ვერტიკალური უსადენო მტვერსასრუტები
როდესაც ბინის ან სახლის დასუფთავებას იწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მტვერსასრუტის გამოყენება, რომელიც დამატებით კომფორტს შეგიქმნით.
გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობის დიზაინი მუდმივად ვითარდება, ძალიან ბევრი მომხმარებელი კლასიკური მოდელიდან უსადენო მტვერსასრუტების გამოყენებაზე გადადის.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელის მტვერსასრუტებზე მოთხავნა საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც ამიტომ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხა ბრენდისა და დიზაინის მოდელები შეგვეთავაზებინა. თუკი isurve.ge საიტს ესტუმრებით, აუცილებლად იხილავთ მტვერსასრუტების ფართო არჩევანს, რომლებზეც განვადების პირობებიც მოქმედებს.
Bosch BCH 6ATH18
ელეგანტური შავი მტვერსასრუტი Bosch -სგან, რომელიც აღჭურვილია უნივერსალური საქშენით. მოწყობილობის ბრუნვის სიჩქარე წუთში 5 000-ია, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს ნებისმიერი იატაკის ზედაპირს.
ლითიუმ-იონის ბატარეა დაცულია გადატვირთვისგან და გადახურებისგან. ბატარეის დატენვას 6 საათი სჭირდება, ხოლო მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს სამ სტანდარტულ რეჟიმში. მტვრის ავზის საერთო მოცულობა 0.9 ლიტრია.
ძირითადი მახასიათებლები:
- მუშაობის ხანგრძლივობა - ერთ დატენვაზე 40 წუთი;
- ზომები - 18.5x28.5x116 სმ;
- წონა - 3.2 კგ.
დადებითი მახასიათებლები:
- მაღალი სიმძლავრე;
- ეფექტური წმენდა;
- ბატარეის ხანგრძლივობა;
- მტვრის დიდი კონტეინერი, რომლის მოხსნა და გაწმენდა მარტივია;
- ვერტიკალურ მდგომარეობაში განთავსება;
- ხელმისაწვდომი ფასი.
Kitfort KT-542
ხელის მტვერსასრუტი შედგება გასაშლელი ზოლისგან, მოსახერხებელი სახელურისგან და ტურბო საქშენისგან, რომელიც განკუთვნილია ფუმფულა და გლუვი ზედაპირების გასაწმენდად. ფილტრაციის სისტემა იღებს უმცირეს მტვერსაც კი, რომელიც კარგი საშუალებაა რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
0.6 ლიტრიანი პლასტმასის კონტეინერის ამოღება და გაწმენდა ძალიან მარტივია. ასევე გათვალისწინებულია მოწყობილობის ვერტიკალურად განთავსების შესაძლებლობაც. სპეციალური განათება კი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.
ძირითადი მახასიათებლები:
- მუშაობის ხანგრძლივობა - ერთ დატენვაზე 60 წუთი;
- ზომები - 16.7x26.6x112 სმ;
- წონა - 2.8 კგ.
დადებითი მახასიათებლები:
- მაღალი სიმძლავრე;
- შესანიშნავი მანევრირება;
- უნიკალური დიზაინი;
- ბატარეის მაღალი ხანგრძლივობა;
- მოსახერხებელი დიზაინი;
- ჩამონტაჟებული განათება;
- დასაკეცი დიზაინი.
მინუსები:
- კონტეინერის მცირე ზომა;
- ფილტრები მოითხოვს ხშირ ჩანაცვლებას, რაც ძვირი ღირს და თან მოუხერხებელია.
Bosch BBHL 21435
ამ ბრენდის მტვერსასრუტს აქვს უნივერსალური ტურბო საქშენი. შესაძლებელია მოწყობილობის კომპაქტურ, ხელის მტვერსასრუტად გადაკეთებაც. ლითიუმ-იონის ბატარეის დატენვას კი 4-5 საათი სჭირდება.
0.4 ლიტრიანი კონტეინერი, რომელსაც ციკლონის ფილტრი აქვს, ადვილად შეიძლება მოიხსნას და გასუფთავდეს.
ძირითადი მახასიათებლები:
- მუშაობის ხანგრძლივობა - ერთ დატენვაზე 35 წუთი;
- ზომები - 16.5x26.5x116 სმ;
- წონა - 2.1 კგ.
დადებითი მახასიათებლები:
- მაღალი დონის შესრულება;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- მარტივი მომსახურება;
- შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ხელის მინი მტვერსასრუტი.
მინუსები:
- გრძელვადიანი დატენვა;
- ნარჩენებისთვის განკუთვნილი ავზი მცირე ზომისაა.
- ავეჯის დასუფთავებისთვის არ არის გათვალისწინებული ცალკეული დანართები.
Gorenje SVC 216 F (S / R)
მტვერსასრუტის ჰაერის გამწმენდი სისტემა მოიცავს HEPA ფილტრს. მტვრის კონტეინერის ამოღება შესაძლებელია და ადვილადაც იწმინდება.
ლითიუმ-იონის ბატარეის დატენვას 6 საათი სჭირდება, ხოლო კომპლექტში შედის მუდმივი პარკირების ბაზა, დამტენი და ორიოდე დამატებითი საქშენი ხელით მუშაობისთვის.
ძირითადი მახასიათებლები:
- მუშაობის ხანგრძლივობა - ერთ დატენვაზე 60 წუთი;
- ზომები - 17x26x118 სმ;
- წონა - 2.5 კგ.
დადებითი მახასიათებლები:
- ლამაზი დიზაინი;
- ბატარეის ხანგრძლივობა;
- მაღალი დონის მანევრირება;
- მართვისა და მომსახურების მოხერხებულობა;
- შენახვის კომპაქტურობა;
- დაბალი ფასი.
მინუსები:
- შეწოვის ძალა არ არის საკმარისი ხალიჩების სრულად დასუფთავებისთვის;
- ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილოა ჯაგრისების ხარისხით.
პოპულარული მოდელები