თანამედროვე ტელეფონები 800-1000 ლარის ფარგლებში
ტელეფონების არჩევანი იმდენად დიდია, ცოტა რთულია კონკრეტული ბრენდის ან მოდელების წარმოდგენა, მაგრამ არსებობს მობილურები, რომლებიც ამჟამად განსაკუთრებით პოპულარულია და რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.
მობილურები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, მათში წარმოდგენილია ფლაგმანური პროცესორები, უახლესი კამერები, თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები და დიზაინი.
აღნიშნული ტელეფონების ყიდვა ქართულ ბაზარზე 800 ლარიდან 1000 ლარამდე ფარგლებშია შესაძლებელი.
Samsung Galaxy A71 6/128 გბ
სამსუნგის ტელეფონს რვაბირთვიანი Snapdragon 730 პროცესორი აქვს, რომელიც დამზადებულია 8nm ტექნოლოგიის გამოყენებით. ოპერაციული სისტემის წყალობით კი მოდელი შესაფერისია ყოველდღიური სამუშაოების გადასაჭრელად.
ტელეფონის მეხსიერების მოცულობაა 128 გბ ამიტომ, ასეთი მობილურები საუკეთესოდ შეეფერება მათ, ვინც ხშირად იღებს ვიდეოებსა და ფოტოებს. მოდელი თავსებადია SD ბარათებთან, ასე რომ მისი მეხსიერების გაფართოება მარტივად შეგიძლიათ.
ეკრანის დიაგონალი 6.7 ინჩიანია ამიტომ, ვიდეოები, ფოტოები და თამაშები საოცრად ჩანს ამ ეკრანზე. სმარტფონს მაღალხარისხიანი ეკრანი აქვს, რომლის წყალობითაც, ყველა ფოტო და ვიდეო განსაკუთრებული სიწმინდით გამოჩნდება.
ტელეფონის 64 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაღალი გარჩევადობის ფოტოები და ვიდეოები.
აკუმულატორის სიმძლავრეა 4500 mAh, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და საშუალებას იძლევა დიდხანს იმუშაოს დატენვის გარეშე.
მახასიათებლები:
- ეკრანი - 6.7 ინჩი;
- რეზოლუცია - 2400x1080 პიქსელი.
დადებითი:
- ხარისხიანი ეკრანი;
- შესრულება;
- კამერა.
მინუსები:
- ბევრი პროგრამული რეკლამა.
Xiaomi Redmi Note 8 Pro 6/128 გბ
Xiaomi Redmi Note 8 Pro ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, რომელიც 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ტელეფონი წარმოდგენილია თეთრ ფერში და აქვს 64 გბ მეხსიერება.
Redmi Note 8 ჩინური წარმოების ტელეფონის რვაბირთვიანი მაღალი წარმადობის პროცესორი ხელს უწყობს ტელეფონის სწრაფად ჩართვას, რომელიც ერთდროულად ხსნის მრავალ პროგრამას. ასევე უზრუნველყოფს მობილური თამაშების კომფორტულ შესაძლებლობას.
თითის ანაბეჭდის სკანერის წყალობით, თქვენს ტელეფონს ნებართვის გარეშე ვერავინ გამოიყენებს. ჩამონტაჟებული უკანა კამერა, რომელსაც ოთხი ლინზა აქვს, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სმარტფონები ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის.
მახასიათებლები:
- ეკრანი - 6.53 ინჩი;
- რეზოლუცია 2340x1080 მეგაპიქსელი.
დადებითი:
- ხარისხიანი ფოტო გადაღება;
- მაღალი ხარისხის ეკრანი.
მინუსები:
- მძიმე;
- ავტო სიკაშკაშე.
იმ შემთხვევაში, თუკი ტელეფონების განვადებით ყიდვა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მისამართზე, უმოკლეს დროში მიიღებთ თქვენს მიერ არჩეულ ნებისმიერ მოდელს.
HUAWEI P30 Lite New Edition
HUAWEI ბრენდის მობილურ - P30 Lite-ს საკმაოდ დიდი ეკრანი აქვს, რომლის დიაგონალური ზომა 6.15 ინჩია და წარმოდგენილია კლასიკურ შავ ფერში, რომლის უკანა კედელი დამზადებულია 3D მინისგან.
ტელეფონის მახასიათებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა GPU Turbo 2.0 ტექნოლოგიით, რომლის წყალობითაც თქვენ შეძლებთ ითამაშოთ ნებისმიერი თამაში.
3340 mAh სიმძლავრის მქონე აკუმულატორი გახდის სმარტფონს თქვენი ცხოვრების საიმედო მეგზურად, ვინაიდან, მოწყობილობას შეუძლია ელემენტის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში, რაც ნამდვილად დამატებითი კომფორტია.
მახასიათებლები:
- ეკრანი - 6.15 ინჩი;
- რეზოლუციაა 2312x1080.
დადებითი:
- დახვეწილი დიზაინი;
- მოსახერხებელი, კომფორტული გამოსაყენებელი;
- მაღალხარისხიანი კამერა.
პოპულარული მოდელები