ხელის ლობზიკი თუ ელექტრო ლობზიკი?
ბოლოს როდის გამოიყენეთ მექანიკური ბურღი? ან ორმხრივი ხერხი? თუ არასდროს გამოგიყენებიათ, ამაში გასაკვირი არაფერია. ბევრმა ხელით გამოყენებადმა ინსტრუმენტმა თავისი ადგილი დაუთმო ელექტრო ვერსიებს, რომელიც აღმოჩნდა უფრო ფუნქციონალური და მარტივად გამოყენებადი. ეს აგრეთვე ეხება დღევანდელი მასალის გმირს - ელექტრო ლობზიკს.
ხელის ბეწვა ხერხი აღჭურვილია თხელი ქლიბით, რკალისებრი სახელურით, რომლის გამოყენებაც ბევრს უწევდა და სწორედ ისინი აყალიბებენ, მარტივად, მთავარ პრეტენზიებს, ხელის ლობზიკთან მიმართებაში.
ადვილად გატეხვადი მასალის შემთხვევაში უადგილოდ იცის დაზიანება, აგრეთვე უჭირს შედარებით მტკიცე სტანდარტული ფანერების დამუშავება, რა დროსაც გამოიყოფა ბევრი მტვერი, რის შედეგადაც ხდება სამუშაოს შეფერხება, საქმიანობა ხდება ბევრად რთული.
ამგვარი უხერხულობის მოსაგვარებლად, კომპანია BOSCH-ის სპეციალისტებმა 1940 წელს შექმნეს პირველი ელექტრო ლობზიკი. სიახლე აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი.
ამ დროისთვის ათობით კომპანია აწარმოებს, მათ შორის ისეთი ცნობილი ფირმები, როგორებიცაა: Hitachi, Makita და, რა თქმა უნდა, ლიდერი ამ სფეროში - ზემოთხსენებული BOSCH. ეტაპობრივად ხელის ლობზიკების წარმოება შეწყდება.
რითი არის ელექტრო ლობზიკის გამოყენება უფრო სასარგებლო ვიდრე ხელის? პირველ რიგში აღვნიშნავთ ბრიტვის სიმძლავრეს. ამის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ ფანერების, არამედ უფრო სქელი ხის მასალის დამუშავება.
აგრეთვე შესაძლებელია უფრო მყარ მასალებთან მუშაობაც, როგორებიცაა: პლასტმასი, მინა, აგური, ლითონი. ამრიგად, ელექტრო ლობზიკი არის სრულფასოვანი ხერხი, რომლითაც შესაძლებელია ისეთი სამუშაობის შესრულება, რისთვისაც ვიყენებთ ლითონის საჭრელ ხერხს ან ე.წ. ბალგარკას.
ნებისმიერი ელექტრო ხელსაწყოს მსგავსად, ელექტრო ლობზიკიც საკმაოდ საშიში ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მოუხერხებელთათვის, თუმცა სპეციალისტებმა იციან თუ როგორ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, საფრთხის ასარიდებლად.
ე.წ. ფიქსატორები ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ამცირებენ დატვირთვას მკლავზე, რაც დაღლილობის ეფექტს ამცირებს. სპეციალური დამცავი ხელს უშლის მტვრის დაგროვებას ხერხის მჭრელში, რაც ხელს უწყობს უფრო მკაფიო ხედვასა და არ იწვევს ჭრის სიძლიერის შემცირებას.
მაშინ რატომ არ მიეცა დავიწყებას ხელის ლობზიკი? იმის გამო, რომ ისინი ბევრად უფრო იაფი ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხერხის ცვლა ხშირად უწევთ ხელოსნებს.
ძველი სკოლის ოსტატებისთვის ხელის ლობზიკის გამოყენება ბევრად უფრო მისაღებია, ვინაიდან ამის საშუალებით მათ შეუძლიათ ისეთი ფიგურების ამოღება, რომელსაც ელექტრო ლობზიკი ვერ ახერხებს.
თითოეული ოსტატი აკეთებს სამუშაოს ისე, როგორც უფრო მოსახერხებელია მისთვის და ტრადიციების დათმობა, ყოველთვის უკეთესი შედეგის მომტანი არ არის.
მათ შორის არჩევნის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, ხოლო შეჯამების შემდგომ აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც პირადად თქვენთვის იქნება უკეთესი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებასშესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...