წამყვანი ბრენდების საკერავი მანქანები
თუკი კერვა თქვენი სტიქიაა, მაშინ ხარისხიანი საკერავი მანქანის ყიდვა არსებითად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დღეს გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე სხვადასხვა ბრენდის საკერავი მანქანები, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია.
Jaguar LW-200
შესანიშნავი საკერავი მანქანა, რომელიც აღჭურვილია ელექტრონული მართვის ფუნქციით. ოპერაციების სიჩქარე საკმაოდ მაღალია - წუთში დაახლოებით 60 ნაკერი.
დიზაინის საშუალებით შესაძლებელია ქსოვილზე გარკვეული ცვლილბების შეტანა. სამუშაო ზედაპირი კი განათებულია, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით.
მანქანას მოსახერხებელი ქსოვილის საფარი მოყვება, რომელიც დაიცავს მას მტვრის შეღწევისგან. ეს მოდელი თავის საფასო კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინაიდან, თითქმის შეუძლებელია ასეთი ფუნქციების მქონე მოდელის ხელმისაწვდომ ფასში პოვნა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ღირებულების საკერავი მანქანები, რომელთა შეძენა განვადების პირობებითაც შესაძლებელია.
კერვის ფუნქციის გარდა, მოწყობილობა აღჭურვილია ქარგვის ფუნქციით, რომელიც დეკორატიული ფორმების შექმნის საშუალებას მოგცემთ. მანქანას ინტეგრირებული ელექტრონული ასისტენტი აქვს, რომელიც ქსოვილის ტიპების მიხედვით გარკვეულ რჩევებს გაძლევთ. მთელი ინფორმაცია კი ნაჩვენებია თხევადკრისტალური მონიტორზე.
უპირატესობები:
- ფუნქციებისა და ღირებულების შესანიშნავი თანაფარდობა;
- ქმნის სრულყოფილ ნაკერებს ყველანაირი ტიპის ქსოვილზე;
- მუშაობს ძალიან სწრაფად;
- მუშაობის დროს არ ხმაურობს.
ნაკლოვანებები:
- რთული ინსტრუქცია.
Singer Confidence 7463
ეს არის ამერიკული მწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საკერავი მანქანა, რომელიც მრავალი წელია ლიდერობს სამკერვალო აღჭურვილობის წარმოებაში. მოწყობილობა საკმაოდ მრავალფუნქციურია, რომელიც პრაქტიკულია სახლის პირობებში გამოსაყენებლად.
აღნიშნული მოდელის Singer საკერავ მანქანას შეუძლია შეასრულოს დაახლოებით 30 ოპერაცია. ნაკერების მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 7 მმ-ია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ კერვის სიჩქარე. გარდა ამისა, შესაძლებელია ფეხის წნევის რეგულირდებაც. საკერავი აქსესუარების შესანახად გამოყოფილია სპეციალური სათავსო.
საკერავი მანქანა Singer შესანიშნავად უმკლავდება ყველაზე რთულ დავალებებსაც კი, რომელიც მუშაობს როგორც თხელ, ასევე - მკვრივ ქსოვილებთან.
კორპუსი მაღალხარისხიანია, რომელიც დამზადებულია საიმედო, მყარი პლასტმასისგან, ხოლო ნაკრები შეიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ მოწყობილობის კომფორტული მუშაობისთვის.
უპირატესობები:
- შესანიშნავი კერვა;
- საიმედო მშენებლობა;
- მისაღები ღირებულება.
ნაკლოვანებები:
- პატარა პედლები;
- აქსესუარები საკმაოდ ძვირია.
Brother INNOV-‘IS 10
ჩვენი რეიტინგის მესამე ადგილზეა საკერავი მანქანა Brother, რომელიც შესანიშნავია დამწყებთათვის. დიზაინი აღჭურვილია ძალიან კომფორტული გადართვის ღილაკით და 16 ოპერაციით.
წინა პანელზე განთავსებულია ჩართვა/გამორთვის ღილაკი, ხოლო კომპლექტში შედის ფეხის პედლები. გარდა ამისა, აღჭურვილია პატარა LCD ეკრანით, სადაც ნაჩვენებია ნაკერის სიგანე და სიგრძე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კერვის სიჩქარის რეგულირებაც.
მოწყობილობა მუშაობს ჩუმად, სამუშაო ადგილის გვერდით კი განთავსებულია დამატებითი აქსესუარების სათავსო. მანქანა შესანიშნავად მუშაობს ყველა ტიპის ქსოვილთან და ძაფებთან. ნაკერის მაქსიმალური სიგრძეა 5 მმ, ხოლო სიგანე - 7 მმ.
უპირატესობები:
- მარტივი მართვა;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ პედლის გარეშე.
Isurve.ge საკერავი მანქანების ონლაინ მაღაზიაში, პროდუქტის ფართო არჩევანია. შეგხვდებათ როგორც ზემოთ ხსენებული ბრენდების მანქანები ასევე, საკერავი მანქანა Janome, ოვერლოკის მანქანები და ა.შ.
პოპულარული მოდელები