ხელმისაწვდომი ღირებულების საკერავი მანქანები კომპიუტერული პროგრამებით

კომპიუტერული საკერავი მანქანების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ოპერაციებისა და ფუნქციების უზარმაზარი რაოდენობა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხით კერვას.

მეორეს მხრივ, ძლიერი საკერავი მანქანების  ფასი  მაღალია, რაც მისი მრავალფუნქციურობით გამოიხატება. თუმცა, დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ შედარებით ხელმისაწვდომი ღირებულების საკერავი მანქანები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე.

Singer Starlet 6699

ჩვენს რეიტინგს ხსნის Singer საკერავი მანქანა,  რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ამავე დროს ყველაზე მრავალფუნქციური მოწყობილობაა. ასრულებს 100-მდე ოპერაციას, ასევე ოვერლოკსა და დეკორატიულ ნაკერებს. მომხმარებელს მანქანის მართვა შეუძლია კორპუსის წინა პანელზე განთავსებული ღილაკებით.

მიმდინარე პროცესი მითითებულია ეკრანზე. ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია დეტალური სურათები და ყველანაირი ფუნქცია, გამოადგებათ დამწყებ მკერავებს. ძაფისა და განათების სისტემები პასუხისმგებელნია დამატებითი კომფორტის შექმნაზე.

ხელმისაწვდომი ღირებულების საკერავი მანქანები კომპიუტერული პროგრამებით

მანქანა შეფუთულია საიმედო მყარ სათავსოში, რომელიც იცავს მექანიზმებს დაზიანებისა და მტვრისგან. მწარმოებელმა კომპლექტს დაამატა ფეხები და ნემსების ნაკრები, რომლებიც მოთავსებულია აქსესუარების სპეციალურ განყოფილებაში.

ერთადერთი მინუსი, რომელსაც მომხმარებლები აღნიშნავენ, არის მაღალი სიჩქარით მუშაობის დროს ხმაური, მაგრამ ამის პარალელურად,  აქებენ მოწყობილობის პედალს,  კარგად გააზრებულ მართვასა და  ფუნქციონირებას.

Jaguar 8492

Jaguar საკერავი მანქანა შესანიშნავია სახლის პირობებში სამუშაოდ. 60 ფუნქცია მოიცავს ყველა ძირითად ოპერაციას, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ქსოვილის დამუშავებისთვის. მანქანას შეუძლია შეკეროს ქსოვილები 6.5 მმ სიგანემდე და 4.5 მმ სიგრძემდე, ხოლო ორმაგი ნემსით შესაძლებელია  სხვადასხვა მიმართულებით კერვა.

მწარმოებელმა დაამატა მოსახერხებელი მკლავის პლატფორმა და აქსესუარების სათავსო. ამასთან, აქვს სპეციალური ქსოვილის ჩანთა, რომელიც იცავს მოწყობილობას მტვრის შეღწევისგან. ნაკრებში დამატებით შედის ნემსები, სახრახნისები, ზეთი და პედალი.

ხელმისაწვდომი ღირებულების საკერავი მანქანები კომპიუტერული პროგრამებით

Jaguar პლატფორმაზე პატარა ეკრანი აქვს, რომელიც აჩვენებს ძირითად ინფორმაციას ყველა ოპერაციის შესახებ. წნევის დონე და კერვის სიჩქარე ძალიან შეუფერხებლად იცვლება, თან ისე, რომ ქსოვილსაც არ აზიანებს.

მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტივია მანქანის გამოყენება და ფეხების ჩანაცვლება. თან არ გამოსცემს ზედმეტ ხმაურს და ღირებულებითაც იაფია.

Janome 450MG

კიდევ ერთი საკერავი მანქანა Janome -სგან, რომელიც სხვა მოდელებზე არანაკლებ ყურადღების ღირსია. მოწყობილობა შექმნილია მოყვარული მკერავებისთვის და საშუალო ცოდნის მქონე ხელოსნებისათვის.

ხელმისაწვდომი ღირებულების საკერავი მანქანები კომპიუტერული პროგრამებით

მანქანა ასრულებს 50 ოპერაციას, მათ შორის ძირითადს, დეკორატიულსა და ნაქსოვის ფუნქციებს. სამუშაო სიჩქარე რეგულირდება ბერკეტით, ხოლო პოზიციონირების ღილაკს შეუძლია შეცვალოს ნემსის პარამეტრები.

Janome საკერავ მანქანას აქვს LCD ეკრანი, რომელიც  აჩვენებს დეტალურ ინფორმაციას ყველა პროცესის შესახებ. ამის წყალობით, მოწყობილობა არ არის გადატვირთული ზედმეტი ღილაკებით და გამოტანილია მხოლოდ ძირითადი სიმბოლოები.

რა განსხვავებაა საკერავ და საქარგავ მანქანებს შორის?

პოპულარული მოდელები

ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
Regular price 80.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
Regular price 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME MX 77
საკერავი მანქანა JANOME MX 77
Regular price 549 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი