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty ხარისხის გარანტია