ხელმისაწვდომი ღირებულების მობილური ტელეფონები - შერჩევის პარამეტრები

მაღალხარისხიანი ჩინური ტელეფონების შესაძენად, არ არის საჭირო იყოთ ექსპერტი ან აუცილებლად კარგად გესმოდეთ ტექნიკური პარამეტრები.

ამისათვის საკმარისია ყურადღება მიაქციოთ ძირითად მახასიათებლებს:

  • კორპუსი და ზომები - ჩინური კომპანიების უმეტესობა ხელმძღვანელობს პოპულარული  ბრენდების ფლაგმანებით და მათ  მაგალითზე აწარმოებს მობილურების  ელეგანტურ დიზაინს და თხელ კორპუსს დიდი ჩარჩოების გარეშე;
  • ეკრანი - შეარჩიეთ 5.5 ინჩიანი დიაგონალი, მაღალი გაფართოება, სურათის კარგი დეტალიზაცია და მაქსიმალურად  ბუნებრივი ფერების გადაცემა. შეამოწმეთ ხედვის კუთხეები, რათა თავიდან აიცილოთ შემაწუხებელი მბზინვარება კიდეების გარშემო;
  • ოპერაციული სისტემა - ყველაზე ხშირად წარმოდგენილია Android სისტემა ამიტომ, მხოლოდ მისი ვერსიის არჩევა გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ, თქვენი ამოცანების შესასრულებლად, ოპერაციული სისტემა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ მეცხრე ან მეათე ვერსიას;
  • პროცესორი - 2020 წელს ძალიან მასიური აღმოჩნდა 8 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც სტაბილურად მუშაობს ყველა პროგრამასთან;

მობილურები OnePlus Nord

  • მეხსიერება - აქ ყველაფერი მარტივადაა. მინიმალური ოპერატიული მეხსიერება იწყება 3 გბ-დან და შეგიძლიათ მეხსიერების ბარათის დაკავშირებაც. ამ შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს საჭიროებებზე;
  • კამერა - მოდელების უმეტესობა აღჭურვილია მაღალი რეზოლუციისა და კარგი გამოსახულების მქონე მოდულებით.

და რა თქმა უნდა, მახასიათებლების მიმოხილვის შემდეგ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ კონკრეტული მოდელი, ხოლო  ასევე სხვა ბრენდის მობილური ტელეფონების სანახავად, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს Apple და Samsung ტელეფონები ფასდაკლებით, ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ სასურველ მისამართზე.

realme 6S 6/128 გბ - ჩინური ტელეფონი ხელმისაწვდომი ღირებულებით

ბრენდი შედარებით ახალია და ამ დროისთვის არც თუ ისე გავრცელებულია, მაგრამ რეიტინგის თვალსაზრისითა და ექსპერტების შეფასებებით, საკმაოდ მაღალ  ქულები აქვს.

უახლესი ვერსიის 8 ბირთვიანი პროცესორი აჩვენებს მუდმივად მაღალ სამუშაო შედეგს, 6 გბ-იანი  მეხსიერება კი საკმარისია სამუშაოსთვის, თამაშებისთვის და ინტერნეტში სქროლვისთვის.

მობილურები realme 6S

თუ წინა კამერა ჯერ კიდევ ვერ უწევს კონკურენციას სხვა ბრენდების კამერებს, უკანას შემთხვევა განსხვავებულია, რადგან იღებს ბევრად უკეთესს ფოტოებს მეტი სიცხადითა და დეტალებით. ეკრანი დიდია და აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორით, რომელიც მყისიერად რეაგირებს ბრძანებებზე.

გარდა ამისა, გათვალსიწინებულია  სწრაფი დატენვის ფუნქცია, ხოლო სრული დატენვის შემდეგ, სტანდარტულ რეჟიმში შეუძლია 32 საათამდე იმუშაოს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ეკრანი (დიაგონალი, მატრიცა) – 6.5 ინჩი, IPS;
  • კამერა (მთავარი/წინა) - 48/16 მეგაპიქსელი;
  • პროცესორი - MediaTek Helio G90T;
  • მეხსიერება - 6/128 გბ;
  • წონა - 191 გრამი.

დადებითი:

  • სწრაფი პროცესორი;
  • მეხსიერების კარგი შესრულება;
  • იდეალური სენსორი;
  • დიდი ეკრანი ბუნებრივი ფერის რეპროდუქციით.

მინუსები:

  • ზოგჯერ ავტომატური სიკაშკაშის რეგულირება იკარგება;
  • ეკრანი ძალიან მაკფიოდ ანათებს მზეზე.

ტელეფონები 800-1000 ლარის ფარგლებში ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

დასაკეცი ტიპის კომპაქტური საუთოო მაგიდები
დასაკეცი ტიპის კომპაქტური საუთოო მაგიდები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ტანსაცმლისა და თეთრეულის დაუთოება აუცილებელია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული  სა...
კითხვის გაგრძელება
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანების უპირატესობები - მომხმარებელთა შეფასებები
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანების უპირატესობები - მომხმარებელთა შეფასებები
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა  Bosch იდეალური გამოსავალია მცირე ზომის სამზარეულოს მფლობელე...
კითხვის გაგრძელება
ტომატის მოსამზადებელი საუკეთესო წვენსაწურები
ტომატის მოსამზადებელი საუკეთესო წვენსაწურები
ტომატის მოსამზადებელი წვენსაწურები ყველაზე ოპტიმალური მოდელებია, რადგან მათი დახმარებით შესაძლებე...
კითხვის გაგრძელება