რა განსხვავებაა საკერავ და საქარგავ მანქანებს შორის?

საქარგავი მანქანები ქსოვილის დეკორაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად იმუშაოთ არათუ  ხელით, არამედ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით.

საქარგავი და საკერავი მანქანები  ყველაზე რთული ტიპის საკერავი ტექნიკაა, რომლის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ ნამდვილი შედევრები. კარგი მოწყობილობის შესაძენად კი უნდა გაეცნოთ საკერავი და საქარგავი მანქანების რეიტინგს, რომლებიც მრავლად შეგხვდებათ ჩვენი საიტის ბლოგებში.

საკერავი და საქარგავი მანქანები - რა განსხვავებაა მათ შორის

თანამედროვე საქარგავი მანქანები სპეციალური პროგრამით კომპიუტერის საშუალებით მუშაობს. დიდი რაოდენობით ნიმუშები ინახება მოწყობილობის მეხსიერებაში, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ორიგინალური ნახატები.

მომხმარებელი შედის საჭირო პარამეტრებში, უთითებს შესაბამის ფუნქციას და ააქტიურებს კომპიუტერულ პროგრამას. ამის შემდეგ, მთავარ სამუშაოს შეასრულებს თავად ტექნიკა. თქვენ პერიოდულად უნდა შეასრულოთ დამხმარე ოპერაციები და გააკონტროლოთ პროცესი.

რა განსხვავებაა საკერავ და საქარგავ მანქანებს შორის?

საქარგავსა და საკერავ მანქანებს შორის განსხვავება მხოლოდ  მათ ფუნქციონირებაშია. საქარგავი მანქანა  ქმნის ნაქარგებსა და აპლიკაციებს, ხოლო საკერავი მანქანა ასრულებს მხოლოდ კერვით სამუშაოებს. თუმცა, არსებობს ისეთი დანადგარები, რომლებიც ორივე ფუნქციას ითავსებს.

საკერავი და საქარგავი მანქანების მახასიათებლები

საკერავი და საქარგავი მანქანები - კომპიუტერით კონტროლირებადი რთული  ხელსაწყოებია, რომელთა მეხსიერებაში დამახსოვრებულია დიზაინის, სურათებისა და ნიმუშების დიდი რაოდენობა. ასეთ დანადგარებს შეუძლიათ ნებისმიერ ქსოვილზე სასურველი ნიმუშების დამუშავება.

საკერავი და საქარგავი მანქანების სახეები

მოცულობიდან გამომდინარე, საკერავი და საქარგავი მანქანა-მოწყობილობები იყოფა საყოფაცხოვრებო ნახევრადპროფესიონალურ მინი საკერავ მანქანებად,  და პროფესიონალ მოდელებად. პირველი ტიპი განკუთვნილია სახლში ან პატარა ატელიებში გამოსაყენებლად, რომლებსაც მინიმალური ფუნქციების ნაკრები, დაბალი ფასი, ქარგვის მცირე ველი და მუშაობის საშუალო სიჩქარე აქვთ.

რა განსხვავებაა საკერავ და საქარგავ მანქანებს შორის?

საყოფაცხოვრებო მოდელები ვერ უმკლავდებიან რთულ ნახატებს, მაგრამ მარტივი ნიმუშებისა და ილუსტრაციების შესრულება პრობლემების გარეშე შეიძლება.

ნახევრად პროფესიონალური მანქანები უფრო სწრაფად მუშაობენ და მეტი ოპერაციის შესრულებაც შეუძლია. ისინი გამოიყენება მცირე სახის წარმოებაში. გარდა ამისა, მოწყობილობა შესანიშნავი ასისტენტია ექსკლუზიური დიზაინის ნაქარგების შექმნისთვის.

პროფესიონალურ მანქანებს აქვთ უამრავი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი ოპერაციები, რომლებიც უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობენ. გარდა ამისა, შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება. ასეთი მოდელები გამოიყენება ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის და  დიდი რაოდენობით პროდუქტების დამუშავებისთვის. რაც შეეხება ფასს,  ღირებულებაც შესაბამისად  მაღალია.

აღჭურვილობა და ტექნიკური შესაძლებლობები

ხშირ შემთხვევაში, მოწყობილობა აღჭურვილია ეკრანით (შავი და თეთრი ან ფერადი), რომელიც აჩვენებს სამუშაო პროცესს და შეცდომის შემთხვევაში გამცნობთ სიგნალებით.

რა განსხვავებაა საკერავ და საქარგავ მანქანებს შორის?

ქარგვის ზომა დამოკიდებულია საქარგავის დამჭერზე. დამატებითი დამჭერი შეგიძლიათ შეიძინოთ ცალკე, მაგრამ ყველა მანქანას აქვს გარკვეული შეზღუდვები. აპარატების ზოგიერთი მოდელი შეიცავს ყველა საჭირო აქსესუარების კომპლექტს, ზოგი ცალკე უნდა შეიძინოთ.

აპარატთან ერთად ნაკრები შეიძლება შეიცავდეს:

  • ნემსების ნაკრებს;
  • საწმენდ ფუნჯს;
  • საფარს;
  • საქარგავის დამჭერის ნაკრებს;
  • სახრახნისს;
  • მაკრატელს;
  • სახელმძღვანელოს ნაქარგებთან მუშაობისა და დიზაინისთვის.

წამყვანი ბრენდების საკერავი მანქანების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

საკერავი მანქანა JANOME JB3115
საკერავი მანქანა JANOME JB3115
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
Regular price 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME MX 77
საკერავი მანქანა JANOME MX 77
Regular price 549 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი